Category archive

განხორციელებული - page 2

“ჭაჭუნას აღკვეთილი” და მოსწავლე ახალგაზრდობა

პროექტი: “ჭაჭუნას აღკვეთილი” და მოსწავლე ახალგაზრდობა
დონორი ოგანიზაციები:  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის  (WWF -ის) კავკასიის წარმომადგენლობა; ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
განხორციელების დრო: 2005-2006.
პროექტის მიზანი:  კავკასიის ეკო-რეგიონში მდინარე იორის ტრანსასაზღვრო ზონაში არსებული საფრთხის წინაშე მყოფი ჭალის ტყის დაცვასა და აღდგენაზე ხელშეწყობა.
პროექტის ამოცანები: მდინარე ივრის ტრანსსასაზღვრო ზონაში სახელმწიფო აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიის “ჭაჭუნას აღკვეთილის” ჭალის ტყის ფართობის შემცირების წინააღმდეგ ბრძოლის და მისი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით მოსახლეობის (მოსწავლე -ახალგაზრდობის) ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
ჩატარებული ღონისძიებები: 
• მომზადება და დაიბეჭდა საცნობარო ბუკლეტი “ გადავარჩინოთ ჭალის ტყეები – ჭაჭუნას აღკვეთილი”.
• ჩატარდა შეხვედრები დედოფლისწყაროს რაიონის საშუალო სკოლის პედაგოგებთან, გარემოსდაცვის სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლობსთანა, “ჭაჭუნას აღკვეთილის” დირექციასთან წარმოქმნილი პრობლემის არსისა და მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით;
• ჩატარდა ინტერაქტიული სემინარების დედოფლისწყაროს 7 სკოლის უფროსკლასელებთან და გავრცელდა საცნობარო ბუკლეტები;
• პრობლემის ირგვლივ, მოეწყო სასკოლო კონფერენციები სამიზნე სკოლებში. კონფერენციაში გამოვლენდა გამარჯვებულთა და მოხდა დაჯილდოვება.
• მოეწყო გამარჯვებულთა სარაიონო კონფერენცია, გამოვლენა გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლა მოეწყო მათი საზეიმო დაჯილდოება სხვადასხვა საჩუქრებით.
• თეზისების სახით გამოიცა და გავრცელედა კონფერენციაზე წარდგენილი საუკეთესო ნაშრომები.
შედეგები:
• გაიზარდა დედოფლისწყაროს რაიონის სკოლის მოსწავლეების ინფორმირებულობა სახელმწიფო აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიის ივრის ჭალის ტყის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, რამაც შექმნა წინაპირობა, მომავალში აქტიურად ჩაერთონ პრობლემის მოგვარების საქმეში;
• ამაღლდა მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების დონე;
• ნაშრომების თეზისის სახით გამოცემამ ხელი შეუწყო პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდას მოსწავლე ახალგაზრდობისა და მათ მშობლებს შორის, რაც შესაძლებელს გახდის შემდგომშიც აქტიური მონაწილეობა მიიღონ პრობლემის მოგვარების საქემეში.

გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა სახეობების დაცვა-კონსერვაცია მდინარე ტეხურის აუზში

პროექტი: გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა სახეობების დაცვა-კონსერვაცია მდინარე ტეხურის აუზში.
დონორი ორგანიზაცია: უკრაინაში ნიდერლანდების საელჩო
განხორციელების დრო: 2004-2005
ლოკაცია: სამეგრელო, სენაკისა და მარტვილის რაიონები.
პროექტის მიზანი: საქართველოს იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ მცენარეთა სახეობების აღწერა და მათ კონსერვაციაზე ხელშეწყობა.
განხორციელებული ღონისძიებები:
  • მოეწყო ექსპედიცია მდ. ტეხურის აუზის ბიომრავალფეროვნების შესწავლის მიზნით;
  • სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების მონაწილეობით ჩატარდა სემინარები ქ. სენაკსა და მარტვილში;
  • ჩატარდა ეკოგაკვეთილები სენაკისა და მარტვილის სკოლებში;
  • მომზადდა სიუჟეტები სამეგრელოს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ მცენარეთა სახეობების შესახებ და გადაიცა რეგიონული ტელეკომპანიების მეშვეობით;
  • მომზადდა და საქართველოს რადიოს ეთერში გავიდა გადაცემა საქართველოს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ;
  • მოეწყო სემინარი ქ. თბილისში ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
პროექტის შედეგები:
  • ექსპედიციის შედეგად გამოვლინდ,ა რომ მდ. ტეხურის აუზში მცენარეთა 21 სახეობა საჭიროებს დაცვის განსაკუთრებულ ღონისძიებებს, ზოგიერთი მათგანი იშვიათია და გადაშენების საფრთხის წინაშე დგას;
  • შემუშავდა რეკომენდაციები ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის;
  • მოხდა ამ რეკომენდაციების განხილვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში და დაევალათ შესაბამის სამსახურებს მისი შესრულება;
  • გამოიცა ბუკლეტი “მდ. ტეხურის აუზის ბიომრავალფეროვნება”, რომელიც გავრცელდა საზოგადოების სხვადასხვა სფეროებში.

