Category archive

კონკურსები - page 2

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატად საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი

პროექტის სახელწოდება: „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“

პროექტის ნომერი: ENI/2017/393903

საგანი: საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი

  1. ინფორმაცია

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაში. პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს 4 მხარეში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი), გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების  და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტს ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

  1. სამუშაოს მასშტაბი, პასუხისმგებლობები და შემოთავაზებული ანალიტიკური სამუშაოს აღწერა

საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა  მხარი უნდა დაუჭიროს პროექტის ქმედებებს და წარმართოს საზოგადობასთან და საინიციატივო ჯგუფებთან ურთიერთობები ისეთი ფორმით, რომელიც დაიცავს პროექტის ღირებულებებსა და მისიას. ის პასუხისმგებელი იქნება შემდეგ საკითხებზე:

  • შეიმუშაოს საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმები და სტრატეგიები;
  • გააძლიეროს პროექტის ცნობადობადობას ;
  • მართოს მედია ურთიერთობები და მოთხოვნები;
  • დაგეგმოს და უხელმძღვანელოს შეხვედრებს და კონფერენციებს და ა.შ.
  • განახორციელოს საზოგადეიბრივი ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების ქსელის მართვა პროექტისთვის..მუდმივი კონსულტაციები გაუწიოს არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგიონებში;
  • წარმოადგინოს პრობლემის მოგვარების გზები საზოგადოებასთან ურთიერთობების ;
  • შეაფასოს და მოამზადოს ანალიზი საზოგადოების ჩართულობის  გზშ/სგშ -ს განხილვების დროს
  • .უზრუნველყოს პროექტის ფარგლებში შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფების  ქსელის გამართული მუშაობა
  • უზრუნველყოს სოციალურ ქსელების მეშვეობით თემატური ფორუმების წარმართვა
  • უხელმძღვანელოს კვლევების ინიციატივებს და ანალიზი გაუკეთოს საზოგადოებრივ აზრს.
  1. საჭირო კვალიფიკაცია
  • 7 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტის კუთხით;
  • გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობების კამპანიების წარმოებაში;
  • სამოშაო გამოცდილება კომპიუტერულ პროგრამებთან – MS Office; ფოტო და ვიდეო ედიტორ პროგრამები;
  • სოციალური მედიის ცოდნა;
  • სრულყოფილი წერითი და მეტყველებითი უნარები;
  • პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარები;
  • ქართული ენების გამართული ცოდნა, სასურველი არის ინგლისურის ცოდნა;
  • მაგისტრის ხარისხი
  1. ანგარიშგება

– ყოველთვიური ანგარიშგება შესრულებული ამოცანებისა და შედეგების შესახებ;

–  სამუშაო დღეების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება ყოველთვიურად;

– ექსპერტი ანგარიშვალდებულია პროექტის   მენეჯერის წინაშე.

კონტაქტი :

ნიკოლოზ ინაშვილი

ოფის მენეჯერი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

მობ; (995 99) 260 695;

ელ – ფოსტა : nukri_ina@yahoo.com

 

 

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატად. მედია ექსპერტი

 პროექტის სახელწოდება: „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“

პროექტის ნომერი: ENI/2017/393903

საგანი: მედია  ექსპერტი

  1. ინფორმაცია

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაში. პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს 4 მხარეში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი), გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების  და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტს ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

  1. სამუშაოს მასშტაბი, პასუხისმგებლობები და შემოთავაზებული ანალიტიკური სამუშაოს აღწერა

მედია ექსპერტმა პროექტის ფარგლებში უნდა გააუმჯობესოს არასამთავრობო/სამოქალაქო ორგანიზაციების ცნობადობის გაძლიერება, გამოიკვლიოს სოციალური მედიისა და საინფორმაციო  კამპანიები, შეიმუშაოს მედია და სარეკლამო სააგენტოების ჩართულობის სტრატეგია, მხარი დაუჭიროს პროექტის ვებ–გვერდის  შემუშავებაში.

მედია ექსპერტი იმუშავებს პროექტის მენეჯერის და კოორდინატორის  უშუალო ზედამხედველობის ქვეშ და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციებთან  თანამშრომლობით. ის პასუხისმგებელი იქნება პროექტის ყველა კომპონენტის გაშუქებაზე და რეგიონებში პროექტის ცნობადობის ამაღლებაზე.

პასუხისმგებლობები/მოვალეობები:

  • საინფორმაციო სააგენტოებთან ურთიერთობის დამყარება, მათ შორის, კონტაქტების   მონაცემთა ბაზის წარმოება;
  • ურთიერთობა რეგიონალურ  მედიასთან
  • საინფორმაციო ბაზის შექმნა
  • რეგიონული მედია სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და       მხარდაჭერა;
  • ვებ–ინფორმაციების რედაქტირება  და მომზადება ;
  • ადვოკატირების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება , მათ შორის, 4–5მოკლე შემოთავაზება ყოველწლიური კამპანიებისთვის;
  • მედია კამპანიის დაგეგმვა და წარმართვა  პროექტის ამოცანების  შესრულების  უზრუნველსაყოფათ
  • არსებული მედია მონაცემთა ბაზის განახლება;
  • სხვა დავალებების შესრულება, დანიშნულებისამებრ.
  1. საჭირო კვალიფიკაცია

სახელწოდება: მედია  ექსპერტი

განათლება:

  • მაგისტრის ხარისხი შესაბამის სპეციალობაში.

გამოცდილება:

  • 5 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • გამოცდილება კორექტირებასა  და რედაქტირებაში;
  • გამოცდილება ფართომასშტაბიანი სარეკლამო და მედია კამპანიების წარმოებაში;
  • სამუშაო გამოცდილება კომპიუტერულ პროგრამებთან – MS Office; ფოტო და ვიდეო ედიტორ პროგრამები;
  • გამოცდილება ბრენდირების იდეების შემუშავებაში;
  • სხვადასხვა მედია საშუალებასთან მუშაობის გამოცდილება.

