Category archive

მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება

მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

პროექტი: მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დონორი ორგანიზაციები:  გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი (SCO), ავსტრიის განვითარების სააგენტო(ADC).
განხორციელების დრო:  01.08.2016 – 01.06.2017
ლოკაციის ადგილი: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ქალაქი ოზურგეთი.
პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:  
გურიის რეგიონში ნარჩენების მართვის 5 წლიანი მუნიციპალური გეგმების შემუშავებაზე ხელშეწყობა;
გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება;
სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება;
საზოგადოების გააქტიურება და ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხარებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე (NAMA), სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარებისთვის“

პროექტი: „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხრეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე – NAMA, სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარება“.
 დონორი ორგანიზაცია: ევროკავშირი
პარტნიორები:
  • ქალები ევროპაში საერთო მომავლისათვის (WECF);
  • ეკოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია SEMA;
  • სოფლად თემთა განვითარების სააგენტო;
  • ახალციხის საზოგადოების განვითარების ცენტრი.
პროექტის ხანგრძლივობა:  2013წლის 19 ნოემებრი – 2015 წლის 19 ნოემბერი
მოქმედების  ადგილი:  კახეთი, მცხეთა – მთიანეთი, სამცხე- ჯავახეთი, იმერეთ, სამეგრელო
პროექტის მიზნები და ამოცანები:
  • კლიმატის შემარბილებელი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა დაბალნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლისათვის;
  • ადგილობრივ თემებში ალტერნატიული და დაბალემისიური ტექნოლოგიების დანერგვა, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის  გააუმჯობესება ტრადიციული ენერგო-მატარებლების ჩანაცვლების გზით და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე  ხელშეუწყობით;
  • დაინტერესებულ მხარეებთან NAMA-ს (ეროვნულად მისაღები შერბილების ქმედებები) ერთობლივად შემუშავება – მზის კოლექტორებისა და ენერგო ეფექტური ღუმელების   დანერგვისათვის ტექნიკური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისა  და ადვოკატირებისათვის  საჭირო პოლიტიკის  განხორციელებით;
  • ნიადაგის მომზადება სოფლად მაცხოვრებელი ოჯახებისა და მცირე და საშუალო მეწამეებისათვის  მზის კოლექტორებისა და  ენერგო ეფეეფექტური ღუმელების დასამონტაჟებლად (10,000 ერთეული ) ადვილად ხელმისაწვდომი ინვესტიციების დანერგვით; MVR (გაზომვა, ანგარიშგება და შემოწმება) მექანიზმების განვითარება;
  • დაინტერესებულ მხარეთა – ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და საშუალო ბიზნესის ჩართვა Nama-ს განვითარების პროცესში;
  • სიღარიბის დაძლევაზე ხელშეწყობა.
საქმიანობები და შედეგები:
გაიმართა მრგვალი მაგიდები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები, სწავლებები, გადამზადებები და დიალოგები:
  • საერთაშორისო დონეზე;
  • საქართველოს სამთავრობო და ადგილობრივ სტრუქტურებთან;
  • მოსახლეობასთან;
  • არასამთავრობო სექტორთან;
  • ექსპერტებთან და სპეციალისტებთან;
  • ბიზნეს და საბანკო სექტორთან;
  • ჟურნალისტებთან;
  • მომზადდა, გამოიცა და გავრცელდა საინფორმაციო მასალები (ტრიფლეტები, სახელმძღვანელოები , ჟურნელები), მოეწყო რადიო და ტელეგადაცემები;
  • დაიბეჭდა საგაზეთო სტატიები, გავრცელდა ინფორმაციები სოციალური ქსელების მეშვეობით;
  • შემუშავდა შესაბამისი ფინანსური მექანიზმი, მოეწყო კონსულტაციები უკვე არსებულ ფინანსურ დაწესებულებებთან და განვითარების ბანკების ექსპერტებთან;
  • გაკეთდა ბაზრისა და მოსახლეობის კვლევები;
  • შემუშავდა საბაზისო NAMA სცენარი და დამუშავდა MRV (გაზომვა, ანგარიშგება და შემოწმება) მექანიზმების განვითარების მეთოდოლოგია;
  • დამონტაჟდა სამოდელო 50 მზით წყალგამაცხელებელი და 50 ენერგოეფექტური ღუმელი;
  • ხელი შეეწყო და ჩამოყალიბდა 4 ენერგო კოოპერატივი;
  • ჩამოყალიბების პროცესშია „ქოლგა ენერგოკოოპერატივი“  საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით;
  • გაძლიერდა 5 რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მცირე ბიზნესის წარმომადგენლების ტექნიკური, ფინანსური და სხვა შესაძლებლობები დაბალ ნახშირბადიან ეკონომიკაზე გადასვლის ხელშეწყობისა და   NAMA-ს განხორციელებასთან დაკავშირებით;
  • 5 რეგიონში გაძლიერდა ადგილობრივი პარტნიორების შესაძლებლობები (ფერმერები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რესურს–ცენტრები, საზოგადოებრივი ინსტიტუტები, მოსახლეობა) შეთავაზებული ტექნოლოგიების სწორად დამონტაჟების, გამოყენებისა და მონიტორინგის  კუთხით;
  • მომზადდა ნიადაგი  5 რეგიონში   სოფლად მაცხოვრებელი   ოჯახების, მცირე და საშუალო მეწამეებისათვის  10,000 ერთეული მზის  წყალგამაცხელებელი -კლექტორისა და 10 000 ენერგო ეფეეფექტური ღუმელის დასამონტაჟებლად  ადვილად ხელმისაწვდომი ინვესტიციებისა და უპროცენტო განვადებების   გამოყენებით;
  • მომზადდა პროექტი ბიომასის ეფექტიანი გამოყენება,  გენდერულად  მგრძნონიარე, სამართლიანი, კლიმატურად უსაფრთხო და მდგრადი სასოფლო განვითარებისათვის.
პუბლიკაციები:
  • “სამშენებლო მითითებები მზით წყლის გამათბობლებისათვის“ ;
  • ლიფლეტი: „ეროვნულად მისაღები შერბილების ქმედებები (ემშქ) – NAMA”;
  • „ენერგოეფექტური ღუმელები – მშენებლობა“ გზამკვლევი;
  • ლიფლეტი – გლობალური დათბობით გამოწვეული კლიმატის ცვლილება 2015
  • ჩვენი ორგანიზაციის პერიოდულ ბიულეტენში “გარემო და საზოგადოება” დაიბეჭდა ინფორმაცია NAMA და პროექტის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგო–ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა

პროექტი: საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგო–ეფექტური  ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა
დონორი ორგანიზაცია: ებერტის ფონდის წარმომადგენლობა საქართველოში
განხორციელების დრო: 2012 წელი
პროექტის მიზანი:
 საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებისა  და ენერგო–ეფექტური ტექნოლოგიების დანერგვისათვის ხელშეწყობა არასამთავრობო სექტორის ინიციატივების კონსოლიდირების, სამართლებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და სამთავრობო სტრუქტურებისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით.
პროექტის ამოცანები:
  • ქვეყნის არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენელთა ძალისხმევის კონცენტრირებისა და კონსოლიდირების ხელშეწყობა საკანონმდებლო და სამთავრობო სტრუქტურების, საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების  ლობირების მიზნით;
  • ქვეყანაში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის საკითხების საკანონმდებლო მხარდაჭერის ხელშეწყობა;
  • აღდგენადი ენერგიებისა და ენერგოეფეტურობის პოტენციალის საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერების ამაღლება და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობაზე ხელშეწყობა.
პროექტის შედეგები:
  • მოხდა იდენტიფიცირებული და დაზუსტებულია ენერგეტიკის საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების მონაცემთა ბაზა;
  • მოხდა არასამთავრობო სექტორის კონსოლიდაცია აღდგენადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებთან და კავშირებით და გაღრმავდა მათ შორის თანამშრომლობა;
  • გაიზარდა სამთავრობო და საკანონმდებლო სტრუქტურების წარმო მადგენელთა ინფორმი რების დონე აღდგენადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით და მომზადდა საინფორმაციო საფუძველი ამ საკითხების სახელმწიფო პრიორიტეტებში  დანერგვისათვის;
  • მომზადდა რეკომენდაციები საქართველოში აღდგენადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით პროტექციონისტული საკანონმდებლო ბაზის ლობირებისათვის;
  • ჩატარდა კონფერენცია, მიღებულ იქნა დეკლარაცია და საპროგრამო დოკუმენტი ქვეყანაში აღდგენადი ენერგიების გამოყენების და ენერგოეფექტურობის დანერგვასა და ფართოდ გავრცელებასთან დაკავშირებით. მასალები გადაეცა შესაბამის საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს და გავრცელდა ელექტრონული მედია საშუალებებით;
  • კონფერენციის დეკლარაციამ და საპროგრამო დოკუმენტმა შექმნა ერთიანი პლატფორმა არასამთავრობო სექტორის კოორდინირებული, ეფექტური და რეგულარული მოქმედებებისათვის, რითაც შეიქმნება ქსელური მუშაობის რეალური წინაპირობა.
  • გაზრდილია მოსახლეობის ფართო ფენების ინფორმირებულობა აღდგენადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის, შესაბამისი უახლოესი ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებთან დაკავშირებით.
მიღებული დეკლარაცია: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების პოზიციათა დეკლარაცია საქართველოში ენერგიის განახლებადი  წყაროების ეფექტურად გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის არსებული დონის მკვეთრად გაუმჯობესების აუცილებლობის  თაობაზე.