სამხრეთ კავკასიაში მილსადენებზე დამკვირვებელთა საზოგადოებრივი ქსელის ჩამოყალიბება და განვითარება

პროქტი: სამხრეთ კავკასიაში მილსადენებზე დამკვირვებელთა საზოგადოებრივი ქსელის ჩამოყალიბება და განვითარება.
დონორი ორგანიზაცია:  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო.
პროექტის პარტნიორი: ავკასიის გარემოსდაცვითი რეგიონალური ცენტრი.
განხორციელების დრო: 2002-2003.
პროექტის მიზანი:  სამხრეთ კავკასიაში, მილსადენების მარშრუტზე (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის და სამხრეთ კავკასიის მილსადენი) მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, მილსადენების მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს გადაწყვეტილების მიღების პროცესებში საზოგადოების ფართო ფენების ჩართვა და “მილსადენებზე დამკვირვებელთა ქსელის” ჩამოყალბება.
 პროექტის შედეგები:
  • გაკეთდა მილსადენების მშენებლობასა და ექსპლოატაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხების მონაცემთა ბაზა;
  • გაკეთდა მილსადენების სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული მონაცემთა საინფორმაციო ბაზა;
  • გაკეთდა საინფორმაციო ბაზა მილსადენების 10-კილომეტრიანი კორიდორის გარემოს მდგომარეობის შესახებ;
  • ჩატარებულმა განხილვებმა და აქციებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი როგორც მილსადენების მშენებლობასა და ექსპლოატაციის პროექტების გამჭირვალობას, ასევე გარემოს დაცვის სამინისტოს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვის პირობებში მკაცრი მოთხოვნების ასახვას;
  • არსამთავრობო ორგანიზაციებში, მოსახლეობასა და მასმედიაში ბუკლეტების და ბიულეტენების დიდი რაოდენობით გავრცელებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მათი ცნობიერების ამაღლებას, როგორც გარემოსდაცვის და მილსადენების მშენებლობისა და ექსპლოატაციის საკითხებზე, ასევე იმ უფლებებზე, რომელიც მინიჭებული აქვთ საერთაშორისო კონვენციებითა და საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით. გაიზარდა და ეფექტური გახადა მათი მონაწილეობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში;
  • “მილსადენებზე საზოგადოებრივ დამკვირვებელთა ქსელის” სახელმძღვანელო არის ქართულ ენაზე მსგავსი ტიპის დოკუმენტის გამოცემის პირველი პრეცენდენტი. მან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, როგორც დამკვირვებელთა ქსელის უნარიან მუშაობას და შესაბამისად მილსადენების უსაფრთხოებას, ასევე ზოგადად საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების ამ მიმართულებით მუშაობის ეფექტურობას;
  • განმტკიცდა თანამშრომლობა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის;
  • დამყარდა და განმტკიცდა ურთიერთობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.
გამოცემები და პუბლიკაცისბი:
  • გამოცა 2 ბუკლეტი;
  • ბიულეტენი “გარემო და საზოგადოების” ორი ნომერი;
  • გამოიცა სახელმძღვანელო “მილსადენებზე საზოგადოებრივი დამკვირებელთა ქსელი”.  სახელმძღვანელოში მოცემულია: ზოგადად ეკოლოგიური მონიტორინგისა და საზოგადოებრივი ეკოლოგიური მონიტორინგის მოკლე მიმოხილვა, ინფორმაცია სახოგადოებრივი ეკოლგიური მონიტორინგისა და კონტროლის სამართლებლივი ასპექტების შესახებ და პრაქტიკული რეკომენდაციები მილსადენებზე საზოგადოებრივი დამკვირვებელთა ქსელის წევრებისათვის.

დაასუფთავე მტკვრის სანაპირო

კამპანია: დაასუფთავე მტკვრის სანაპირო
დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა.
განხორციელების დრო: 2002 წ.
 
პროქტი ითვალისწინებდა  მტკვრის გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებისადმი ხელშეწყობას.

