Category archive

სიახლეები

ახმეტაში ბიომასის მწარმოებელი საწარმო გაიხსნა

in სიახლეები by

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატაანში, შეიქმნა პირველი ბიომასის მწარმოებელი საწარმო, სადაც იწარმოება RUF სტანდარტის საწვავი ბრიკეტები. ბრიკრეტები მიღება  მშრალად, ხე ტყის ნარჩენებსა და ნახერხზე მაღალი წნევის ზემოქმედებით რაიმე დამატებითი შემკვრელის გარეშე. ბრიკეტები გამიზნულია რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო დაწესებულებებისა და კერძო მომხმარებლების საწვავით უზრუნველყოფისათვის.

 

საწარმოს დაფუძნების ღონისძიებები განხორციელდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა საქართველოში“- პროექტის ფარგლებში.

 

საწარმოს შექმნა ხელს შეუწყობს ნარჩენი ბიომასის გადამუშავებით ალტერნატიული საწვავი რესურსის დანერგვას და ბუნებრივ ტყეებზე ზეწოლის შემცირებას. ბიომასის საწვავის მდგარად წარმოებას და გამოყენებას  საქართველოში, დაინტერესებული ჯგუფების მოტივაციის გაზრდას ბიომასის საწვავის საწარმოების ახალი პროექტების შემუშავებისათვის, ბიომასის საწვავის პოპულარიზაციას.

 

საქართველოში გავრცელებული ტყის კაფვის დამკვიდრებული პრაქტიკით, მერქნისა და შეშის მოპოვების შემდგომ, 30 სმ დიამეტრზე მცირე ხის ტოტები და მორები რჩება ტყეში. რის გამოც, ხშირად იხერგება ტყის მისასვლელი გზები, მიტოვებულ ტოტებსა და ტყის ნარჩენებზე კი აქტიურდება მცენარეთა დაავადებები და პარაზიტები, რაც შემდგომში დიდი ზიანს აყენებს ტყეების.  ბიომასის საწვავი ბრიკეტების წარმოებისათვის, კი რეკომენდირებულია სწორედ, 8-30 სმ სისქის ხის ტოტები და ნარჩენები, რომლის გამოყენებაც დღეს უკვე შესაძლებელია, როგორც საწარმოო ნედლეული ბიომასის ბრიკეტების წარმოებისათვის.

 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს თანათავმჯდომარის  ქ-ნ რუსუდან სიმონიძის განაცხადებით „აღნიშნული საწარმოს წარმატებული ფუნქციონირება ხელს შეუწყობს კახეთში მცხოვრები ოჯახების გათბობის ხარჯების დაზოგვას, ხეების საშეშე მასალად გამოყენების შემცირებას და ტყეებში ფიტოსანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის“.

 

გარდა ბიომასის ბრიკეტების მწარმოებელი საწარმოს დაფუძნებისა, პროექტის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ ასევე შეიძინა ენერგოეფექტური ღუმელები, რომელიც გადაეცა ახმეტის მუნიციპალიტეტს. აღნიშნული ენერგოეფექტური ღუმელები იმუშავებს RUF სტანდარტის საწვავ ბრიკეტებზე და უზრუნველყოფს საბავშვო ბაღის გათბობას 2017 წლიდან.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა მომავალშიც გეგმავს მსგავსი პროექტების განხორციელებაში საკუთარი წვლილის შეტანას, რითაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოჭრილი ხეების რაოდენობის შემცირებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტი განხორციელდა  გაეროს განვითარების პროექტის  (UNDP)  „ბიომასის წარმოებისა და გამოყენების ხელშეწყობა“ საქართველოში ფარგლებში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან (GIZ) თანამშრომლობით.

პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ შემაჯამებელი შეხვედრა

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ სამეგრელოს რეგიონში 2015-2016 წწ. განხორციელდა პროექტი „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“. პროექტი წარმოადგენდა 2012–2013 წლებში განხორციელებული საპილოტე პროგრამის გაგრძელებას, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონში სამეცნიერო–კვლევითი სამუშაოების ჩატარების გზით ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და სენსიტიური უბნების იდენტიფიცირებას.

მიმდინარე წლის სექტემბერში  (18-20) დასრულდა აღნიშნული პროექტის ორწლიანი სამუშაო პერიოდი და მის ფარგლებში ზუდგიდის მუნიციპალიტეტში შედგა შემაჯამებელი შეხვედრა. რომელშიც მონაწილეობა მიიღეს რეგიონში პროექტის ფარგლებში შერჩეულმა კოორდინატორებმა და პროექტის დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ექსპერტებმა.