 

 

 

დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (1-ლი, მე-2 და მე-3 ფაზა)

პროექტი: დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (1-ლი, მე-2 და მე-3 ფაზა) http://www.cleanup.ge/?lang=geo&go=project
დონორი ორგანიზაცია: შვედეთის მთავრობა
განხორციელების დრო: 2010-2012, 2013-2014, 2015-2016
პარტნიორი ორგანიზაციები: 
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს ნარჩენების პრობლემის მოგვარებას მათი მართვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გზით, 3R სისტემების დანერგვითა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
(3R სისტემა ნიშნავს: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება ანუ გადამუშავება)
მოსალოდნელი შედეგები:
  • დაბინძურებული ტყერიტორიების ფართობების, ნარჩენების რაოდენობისა და კატეგორიის დადგენა;
  • ნარჩენების პრობლემის პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  • მოსახლეობის 50% ინფორმირება ნარჩენების პრობლემების შესახებ;
  • 112 პირის ტრეინინგი ნარჩენების მართვის საკითხებში;
  • მოსახლეობის მონაწილეობის გააქტიურება ნარჩენების მართვის მუნიციპალურ საქმიანობაში;
  • “დაასუფთავე მსოფლიო” კამპანიის დაწყება;
  • მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების შემცირება;
  • ვინაიდან გასაწმენდი მონაკვეთების უმრავლესობა მდებარეობს მდინარის ჭალებში, განხორციელებული საქმიანობა გამოიწვევს მდინარეთა დაბინძურების შემცირებასა და წყლის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას;
  • ბიო-აღდგენისა და გატყიანების შედეგად, დასუფთავებულ ტერიტორიებზე შემცირდება სათბური აირის ემისიები;
  • საქართველოში 10 %-ით შემცირდება მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების ფართობი;
  • მოსახლეობის მაქსიმალური მობილიზებისა და ინფორმირებულობის გზით, საზოგადოებაში გაჩნდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა (მინიმიზაცია) და გადამუშავების (სეპარაციის) მოთხოვნილება, რაც თავის მხრივ შექმნის ახალ ბიზნესის წამოწყების პერსპექტივებს;
  • ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ინფორმირებული იქნებიან ნარჩენების მართვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ;
  • ზოგიერთი კერძო კომპანია განახორციელებს ბიზნეს შემოთავაზებების დახვეწას;
  • ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ნარჩენების მართვის პრობლემების გადაწყვეტაში და სტიმული მიეცემათ საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ნარჩენების მართვის კუთხით.

 

საქართველოში “კლიმატის კვირეული 2009” ორგანიზება

პროექტი: საქართველოში “კლიმატის კვირეული 2009” ორგანიზება.
დონორი ორგანიზაციები:  საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა; გერმანიის გარემოს დაცვის, ბუნებრივი კონსევაციისა და ატომური უსაფრთხოების ფედერალური სამინისტრო;
პარტნიორი ორგანიზაციები:ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის – WECF-თან თანამშრომლობით.
შედეგი: ჩატარდა კონფერენცია”სამხრეთ კავკასიის არსამთავრობო ორგანიზაციათა შესაძლებლობების გაძლიერება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული შედეგების და მისი  შემარბილებელი ღონისძიებების შესახებ”.