მაკულატურის მომგროვებელი ქსელის დაარსება ქ. თბილისში

პროექტი: მაკულატურის მომგროვებელი ქსელის დაარსება ქ. თბილისში 
დონორი ორგანიზაცია:  გერმანიის საელჩო საქართველოში;
განხორციელების დრო: 2002 წელი
პროექტის მიზანები და ამოცანები: პროექტი ითვალისწინებდა თბილისში მაკულატურის მიმღები პუნქტისა და შემგროვებელი სამსახურის დაარსებასა და ფუნქციონირებას საცდელი პერიოდის განმავლობაში; შესაძლებლობათა და წინააღმდეგობათა შესწავლასა და რისკის ფაქტორის შეფასებას საქმიანობის გასაგრძელებლად.
განხორციელებული საქმიანობები :
1. დაარსდა მაკულატურის მიმღები პუნქტი; 
2. წვრილი მომხმარებლებისგან (მოსახლეობა, ოფისები) აეწყო მაკულატურის მოგროვების ქსელი; 
3. მსხვილ მიმწოდებლებს (ორგანიზაციები, ფირმები) გაუკეთდათ ინფორმირება მაკულატურის ჩამბარებული ქსელისა და მაკულატურის გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ თბილისსა და რეგიონებში;
4. გაკეთდა ფართო სარეკლამო კამპანია (გამოიცა ბროშურები, გაკეთდა რადიო გადაცემები).
პროექტის შედეგები:
1. თბილისში შეიქმნა მაკულატურის შემგროვებლი ქსელის დაარსების პრეცედენტი.
2. თბილისის ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხნასა და მცირე წარმადობის ქაღალდის საამქროს გაეზარდათ წარმადობა და რენტაბელობა.
3. შემცირდა ნაგვის რაოდენობა ქალაქის ნაგავსაყრელებზე.
4. ამაღლდა საზოგადოების  ცნობიერება ნარჩენების მეორად გადამუშავებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში.

კამპანია: შევინარჩუნოთ ბზა

კამპანია: შევინარჩუნოთ ბზა
განხორციელების დრო:  2002, 2003, 2004, 2005 წლები.
დონორი ორგანიზაცია:  WWF კავკასიის ფინანსური მხარდაჭერით.
თითოეული პროექტი იყო მოკლევადიანი,  მოიცავადა 1,5 თვეს და ითვალისწინებდა ბზობის დღესასწაულებისათვის  ბზის უკანონო ჭრებისEშემცირებისა და შეჩერების მიზნით კამპანიის წარმოებას.
მიზანი და ამოცანები:
  • მოსახლეობის ფართო ფენების ცნობიერების ასამაღლებლი საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვას;
  • სახელმწიფო სამსახურების გააქტიურებას;
  • სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.
გაწეული საქმიანობა:
  • შეხვერები საპატრიარქოს წარმომადგენლებთან;
  • მრგვალი მაგიდების მოწყობა ექსპერტების, საპატრიარქოს, სამთავრობო და არასამათავრობო სექტორის მონაწილეობით;
  • საინფორმაციო ბუკლეტების დაბეჭდვა და გავრცელება  მოსახლეობაში;
  • საინფორმაციო საქმიანობის წარმართვა (შეხვედრები, საუბრები, ბუკლეტების გავრცელება) იმ რაიონებში სადაც წინა წლებში ნადგურდებოდა ბზის კორომმები;
  • საგანმანათლებლო კამპანიის წარმოება მასმედიის სხვადასხვა საშუალებებით;
  • სახელმწიფო სამსახურების მიერ მოწყობილი რეიდების მონიტორინგი.
შედეგები:
  • ამაღლდა მოსახლეობის ეკო-ცნობიერების დონე;
  • საქართველოს საპატრიარქომ ბზობის დღესასწაულზე დაიწყო ბუნებიდან გამოტანილი ბზის ტოტების ალტერნატივის –  ქოთნის  ბზის გავრცელება.

კამპანია: “გადავარჩინოთ ნაძვის ხეები”

პროექტი: გადავარჩინოთ ნაძვის ხეები.

პროექტის მიმდინარეობა: 1996, 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004 წლები

დონორი ორგანიზაციები: WWF –კავკასიის ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტები იყო მოკლე ვადიანები, მოიცავადა 1,5 თვეს და ითვალისწინებდა საახალწლო ნაძვის ხეების უკანონო ჭრებისა და რეალიზაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის წარმოებას.