შეხვედრაზე პროექტის კოორტინატორის მიერ გაკეთდა მოხსენება ჩატარებულ საქმიანობებებზე და პროექტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. პროექტის ესპერტების მიერ გაკეთდა მოხსენებები მათ მიერ შესულებული სამიანობების შესახებ

პროექტი ითვალისწინებდა სამეგრელოს 7 რაიონის 21 სამიზნე თემში მაღალკონსერვაციული ჰაბიტატების კონსერვაციაზე ხელშეწყობას, ადგილობრივი სამიზნე თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრაქტიკის დანერგვითა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაუმჯობესებას. პროექტის ფარგლებში ჩატარდა კომპლექსური აქტივობები, მათ შორის გამწვანებისა და დასუფთავების აქციები, დეგრადირებული ტყეების ფრაგმენტებისა და ქარსაცავი ზოლების აღდგენითი სამუშაოები, ალტერნატიული, ეკოლოგიურად გამართლებული აღდგენადი ენერგო–ტექნოლოგიების დემონსტრირება, სამეცნიერო–კვლევითი და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, სასკოლო ოლიმპიადები, მოეწყო ეკო-ბანაკი მოსწავლეებისათვის და ა.შ.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის  ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთის მოსახლეობასთან

in სიახლეები by

17 აგვისტოს, 2017 წ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს სამტრედიის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქრთველო ფაზა III” ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა სოფელ იანეთის მოსახლეობასთან პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს რეგიონებში და სოფლებში ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების ხელშეწყობას და ადგილობრივი მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ჩატარებას.

შეკრებილ მოსახლეობას ადგილობრივი კორდინატორის მიერ მიეწოდა ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გარემოში ნარჩენების უსისტემოდ განთავსებით. საუბარი იყო ევროპის წამყვანი ქვეყნების მაგალითებზე, სადაც აღნიშნული პრობლება უკვე მოგარებულია და რომ მის მოგვარებაში აქტიურად იყო ჩართული რიგითი მოქალაქეები.

შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირდა ის პრობლემები რაც ადგილობრივებს აწუხებს. ითქვა რომ, სოფლის ამბულატორიას სამედიცინო ნარჩენების გატანაზე ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს „ეკო მედიკალ ჯგუფი“-სთან, მაგრამ ეს უკანასკნელი არ ახორციელებს მომსახურეობას; სოფელ იანეთის მესამე უბანში, სოფელ ეწერის მხარეს არსებობს არალეგალური ნაგავსაყრელი, რომელიც გაუსაძლის პირობებს უქმნის მიმდებარედ მცხოვრებლებს; სოფლის ტერიტორიაზე მდ. გუბისწყლის მიდამოებში ხორციელდება ქვიშა-ხრეშის მოპოვება, რაც ანადგურებს საძოვრებს და ზიანს აყენებს მოსახლეობის სავარგულებს. შეხვედრას ესწრებოდა 14 ადგილობრივი მაცხოვრებელი.

პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“,  ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში

in სიახლეები by

17 აგვისტოს 2017წ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს წყალტუბოს რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქრთველო ფაზა III” ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა სოფელ გუმბარას მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტში არსებულ ნარჩენების მართვის პროებლემებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ადგილობრივმა კოორდინატორმა შეკრებილ საზოაგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში არსებულ პრობლემებზე, მუნიციპალიტეტების ვალდებულებებზე და მსოფლიო გამოცდილებაზე ნარჩენების მართვის კუთხით.

მოსახლეობის მხრიდან აღინიშნა, რომ სოფლად ჯერ კიდევ მოუგვარებელია აღნიშნული საკითხი და ისინი მზად არიან აქტიურად ჩაერთონ ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც ქვეყანაში  და მათ მუნიციპალიტეტში განხორციელდება. შეხვედრამ საზოგადოებაში საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 18 ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს მოსახლეობასთან (19.08.2017)

in სიახლეები by

19 აგვისტოს 2017წ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს წყალტუბოს რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქრთველო ფაზა III” ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა სოფელ  წყალტუბოს მოსახლეობასთან პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს რეგიონებში და სოფლებში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული  პრობლემების მოგვარებაზე ხელშეწყობას და ადგილობრივი მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ჩატარებას.

შეკრებილ მოსახლეობას ადგილობრივი კორდინატორის მიერ მიეწოდა ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გარემოში ნარჩენების უსისტემოდ განთავსებით. საუბარი იყო ევროპის წამყვანი ქვეყნების მაგალითებზე, სადაც აღნიშნული პრობლება უკვე მოგარებულია.

შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირდა ის პრობლემები რაც ადგილობრივებს აწუხებს. ითქვა რომ, სოფლად  ნარჩენების პრობლემები ჯერ ჯიდევ არსებობს და ხშირად ნარჩენები იყრება უსისტემოდ გარემოში. გამოითქვა მზაობა აქტიურად ჩაერთონ ყველა  იმ ღონისძიებაში, რაც მიმართული იქნება ნარჩენების პრობლემის მოგვარებაზე. შეხვედრას ესწრებოდა 19  ადგილობრივი მაცხოვრებელი.

პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“,  ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

შეხვედრა სოფელ დიდი ჯიხაიშის მოსახლეობასთან

in Uncategorized/სიახლეები by

 

 

15 აგვისტოს 2017, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს სამტრედიის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქრთველო ფაზა III” ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა სოფელ დიდი ჯიხაიშის ნარჩენების მართვის პროებლემებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ადგილობრივმა კოორდინატორმა შეკრებილ საზოაგადოებას მიაწოდა ინფორმაცია ნარჩენების მართვის კუთხით საქართველოში არსებულ პრობლემებზე, მუნიციპალიტეტების ვალდებულებებზე და მსოფლიო გამოცდილებაზე ნარჩენების მართვის კუთხით.

შეხვედრამ მოსახლეობაში დიდი დაინტერესება გამოიწვია, აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის წარმოებას და ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ორგანიზებას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 13 ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“, ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

საქართველოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვაში ადგილობრივი თემების მონაწილეობის შეფასება და ამ საქმეში მათი უფლებებისა და როლის ამაღლების ხელშეწყობა

in სიახლეები by

2016-2017 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციები „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ და ასოციაცია „ძელქვა“, გლობალური სატყეო კოალიციის დაფინანსების ჩარჩოებში ახორციელებს პროექტს  „საქართველოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვაში ადგილობრივი თემების მონაწილეობის შეფასება და ამ საქმეში მათი უფლებებისა და როლის ამაღლების ხელშეწყობა“.

Global Forest Coalition (GFC) შეიქმნა 2000 წელს 19 არასამთავრობო, მკვიდრი მოსახლეობისა და ადგილობრივი თემების ორგანიზაციების მიერ. კოალიციის საქმიანობაში, მრავალ მიმართულებას შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტყის სამუშაო ჯგუფს.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ დედამიწის ლოკალური ტერიტორიების, ლანშაფტებისა და განსაკუთრებული უბნების დაცვის მრავალფეროვან ორგანიზაციულ და ფუნქციურ სისტემებს შორის  მეტად ეფექტური აღმოჩნდა  ადგილობრივი მოსახლეობისა და თემების მიერ თვითორგანიზებული დაცვის სისტემა ICCAs (Indigenous and community conserved areas).

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოვლინდა ტყის უბნები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იცავს და არსებული მასშტაბებიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა ICCAs მსოფლიო კონსორციუმის შექმნა, რომელიც წარმატებით და მეტად ეფექტურად ფუნქციონირებს.

ეს სისტემა განსაკუთრებით წარმატებით ფუნქციონრებს დაბალი და ნაკლებად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ასეთ შემთხვევებში, დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობის ქმედებები ეყრდნობა ტრადიციებს, წინა თაობების გამოცდილებასა და მიდგომებს.

ცნობილია, რომ ტყის უბნების დაცვის სტრანდარტული მიდგომები, სტრუქტურული და ორგანიზაციული ასპექტები, გარკვეულ კონფლიქტურ სიტაციებს წარმოქმნის მენეჯმენტსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. თვით თემების მიერ ტერიტორიების დაცვის შემთხვევაში კი ეს სიტუაცია არ არსებობს და შედეგად ადგილობრივი თემების მიერ ტერტორიების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად აღემატება სახელმწიფოს მიერ სატყო უბნების დაცვის ხარისხს.

ჩვენი პროექტი  სწორედ ასეთი სიტუაციების შეფასებას ეხება და შედეგებიც მეტად საინტერსო და იმედისმომცემი მივიღეთ.

მოკლე პერიოდში გამოვავლინეთ ადგილობრივი მოსახლეობისა და თემების მიერ მიმდებარე ტყეების დაცვისა და შენარჩუნების მრავალი ფაქტი (შეგნებულად არ ვასახელებთ, რათა ბრაკონიერებსა და არაკეთილსინდისიერ ბუნების დამცველებს არ ვუბიძგოთ დაცული ტყეების გაჩეხვისაკენ).

ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და პროექტის დასრულების შემდეგაც ვაპირებთ აქტიური კონტაქტების შევინარჩუნოთ შიდა ქართლისა და იმერეთის 3 თემთან, ვეხმარებით მათ გაძლიერებასა და დასახული მიზნების შესრულებაში, მოვიპოვებთ მათთვის ინფორმაციას და ვლობირებთ მუნიციპალიტეტის თუ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე. ადგილობრივი თემებისათვის ნაყოფიერი გამოდგა პროფესიონალების დახმარება, რომლებსაც დავაკავშირეთ მათივე თხოვნის  საფუძველზე.