საქართველოს სოფლის რეგიონებში ახალი, მდგრადი მეთოდების დანერგვა

პროექტი: საქართველოს სოფლის რეგიონებში ახალი, მდგრადი მეთოდების დანერგვა: სანიტარულ-პროფილაქტიკური პრობლემების გადაჭრის, უსაფრთხო სასმელი წყლისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე ხელშეწყობის მიზნით.
დონორი ორგანიზაციები: ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრო; “ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის”- WECF-ის მხარდაჭერით.
განხორციელების დრო: 2008-2010
პროექტის განხორციელების ადგილი:
სამეგრელოს რეგიონი:  აბაშის რაიონი სოფ. სეფიეთი; სენაკის რაიონი: სოფ. თეკლათი და ნოსირი;
იმერეთის რეგიონი:  ხონის რაიონი სოფ. მათხოჯი.
პროექტის მიზანი:
ადგილობრივი შეჭირვებული მოსახლეობის, კერძო სექტორის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მმართველი ორგანოებისა და სხვა ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება.
 პროექტის შედეგები:
სამიზნე სოფლებში:
  • 18 ოჯახისთვის აშენდა მშრალი ტიპის ეკო-ტუალეტები;
  • 18 ოჯახისათვის დამონტაჟდა მზის ენერგიით წყლის გათბობის მარტივი მოწყობილობები;
  • 18 ოჯახისათვის გაკეთდა მოხმარებული წყლის, ნიადაგის მარტივი ტიპის ფილტრები;
  • 11 ოჯახისათვის აგებულ იქნა ინდივიდუალური მოხმარების ჭები;
  • მათხოჯის დედათა მონასტერში აშენდა 10 მ3 ტევადობის ბიოგაზის დანადგარი, დამონტაჟდა 100 ლ-იანი მზის კოლექტორი და აშენდა 2 მშრალი ტიპის ეკო- ტუალეტი;
  • მომზადდა და დაიბეჭდა 2 საგაზეთო სტატია;
  • მომზადდა და გადაიცა 1 რადიო და II სატელევიზიო გადაცემა;
  • გამოიცა ბიულეტენი “გარემო და საზოგადოება” და სახელმძღვანელოები:
  1.  “ბიოგაზის დანადგარის აშენება და ექსპლუატაცია”;
  2. “მზის ენერგიით წყლის გათბობის მარტივი მოწყობილობები”;
  3.  “ინდივიდუალური ჭების მოხმარების ჰიგიენური წესები”.

“კომპოსტირების მეთოდის დანერგვა ქ.თბილისის პარკებში ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით”

პროექტი: კომპოსტირების მეთოდის დანერგვა ქ.თბილისის პარკებში ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით”.
დონორი ორგანიზაციები: საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს  MATRA-ს პროგარმა.
 განხორციელების დრო: 2008-2009.
პროექტის მიზანი: პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების მდგრადი მართვის ხეშეწყობას ქ.თბილისის პარკებში კომპოსტირების დანერგვის საშუალებით.
პროექტის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისის 5 დასვენებისა და გართობის პარკი.
პროექტის შედეგები: 
  1. დაიდგა 15 ხის კონსტრუქციის კომპოსტერი;
  2. პარკების ადმინისტრაციას გადაეცათ ფოთლების და ხის ტოტების დასაქუცმაცებელი ხელსაწყოები და დანადგარები;
  3. ადმინისტრაციასა და პერსონალს ჩაუტარდათ სემინარები კომპოსტირების საკითხებთან დაკავშირებით;
  1. მომზადდა და გავრცელდა პლაკატი, კალენდარი და ლიფლეტი კომპოსტირების საკითხებთან დაკავშირებით;
  2. გამოიცა სახელმძღვანელო “კომპოსტირება საოჯახო პირობებში“;
  3. გამოიცა ნარჩენების პრობლემისადმი მიძღვნილი ბიულეტენი“ გარემო და საზოგადოება“;
  4. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია როგორც პროექტის, ასევე ზოგადად კომპოსტირების მეთოდის შესახებ.
  5.  

დედოფლისწყაროში საბუნებისმეტყველო დისციპლინების მასწავლებლების შესაძლებლობათა გაძლიერება და მუდმივმოქმედი გარემოსდაცვითი წრეების ორგანიზება.

