Category archive

ნარჩენების მართვა

მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში

in მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება/მიმდინარე/ნარჩენების მართვა/პროექტები by
პროექტი: მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
დონორი ორგანიზაციები:  გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი (SCO), ავსტრიის განვითარების სააგენტო(ADC).
განხორციელების დრო:  01.08.2016 – 01.06.2017
ლოკაციის ადგილი: ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები, ქალაქი ოზურგეთი.
პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:  
გურიის რეგიონში ნარჩენების მართვის 5 წლიანი მუნიციპალური გეგმების შემუშავებაზე ხელშეწყობა;
გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესება;
სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება;
საზოგადოების გააქტიურება და ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (1-ლი, მე-2 და მე-3 ფაზა)

in მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება/მიმდინარე/ნარჩენების მართვა/პროექტები by
პროექტი: დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (1-ლი, მე-2 და მე-3 ფაზა) http://www.cleanup.ge/?lang=geo&go=project
დონორი ორგანიზაცია: შვედეთის მთავრობა
განხორციელების დრო: 2010-2012, 2013-2014, 2015-2016
პარტნიორი ორგანიზაციები: 
პროექტის მიზანი: ხელი შეუწყოს ნარჩენების პრობლემის მოგვარებას მათი მართვისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების გზით, 3R სისტემების დანერგვითა და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
(3R სისტემა ნიშნავს: Reduce – შემცირება; Reuse – ხელახალი გამოყენება; Recycle – რეციკლირება ანუ გადამუშავება)
მოსალოდნელი შედეგები:
  • დაბინძურებული ტყერიტორიების ფართობების, ნარჩენების რაოდენობისა და კატეგორიის დადგენა;
  • ნარჩენების პრობლემის პოპულარიზაცია საზოგადოებაში;
  • საზოგადოების ცნობიერების ამაღლება;
  • მოსახლეობის 50% ინფორმირება ნარჩენების პრობლემების შესახებ;
  • 112 პირის ტრეინინგი ნარჩენების მართვის საკითხებში;
  • მოსახლეობის მონაწილეობის გააქტიურება ნარჩენების მართვის მუნიციპალურ საქმიანობაში;
  • “დაასუფთავე მსოფლიო” კამპანიის დაწყება;
  • მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების შემცირება;
  • ვინაიდან გასაწმენდი მონაკვეთების უმრავლესობა მდებარეობს მდინარის ჭალებში, განხორციელებული საქმიანობა გამოიწვევს მდინარეთა დაბინძურების შემცირებასა და წყლის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას;
  • ბიო-აღდგენისა და გატყიანების შედეგად, დასუფთავებულ ტერიტორიებზე შემცირდება სათბური აირის ემისიები;
  • საქართველოში 10 %-ით შემცირდება მყარი ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიების ფართობი;
  • მოსახლეობის მაქსიმალური მობილიზებისა და ინფორმირებულობის გზით, საზოგადოებაში გაჩნდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა (მინიმიზაცია) და გადამუშავების (სეპარაციის) მოთხოვნილება, რაც თავის მხრივ შექმნის ახალ ბიზნესის წამოწყების პერსპექტივებს;
  • ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები ინფორმირებული იქნებიან ნარჩენების მართვის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ;
  • ზოგიერთი კერძო კომპანია განახორციელებს ბიზნეს შემოთავაზებების დახვეწას;
  • ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთვებიან ნარჩენების მართვის პრობლემების გადაწყვეტაში და სტიმული მიეცემათ საკუთარი ბიზნესის გასაფართოებლად ნარჩენების მართვის კუთხით.

