Category archive

განხორციელებული - page 3

სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება

პროექტი: სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება.
დონორი ორგანიზაცია: შვეიცარიის მთავრობა.
განხორციელების დრო:  1997 წელი.
პროექტის მიზნები და ამოცანები:
  • სამეგრელოს მთიანეთის ფლორის ინვენტარიზაცია (სამკურნალო მცენარეები, ბუჩქები, ბალახები);
  • რეგიონში ამ დრომდე არსებული და ახალი ინფორმაციების შეჯერების საშუალებით ბიომრავალფეროვნების არსებული მდგომარეობის დადგენა;
  • ნაკლებად შესწავლილი “ასხის” კირქვული მასივის ფლორის ინვენტირება;
  • იმ იშვიათ მცენარეთა პოპულაციების გამოვლენა, რომლებიც საჭიროებენ დაცვას და მათი დაცვის ღონისძიებების შემუშავება;
  • ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩაბმა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში;
  • ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ლოკალური ეკოტოპების დაცვის გრძელვადიანი მონიტორინგის სტრატეგიული ღონისძიებების დასახვა;
  • რეგიონში ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივების დასახვა.
ჩატარებული საქმიანობები და შედეგები:
  • სამეგრელოს მთიანეთში, მდინატე ტეხურის აუზსა და  “ასხის” კირქვულ მასივზე მასალების აღების, ენდემების აღწერის, ლოკალური ეკოტიპების მონიტორინგის საშუალებით დაფიქსირებულ იქნა ენდმური და რელიქტური მცენარეების ზოგადი მდგომარეობა;
  • მოპოვებული ინფორმაციისა და ანალიზის შემდეგ შერცეულ იქნა ამ რაიონში ეკოტურიზმისათვის შესაფერისი ადგილები;
  • მომზადდა, გამოიცა და გავრცელდა ბროშურა: “სამეგრელოს რელიქტური და ენდემური მცენარეები”;
  • მოეწყო სატელევიზიო და რადიოგადაცემები, როგორც ადგილობრივი ასევე ცენტრალური არხებით;
  • ორგანიზებულ იქნა შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასან და მოსწავლე ახალგაზრდობასთან;
  • ჩატარდა სემინარი ექსპრტების, მასმედიის, სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის მონაწილებით;
  • შემუშავდა და სახელმწიფო სამსახურებს გადაეცა “სამეგრელოს მთიანეთში ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და დაცვის სტრატეგია”.

წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დაცვა.

პროექტი: წითელ წიგნში შეტანილი სახეობების დაცვა.
დონორი ორგანიზაცია: Ebert Foundation
შესრულების დრო:   1996
შესრულების ადგილი:    დედოფლისწყარო
პროექტის მიზანი და ამოცანები:
  • დედოფლისწყაროს რაიონში გავრცელებული იშვიათ და გადაშენების პირას მყოფი სახეობების (საქართველოს წითელ წიგნის მიხედვით)  დაცვაზე ხელშეწყობა.
  • დედოფლისწყაროს რაიონის მოსწავლე-ახალგაზრდობაში ეკოცნობიერების ამაღლება.
პროექტის საქმიანობა და შედეგები:
  • მოძიებულ და გადამუშავებულ იქნა ინფორმაციები;
  • დაიბეჭდა და გავრცელდა ბროშურა „ წითელ წიგნში შეტანილი სახეობები“;
  • დედოფლისწყაროში დაფიქსირდა ეკოლოგიური სიტუაცია;
  • მოეწყო შეხვედრები დედოფლისწყაროს ადგილობრივი თვიოთმმართველობის და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან;
  • დედოფლისწყაროს რაიონის სოფლებში ჩატარდა მოსახლეობასთან შეხვედრები და ლექცია სემინარები თემაზე: „გადავარჩინოთ დედოფლისწყაროს რაიონში არსებული იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები (საქართველოს წითელი წიგნის მიხედვით)“.

სამყარო და მისი ბინადარნი

პროექტი: სამყარო და მისი ბინადარნი.

 დონორი ორგანიზაცია: ფონდი “ღია საზოგადოება- საქართველო”.

განხორციელების დრო:  1996 წელი.

პროექტის მიზნები:  მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება.

სემინარი ტყის დაცვის ბიოლოგიური მეთოდების შესახებ

პროექტი: სემინარი ტყის დაცვის ბიოლოგიური მეთოდების შესახებ.
დონორი ორგანიზაცია: ფონდი ღია – საზოგადოება საქართველო.
განხორციელების დრო: 1995 წელი.
პროექტის მიზანი:  პროექტის მიზანი იყო საქართველოში ტყის მავნებლებთან ბრძოლის ბიოლგიური მეთოდების დანერგვაზე ხელშეწყობა.

ბიოფერმების მნიშვნელობა საქართველოსთვის

პროექტი: ბიოფერმების მნიშვნელობა საქართველოსთვის.
 შესრულების დრო: 1995-1997.
დონორი ორგანიზაცია: TASIC.
პროექტის მიზანი: საქართველოში ბიოფერმერობის დანერგვაზე ხელშეწყობა.
პროექტის შედეგი: პროექტმა საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ორგანული მეურნეობების შექმნას

ბიოგაზის აპარატის სადემონსტრაციო პროექტი ლაგოდეხში

პროექტი: ბიოგაზის აპარატის სადემონსტრაციო პროექტი ლაგოდეხში.
განხორციელების დრო:  1995 წელი.
დონორი ორგანიზაცია:  ISAR-ის ხელშეწყობით.,
პროექტის მიზნები: პროექტის ითვალისწინებდა ლაგოდეხში ბიოგაზის დანადგარების პოპულარიზაციას და ამ გზით რაიონის მოსახლეობისათვის ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გაცნობასა და ცნობიერების ამაღლებას.

 

გადასვლა ზემოთ