პროექტი: დედოფლისწყაროში საბუნებისმეტყველო დისციპლინების მასწავლებლების შესაძლებლობათა გაძლიერება და მუდმივმოქმედი გარემოსდაცვითი წრეების ორგანიზება.
დონორი ორგანიზაციები:  WECF-კავკასიის წარმომადგენლობისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით:
განხორციელების დრო: 2007 წელი.
პროექტის მიზანი: დედოფლისწყაროს რეგიონის მასწავლებლებისათვის გარემოსდაცვით საკითხებში სპეციალური ტრენინგების ორგანიზების გზით რეგიონის მოზარდი თაობის ეკოლოგიური ცნობიერების გაზრდა და მათი ჩართვა გარემოსდაცვით საქმიანობაში.
პროექტის ამოცანები:
– დედოფლისწყაროს სკოლებში მუდმივმოქმედი და აქტიური ეკოლოგიური წრეების ჩამოყალიბება;
– დედოფლისწყაროს რეგიონის მოზარდი თაობის ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით;
– დედოფლისწყაროს სკოლების საბუნებისმეტყველო დისციპლინათა მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერება;
– სპეციალური საგანმანათლებლო და მეთოდური ლიტერატურის მომზადება და გავრცელება.
შედეგები:
  • დედოფლისწყაროსა და მიმდებარე სოფლების სკოლების საბუნებისმეტყველო დისციპლინების მასწავლებელთათვის მომზადდა  ტრენინგის პროგრამა;
  • მომზადდა და დაიბეჭდა საგანმანათლებლო-მეთოდური პაკეტი, რომელმაც საფუძველი შეუქმნა რეგიონის სკოლებში ეკოლოგიური ბიბლიოთეკების ჩამოყალიბებას. იგი მოიცავს:
    – ბიომრავალფეროვნება და მისი დაცვა;
    – საქართველოს ტყეები;
    – გენმოდიფიცირეული ორგანიზმები და ბიოუსაფრთხოება;
    – ეროვნული პარკები და ნაკრძალები;
    – კლიმატის ცვლილება;
    – ენერგიის განახლებადი წყაროები;
    – წყალი და წყლის რესურსები;
    – ბიოლოგიური სოფლის მეურნეობა;
    – ნარჩენების მართვა.
  • მნიშვნელოვნად გაძლიერდა დედოფლისწყაროს რეგიონის მასწავლებელთა შესაძლებლობები გარემოსდაცვითი კლასგარეშე ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში;
  • ხელი შეეწყო დედოფლისწყაროს მოზარდების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართვას გარემოსდაცვით საქმიანობაში;
  • საგანმანათლებლო-მეთოდური პაკეტი და სატრენინგო კურსი გამოსადეგია სხვა რეგიონებში ანალოგიური ღონისძიებების განხორციელებისთვისაც.

სიმძლავრეების შექმნა და სტრატეგიის განვითარება საქართველოსთვის და ევროგაერთიანების გლობალური როლი მდგრადი განვითარების პროცესში.