გაწეული საქმიანობები:

• ინფორმაციების მოძიება წიწვოვანი მცენარეების სანერგეების შესახებ;
• მრგვალი მაგიდის მოწყობა ექსპერტების, მასმედიის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით;
• სატელეფონო ცხელი ხაზის შექმნა;
• მიმართვების გაკეთება სახელმწიფო სამსახურებისა და მასმედიის წარმომადგენელთათვის;
• სახელმწიფო სამსახურების რეიდების მონიტორინგი;
• ბუკლეტებისა და პლაკატების დამზადება და გავრცელება;
• რადიო და სატელევიზიო გადაცემების მომზადება;
• აქციებისა და მსვლელობების მოწყობა;
• მოსახლეობაში სოციოლოგიური გამოკითხვის ჩატარება.

შედეგები:

• გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება “საახალწლო ნაძვის ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის აღმკვეთ ღონისძიებათა შესახებ”.პრეზიდენტის 2002 წლის განკარგულება
• გააქტიურდა სახელმწიფო სამსახურები;
• აიკრძალა ბუნებრივი საახალწლო ნაძვის ხეების დადგმა და მორთვა საზოგადოებრივ დაწესებულებებში,მათ შორის პრეზიდენტის სახაალწლო ზეიმზე;
• თბილისის ქუჩებში აიკრძალა საახალწლოდ ბუნებრივი ნაძვის ხეების დადგმა და მორთვა;
• აღდგა და ფართოდ დაინერგა საახალწლოდ ხელოვნური ნაძვის ხეების შეძენის პრაქტიკა;
• აღდგა და ფართოდ გავრცელდა საქართველოსათვის საახალწლო ჩიჩილაკის უძველესი ტრადიცია;
• ბაზარზე გაიზარდა სანერგეეში გამოყვანილი საახალწლო ნაძვის ხეების (განსაკუთრებით კრიპტომერია) რაოდენობა და მასზე მოსახლეობის მოთხოვნა;
• კერძო სანეერგებში მნიშვნელოვნად გაფართოვდა წიწვოვანი მცენარეების გამოყვანა;
• საგრძნობლად ( 2004 წ 60/70%) შემცირდა ბუნებიდან საახალწლო ნაძვის ხეების გამოტანა და რეალიზაცია;

• მნიშვნელოვნად ამაღლდა მოსახლეობის ეკოცნობიერება.

 

საყოფაცხოვრებო, ტოქსიკური და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით წყლის დაბინძურების შემცირების სტრატეგია საქართველოს შავი ზღვისპირა ზონაში

პროექტი: საყოფაცხოვრებო, ტოქსიკური და სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებით წყლის დაბინძურების შემცირების სტრატეგია საქართველოს შავი ზღვისპირა ზონაში;
განხორციელების დრო: 2001-2002
დონორი ორგანიზაცია:  საბერძნეთის მთავრობა
პარტნიორი ორგანიზაცია:  “დედამიწის მეგობრები- საბერძნეთი”;
პროექტის მიზნები და ამოცანები:
  • საქართველოს შავი ზღვის რეგიონის წყლის რესურსების დაბინძურებს შემცირების სტრატეგიების შემუშავება;
  • ინტეგრირებული სტრატეგიის შემუშავება იმ პროცესთა მართვისათვის, რომლებიც გავლენას ახდენენ ჰიდროლოგიურ ციკლსა და წყლის ხარისხზე;
  • ყურადღების გამახვილება წყლის მოხმარების, ურბანული და ტოქსიკური ნარჩენების მართვასა, ნიადაგის დაცვასა და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაზე;
  •  სოფლის მეურნეობაში ქიმიკატების გამოყენების შემცირებაზე;
  • სამომავლო ქმედებებზე დაინტერესებულ მხარეებს შორის “ერთიანი აზრის” ჩამოყალიბება.
პროექტის საქმიანობა და შედეგები:
  • ჩატარდა ურბანული და ტოქსიკური ნარჩენების სპეციალური კვლევა
კვლევა მოიცავდა ინფორმაციის მოგროვებას საქრთველოს შავი ზღვის რეგიონში წყლის ურბანული და ტოქსიკური დაბინძურების ხარისხობრივ და რაოდენობრივ მაჩვენებლებზე.
ჩამოყალიბდა ევროკავშირის პრიორიტეტების შესაბამისი რეკომენდაციები. წყლის მართვის საკითხებთან დაკავშირებით
  • ჩატარდა კვლევა_ ბიომრავალფეროვნება, როგორც სასოფლო-სამეურნეო სფეროში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირების ფაქტორი;
კვლევისას შესწავლილ იქნა სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ქიმიური ნივთიერებები, მათი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლები და მათი გავლენა წყლის ხარისხზე.
კვლევის საფუძველზე შეიქმნა ადგილობრივი და გადაშენების პირას მყოფი ჯიშების ანალიტიკური რეესტრი. აღიწერა ის პროცესები, რომლებიც თან სდევს ადგილობრივი სახეობების უცხოურით ჩანაცვლებას. გაკეთდა დასკვნები და რეკომენდაციები.
  • მომზადდა გენერალური დიაგნოსტიკური ანგარიში;
კვლევების შედეგად შეიქმნა საფუძვლიანი რეკომენდაციები, რომლებიც ორიენტირებულ არიან მდგრადი აგრობიომეურნეობის განვითარებაზე, რაც თავისთავად წარმოადგენს წყლის რესურსების დაბინძურების შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რეკომენდაციები თავმოყრილ იქნა გენერალურ დიაგნოსტიკურ ანგარიშში, რომელიც წარმოადგენს სახელმძღვანელო დოკუმენტს.
  • ჩატარდა შემაჯამებელი სემინარი ;
ჩატარდა 2 დღიანი სემინარი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების,  საბერძნეთიდან და საქართველოდან კონსულტანტებისა და საბერძნეთის საელჩოსწარმომადგენლების მონაწილეობით.
შესრულებული სამუშაოები და რეკომენდაციები შეფასდა, როგორც უმნიშვნელოვანესი სტრატეგია შავი ზღვის დაცვის საქმეში.

