Category archive

ლანდშაფტური არქიტექტურა

“ჭაჭუნას აღკვეთილი” და მოსწავლე ახალგაზრდობა

in ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა/განხორციელებული/ლანდშაფტური არქიტექტურა/მტკნარი წყლის, ჭაობებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვა/პროექტები by
პროექტი: “ჭაჭუნას აღკვეთილი” და მოსწავლე ახალგაზრდობა
დონორი ოგანიზაციები:  ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის  (WWF -ის) კავკასიის წარმომადგენლობა; ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
განხორციელების დრო: 2005-2006.
პროექტის მიზანი:  კავკასიის ეკო-რეგიონში მდინარე იორის ტრანსასაზღვრო ზონაში არსებული საფრთხის წინაშე მყოფი ჭალის ტყის დაცვასა და აღდგენაზე ხელშეწყობა.
პროექტის ამოცანები: მდინარე ივრის ტრანსსასაზღვრო ზონაში სახელმწიფო აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიის “ჭაჭუნას აღკვეთილის” ჭალის ტყის ფართობის შემცირების წინააღმდეგ ბრძოლის და მისი აღდგენის ხელშეწყობის მიზნით მოსახლეობის (მოსწავლე -ახალგაზრდობის) ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.
ჩატარებული ღონისძიებები: 
• მომზადება და დაიბეჭდა საცნობარო ბუკლეტი “ გადავარჩინოთ ჭალის ტყეები – ჭაჭუნას აღკვეთილი”.
• ჩატარდა შეხვედრები დედოფლისწყაროს რაიონის საშუალო სკოლის პედაგოგებთან, გარემოსდაცვის სამინისტროს ადგილობრივი წარმომადგენლობსთანა, “ჭაჭუნას აღკვეთილის” დირექციასთან წარმოქმნილი პრობლემის არსისა და მოგვარების საკითხებთან დაკავშირებით;
• ჩატარდა ინტერაქტიული სემინარების დედოფლისწყაროს 7 სკოლის უფროსკლასელებთან და გავრცელდა საცნობარო ბუკლეტები;
• პრობლემის ირგვლივ, მოეწყო სასკოლო კონფერენციები სამიზნე სკოლებში. კონფერენციაში გამოვლენდა გამარჯვებულთა და მოხდა დაჯილდოვება.
• მოეწყო გამარჯვებულთა სარაიონო კონფერენცია, გამოვლენა გამარჯვებული მოსწავლეები და სკოლა მოეწყო მათი საზეიმო დაჯილდოება სხვადასხვა საჩუქრებით.
• თეზისების სახით გამოიცა და გავრცელედა კონფერენციაზე წარდგენილი საუკეთესო ნაშრომები.
შედეგები:
• გაიზარდა დედოფლისწყაროს რაიონის სკოლის მოსწავლეების ინფორმირებულობა სახელმწიფო აღკვეთილის მიმდებარე ტერიტორიის ივრის ჭალის ტყის დღევანდელი მდგომარეობის შესახებ, რამაც შექმნა წინაპირობა, მომავალში აქტიურად ჩაერთონ პრობლემის მოგვარების საქმეში;
• ამაღლდა მოსწავლე ახალგაზრდობის ცნობიერების დონე;
• ნაშრომების თეზისის სახით გამოცემამ ხელი შეუწყო პრობლემასთან დაკავშირებით ინფორმირებულობის გაზრდას მოსწავლე ახალგაზრდობისა და მათ მშობლებს შორის, რაც შესაძლებელს გახდის შემდგომშიც აქტიური მონაწილეობა მიიღონ პრობლემის მოგვარების საქემეში.
გადასვლა ზემოთ