სიმძლავრეების შექმნა და სტრატეგიის განვითარება საქართველოსათვის და ევროგაერთიანების გლობალური როლი მდგრადი განვითარების პროცესშიპროექტი:
სიმძლავრეების შექმნა და სტრატეგიის განვითარება საქართველოსთვის და ევროგაერთიანების გლობალური როლი მდგრადი განვითარების პროცესში.
დონორი ორგანიზაცია:  ბრიტანეთის საელჩო საქართველოში; ჰოლანდიის საელჩო საქართველოში; ევრაზიის ფონდი.
განხორციელების დრო: 2006
პროექტის მიზანი და ამოცანები:
  • საქართველოს, კავკასიის, აღმოსავლეთი და დასავლეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის არასამთავრობო ორგანიზაციების მოსამზადებელი, სტრატეგიული შეხვედრის მოწყობა გაეროს მდგრადი განვითარების კომისიის მე-14 სესიის წინ;
  • დიალოგი გაეროს მდგრადი განვითარების კომისიის მე-14 სესიის არჩეულ თავმჯდომარესთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრ ალექსი ალექსიშვილთან.
კონფერენციის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
პროექტის საქმიანობები და შედეგები: 
გაიმართა 3 დღიანი საერთაშორისო კონფერენცია: “შესაძლებლობათა გაძლიერება და სტრატეგიის განვითარება საქართველოსთვის, ევროკავშირის წამყვანი როლი გლობალური მდგრადი განვითარების პროცესში”;
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს, კავკასიის, ცენტრალური აზიის, ბალტიისპირეთის, რუსეთის, უკრაინის, მოლდოვასა და დასავლეთ ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციათა 55 წარმომადგენელმა და ექსპერტმა; საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საქართველოს მთავრობისა და პარლემენტის წარმომადგენლებმა.
გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციათა ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა, სადაც გაკეთდა თემატური მოხსენებები:
• ენერგეტიკა მდგრადი განვითარებისათვის;
• სამრეწველო (ინდუსტრიული) განვითარება;
• ატმოსფეროს დაბინძურება;
• კლიმატის ცვლილებები;
• გენდერი და ენერგეტიკა.
სამუშაო ჯგუფებში მომზადდა თემატური რეკომენდაციები და “თბილისის დეკლარაცია” მგკ –14 სესიის არჩეულ თავმჯდომარესთან წარსადგენად.
გაიმართა არსამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციათა გაერათიანებული შეხვედრა, სადაც წარდგენილ იქნა თემატური მოხსენებები და “თბილისის დეკლარაცია “;
კონფერენციაზე წარდგენილი მოხსენებების საფუძველზე მომზადდა და დაიბეჭდა პუბლიკაცია;
შეიქმნა ქსელი: CSD-NGO Network for the countries in Transition;
კონფერენციის თემატიკამ  დიდი ინტერესი გამოიწვია ადგილობრივ მედიაში, კონფრენციის შესახებ გაკეთდა რეპორტაჟები, მასალები და ინტერვიუები გადაიცა თბილისში მოქმედი ყველა ტელევიზიითა და სხვადასხვა რადიოკომპანიებით, დაიბეჭდა საგაზეთო სტატიები.

გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა სახეობების დაცვა-კონსერვაცია მდინარე ტეხურის აუზში

პროექტი: გადაშენების პირას მყოფი მცენარეთა სახეობების დაცვა-კონსერვაცია მდინარე ტეხურის აუზში.
დონორი ორგანიზაცია: უკრაინაში ნიდერლანდების საელჩო
განხორციელების დრო: 2004-2005
ლოკაცია: სამეგრელო, სენაკისა და მარტვილის რაიონები.
პროექტის მიზანი: საქართველოს იშვიათი და გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ მცენარეთა სახეობების აღწერა და მათ კონსერვაციაზე ხელშეწყობა.
განხორციელებული ღონისძიებები:
  • მოეწყო ექსპედიცია მდ. ტეხურის აუზის ბიომრავალფეროვნების შესწავლის მიზნით;
  • სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების მონაწილეობით ჩატარდა სემინარები ქ. სენაკსა და მარტვილში;
  • ჩატარდა ეკოგაკვეთილები სენაკისა და მარტვილის სკოლებში;
  • მომზადდა სიუჟეტები სამეგრელოს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფ მცენარეთა სახეობების შესახებ და გადაიცა რეგიონული ტელეკომპანიების მეშვეობით;
  • მომზადდა და საქართველოს რადიოს ეთერში გავიდა გადაცემა საქართველოს იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების შესახებ;
  • მოეწყო სემინარი ქ. თბილისში ექსპერტების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
პროექტის შედეგები:
  • ექსპედიციის შედეგად გამოვლინდ,ა რომ მდ. ტეხურის აუზში მცენარეთა 21 სახეობა საჭიროებს დაცვის განსაკუთრებულ ღონისძიებებს, ზოგიერთი მათგანი იშვიათია და გადაშენების საფრთხის წინაშე დგას;
  • შემუშავდა რეკომენდაციები ცენტრალური მთავრობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის;
  • მოხდა ამ რეკომენდაციების განხილვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში და დაევალათ შესაბამის სამსახურებს მისი შესრულება;
  • გამოიცა ბუკლეტი “მდ. ტეხურის აუზის ბიომრავალფეროვნება”, რომელიც გავრცელდა საზოგადოების სხვადასხვა სფეროებში.
გადასვლა ზემოთ