 

“კომპოსტირების მეთოდის დანერგვა ქ.თბილისის პარკებში ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით”

in განხორციელებული/მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება/ნარჩენების მართვა/პროექტები by
პროექტი: კომპოსტირების მეთოდის დანერგვა ქ.თბილისის პარკებში ნარჩენების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით”.
დონორი ორგანიზაციები: საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს  MATRA-ს პროგარმა.
 განხორციელების დრო: 2008-2009.
პროექტის მიზანი: პროექტი ითვალისწინებს ნარჩენების მდგრადი მართვის ხეშეწყობას ქ.თბილისის პარკებში კომპოსტირების დანერგვის საშუალებით.
პროექტის განხორციელების ადგილი: ქ. თბილისის 5 დასვენებისა და გართობის პარკი.
პროექტის შედეგები: 
  1. დაიდგა 15 ხის კონსტრუქციის კომპოსტერი;
  2. პარკების ადმინისტრაციას გადაეცათ ფოთლების და ხის ტოტების დასაქუცმაცებელი ხელსაწყოები და დანადგარები;
  3. ადმინისტრაციასა და პერსონალს ჩაუტარდათ სემინარები კომპოსტირების საკითხებთან დაკავშირებით;
  1. მომზადდა და გავრცელდა პლაკატი, კალენდარი და ლიფლეტი კომპოსტირების საკითხებთან დაკავშირებით;
  2. გამოიცა სახელმძღვანელო “კომპოსტირება საოჯახო პირობებში“;
  3. გამოიცა ნარჩენების პრობლემისადმი მიძღვნილი ბიულეტენი“ გარემო და საზოგადოება“;
  4. სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია როგორც პროექტის, ასევე ზოგადად კომპოსტირების მეთოდის შესახებ.
  5.  

დაასუფთავე მტკვრის სანაპირო

in განხორციელებული/მტკნარი წყლის, ჭაობებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაცვა/ნარჩენების მართვა/პროექტები by
კამპანია: დაასუფთავე მტკვრის სანაპირო
დონორი ორგანიზაცია: გაეროს განვითარების პროგრამა.
განხორციელების დრო: 2002 წ.
 
პროქტი ითვალისწინებდა  მტკვრის გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებისადმი ხელშეწყობას.

მაკულატურის მომგროვებელი ქსელის დაარსება ქ. თბილისში

in განხორციელებული/მდგრადი განვითარება, განათლება მდგრადი განვითარებისათვის და ეკოგანათლება/ნარჩენების მართვა/პროექტები by
პროექტი: მაკულატურის მომგროვებელი ქსელის დაარსება ქ. თბილისში 
დონორი ორგანიზაცია:  გერმანიის საელჩო საქართველოში;
განხორციელების დრო: 2002 წელი
პროექტის მიზანები და ამოცანები: პროექტი ითვალისწინებდა თბილისში მაკულატურის მიმღები პუნქტისა და შემგროვებელი სამსახურის დაარსებასა და ფუნქციონირებას საცდელი პერიოდის განმავლობაში; შესაძლებლობათა და წინააღმდეგობათა შესწავლასა და რისკის ფაქტორის შეფასებას საქმიანობის გასაგრძელებლად.
განხორციელებული საქმიანობები :
1. დაარსდა მაკულატურის მიმღები პუნქტი; 
2. წვრილი მომხმარებლებისგან (მოსახლეობა, ოფისები) აეწყო მაკულატურის მოგროვების ქსელი; 
3. მსხვილ მიმწოდებლებს (ორგანიზაციები, ფირმები) გაუკეთდათ ინფორმირება მაკულატურის ჩამბარებული ქსელისა და მაკულატურის გადამამუშავებელი საწარმოების შესახებ თბილისსა და რეგიონებში;
4. გაკეთდა ფართო სარეკლამო კამპანია (გამოიცა ბროშურები, გაკეთდა რადიო გადაცემები).
პროექტის შედეგები:
1. თბილისში შეიქმნა მაკულატურის შემგროვებლი ქსელის დაარსების პრეცედენტი.
2. თბილისის ქაღალდის გადამამუშავებელ ქარხნასა და მცირე წარმადობის ქაღალდის საამქროს გაეზარდათ წარმადობა და რენტაბელობა.
3. შემცირდა ნაგვის რაოდენობა ქალაქის ნაგავსაყრელებზე.
4. ამაღლდა საზოგადოების  ცნობიერება ნარჩენების მეორად გადამუშავებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვაში.
გადასვლა ზემოთ