წყლის დაზოგვის კამპანია სამხრეთ ოსეთში “წარსულიდან მომავალში”

პროექტი: წყლის დაზოგვის კამპანია სამხრეთ ოსეთში “წარსულიდან მომავალში”.
განხორციელების დრო: 1999 წელი.
დონორი ორგანიზაცია: Hilfswerk Austria.
პროექტის მიზნები და ამოცანები:
  • “სამხრეთ ოსეთში” ადგილობრივი საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება;
  • ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის გაძლიერება სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბების მიზნით;
  • “სამხრეთ ოსეთში” ადგილობრივი საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება;
  • საზოგადოების სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის გაზრდა;
  • ადგილობრივი არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის ცნობიერების ამაღლება წყლის დაზოგვის საკითხებზე;
  • სასმელი წყლის დაცვის იდეის პოპულარიზაცია ადგილობრივ მოსახლეობაში;
  • გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა დაწყებით სკოლებში_ ეკოგაკვეთილების ციკლის მოწყობა.
განხორციელებული ღონისძიებები და შედეგები:
  • მომზადდა და დაიბეჭდა ლიფლეტი, პლაკატი და გაზეთი ქართულ და რუსულ ენებზე;
  • მომზადდა საინფორმაციო პაკეტი ადგილობრივი ხელისუფლებისათვის სასმელი წყლის დაზოგვის პრობლემებთან დაკავშირებით;
  • მოეწყო შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან;
  • ჩატარდა სემინარი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანზაციების მონაწილეობით;
  • მოეწყო სემინარი ადგილობრივი პედაგოგებისათვის გარემოსდაცვითი განათლების მეთოდებთან დაკავშირებით დევზით”მომავლის ხედვა”;
  • ჩატარდა ეკოგაკვეთილები ადგილობრივ სკოლებში;
  • მოეწყო შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, გავრცელდა საინფორმაციო ლიფლეტები, პლაკატები და გაზეთი.

ალტერნატივები მდგრადი ევროპისათვის

პროექტი: ალტერნატივები მდგრადი ევროპისათვის.

დონორი ორგანიზაცია: „ევროპის დედამიწის მეგობრების ( FoE Europe) კოორდინაციით, შოტლანდიის დედამიწის მეგობრების ხელმძღვანელობით.

განხორციელების დრო: 1997 წელი

პროექტის მიზანი: ენერგორესურსების  მდგრადი მოხმარების ლობირება.

პროექტის ამოცანები:

  • ენერგეტიკული პოლიტიკით გამოწვეული სხვადასხვა გარემოსდაცვითი პრობლემების გაშუქება;
  • მდგრადი ენერგეტიკული პოლიტიკის დანერგვის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური და სოციალური წინააღმდეგობების დასაძლევი გზების დასახვა;
  • ენერგომოხმარების რეალური ალტერნატივების შემუშავება და ამ ალტერნატივების ლობირება.
განხორციელებული საქმიანობები და შედეგები:
  • განხორციელდა კვლევები
  • მოეწყო შეხვედრები და სემინარები
  • ჩატარდა შემაჯამებელი მოხსენება –  “ნაბიჯები მდგრადობისაკენ ენერგეტიკაში“
გადასვლა ზემოთ