ენები:

  • ქართული ენების გამართული ცოდნა, ინგლისურის ენის ცოდნა სასურველია;
  1. 4. ანგარიშგება

– ყოველთვიური ანგარიშგება შესრულებული ამოცანებისა და შედეგების შესახებ;

–  სამუშაო დღეების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება ყოველთვიურად;

– ექსპერტი ანგარიშვალდებულია პროექტის   მენეჯერის წინაშე.

კონტაქტი :

ნიკოლოზ ინაშვილი

ოფის მენეჯერი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

მობ; (995 99) 260 695;

ელ – ფოსტა : nukri_ina@yahoo.com

განაცხადის მოწოდება  27.04.2018

 

მოთხოვნა ინტერესის გამოსახატად.გარემოსდაცვის სამ ექსპერტზე (ბიომრავალფეროვნების, გარემოსდაცვითი მართვისა და გეოლოგიის მიმართულებებით)

 პროექტის სახელწოდება: „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“

პროექტის ნომერი: ENI/2017/393903

საგანი: გარემოსდაცვის სამ ექსპერტზე (ბიომრავალფეროვნების, გარემოსდაცვითი მართვისა და გეოლოგიის მიმართულებებით)

  1. ინფორმაცია

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაში. პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს 4 მხარეში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი), გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების  და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტს ახორციელებენ  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი.

  1. სამუშაოს მასშტაბი, პასუხისმგებლობები და შემოთავაზებული ანალიტიკური სამუშაოს აღწერა

გარემოსდაცვითი ექსპერტების ჩართულობა მიზნად ისახავს სამიზნე ჯგუფების გარემოსდაცვითი შეფასების შესაძლებლობების გაძლიერებას. მათი მოვალეობებია:

  • მოამზადონ გარემოსდაცვითი შეფასებები სხვადასხვა მიმართულებით (გარემოსდაცვის, ბიომრავალფეროვნების, გეოლოგიის) ინფრასტრუქტურული ან სხვა ტიპის პროექტებისთვის, რომლებიც ხორციელდება პროექტის დაფარვის ტერიტორიებზე;
  • მოამზადონ კომენტარები/დასკვნები გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებზე, რომლებიც მომზადებულია ინფრასტრუქტურული ან სხვა ტიპის პროექტებისთვის;
  • მოამზადონ მიმოხილვა (სხვადასხვა მაგალითით) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის დოკუმენტებზე;
  • მოამზადონ ხშირად განმეორებადი შეკითხვების ნუსხა საჯარო განხილვებზე (გზშ/სგშ) არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის;
  • მოამზადონ მაგალითები გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებზე თითოეული რეგიონისთვის;
  • გზშ/სგშ განხილვებზე დასწრება;
  • მოამზადონ გარემოსდაცვითი რეკომენდაციები შესაბამის პროექტებთან დაკავშირებით;
  • გაუწიონ კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგიონში.
  1. საჭირო კვალიფიკაცია

სახელწოდება: გარემოსდაცვის ექსპერტი

განათლება:

  • მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით მართვაში ან მონათესავე სპეციალობაში.

გამოცდილება:

  • 10 წლიანი გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • ანალიტიკური უნარები;
  • ორგანიზაციული და პრობლემების გადაჭრის უნარები;
  • უნარი დაამყაროს კარგი სამუშაო ურთიერთობა სხვადასხვა გამოცდილების მქონე თანამშრომელთან.
  1. 4. ანგარიშგება

– ყოველთვიური ანგარიშგება შესრულებული ამოცანებისა და შედეგების შესახებ;

–  სამუშაო დღეების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება ყოველთვიურად;

– კონსულტანტმა უნდა ითანამშრომლოს და ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერის წინაშე.

კონტაქტი :

ნიკოლოზ ინაშვილი

ოფის მენეჯერი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

მობ; (995 99) 260 695;

ელ – ფოსტა : nukri_ina@yahoo.com

განაცხადის მიღება 27.04.2018

 

გის ექსპერტის ვაკანსია

ა (ა)იპ „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ აცხადებს კონკურს გეოინფორმაციული სისტემის სპეციალისტზე, პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III) ფარგლებში.

კონტრაქტის ვადა: 45 სამუშაო დღე 3 თვის განმავლობაში.

პასუხისმგებლობები და მოვალეობები:

  • საქართველოს არალეგალური მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონების გეომონაცემთა ბაზის შექმნა;
  • საქართველოს არალეგალური მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონების თემატური რუკების დამზადება;
  • საქართველოს არალეგალური მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონების გეომონაცემთა ბაზის პერიოდული განახლება;
  • საქართველოს არალეგალური მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონების ინტერაქტიული რუკის შექმნა და პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო“ ვებ-გვერდზე განთავსება;
  • კონსულტაციების გაწევა და დახმარებება გეომონაცემთა ბაზის მომხმარებლებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ, ბაკალვრის ხარისხი;
  • მინიმუმ, 3 წლიანი გამოცდილება გეოინფორმაციული სისტემის სფეროში;
  • ინტერნეტ-რუკების შექმნის გამოცდილება;
  • გარემოსდაცვით პროექტებში მუშაობის, მინიმუმ, 3 წლიანი გამოცდილება.

კონტაქტი :

ნიკოლოზ ინაშვილი

ოფის მენეჯერი

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

მობ; (995 99) 260 695;

ელ – ფოსტა : nukri_ina@yahoo.com

 

ტექნიკური დავალება

გადასვლა ზემოთ