ადგილობრივ თემებთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა მკაცრად ორიენტირებულია ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერაზე და კატეგორიულად გამოვრიცხავთ ჩვენი აზრების მათთვის კარნახს თუ თავსმოხვევას.

ივნისის თვეში ჩატარდა ეროვნული კონფერენცია, სადაც თემების წარმომადგენლებმა იმსჯელეს მიმდებარე ტყეების მდგომარეობაზე, მათ შენარჩუნებაზე, ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და პოზიციები, დასახეს სამომავლო ამოცანები. გადაწვიტეს, რომ ისინი გააერთიანებენ ძალისხმევას.

ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით, ადგილობრივი თემები ფიქრობენ საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაზე, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ბუნებრივი გაზისა და სხვა ენერგეტიკული რესურსებით შეშის ჩანაცვლება.

ამ ამოცანის გადაჭრელად მათ მიზნად დაისახეს თავიან სოფლებში ბიომეურნეობების ხელშეწყობა და გაძლიერება. ამ იდეის რეალიზაციაში დახმარების მიზნით, ჩვენს მიერ ორგანიზებული იქნა თემების წარმომადგენელთა სტუმრობა და გამოცდილების გაზიარება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში ბიომეურნე ბატონ ოთარ ფოცხვერაშვილთან. ერთობლივად ვიმსჯელეთ სხვა საკითხებზეც.

შევადგინეთ დროში გაწერილი მოქმედებათა გეგმა და გაერთიანებული ძალებით ვახორციელებთ მას.

სემინარი სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ ფარგლებში, ქ. ზუგდიდში სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის ჩატარდა სემინარი.

სემინარზე ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ, როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, ასევე ბიომრავლფეროვნების, დაცული ტერიტორიების, ნარჩენების მართვის, მდგრადი ენერგეტიკისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს.

პროექტი ხორციელდება სამეგრელოს 7 მუნიციპალიტეტის 21 სამიზნე თემში და მისი მიზანია მაღალკონსერვაციული ჰაბიტატების კონსერვაციაზე ხელშეწყობა, ადგილობრივი სამიზნე თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესება ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების პრაქტიკის დანერგვით, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. ამ ეტაპისათვის პროექტის ფარგლებში განხორციელდა არაერთი აქტივობა. მათ შორის, ჩატარდა სამიზნე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისათვის, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმათველობის რესურსცენტრების წარმომადგენლებისათვის, სკოლების პედაგოგებისათვის და მოსწავლეებისათვის, ასევე მოსახლეობისათვის საგანმანათლებლო შინაარსის სემინარები და შეხვედრები. საჯარო სკოლებში შეიქმნა საკონსერვაციო ბაღები, რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეირჩა და გაშენდა ქარსაცავი ზოლები, მოხდა რეგიონში შერჩეული დეგრადირებული ტყის აღდგენაზე ხელშეწყობა, საძოვრების მდგრადი მართვის მიზნით დაინერგა  ნაკვეთმონაცვლეობითი ძოვების მოდელი და პირველად ამოქმედდა „ელექტრომწყემსის“ მოწყობილობა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. ჩატარდა სამეცნიერო ექსპედიციები, მოეწყო სასკოლო ოლიმპიადები, კონფერენციები და  ეკო-ბანაკი მოსწავლეებისათვის და ა.შ.

მედია სემინარი საინტერესოდ წარიმართა. მონაწილეებს საშუალება ქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ სემინარის მიმდინარეობაში და დაესვათ მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვები. ჟურნალისტების მხრიდან აღინიშნა, რომ შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და ინფორმაციული, რადგან საშუალება ქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე. პასუხი გაეცა ყველა იმ შეკითხვას, რომელიც მათი მხრიდან დაისვა.

სემინარი სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისთვის ჩატარდა პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედმიწის მეგობრები-საქართველო, შვეიცარული ორგანიზაცია Pro-Natura, დედამიწის მეგობრები შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით.

ეკო-ბანაკი სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ ფარგლებში სამეგრელოს რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის მოეწყო ეკო-ბანაკი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ლუგელას ხეობაში.

ეკო-ბანაკში მონაწილეობა მიიღეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული სასკოლო კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საუკეთესო თემები ბიომრავალფეროვნებაზე და სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.
ეკო-ბანაკის მონაწილე მოსწავლეებმა სპეციალისტებისგან მოისმინეს ინფორმაცია სამეგრელოს ბიომრავალფეროვნების, ტყეების მდგრადი მართვისა და საველე პირობებში საჭირო უნარ- ჩვევების შესახებ. დალაშქრეს ლუგელას ხეობა, ჩატარდა საველე გაკვეთილები. ბანაკის დახურვის დღეს ბავშვებს გადაეცათ სერტიფიკატები ეკობანაკში აქტიური მონაწილეობისათვის.

ეკო-ბანაკი ჩატარდა პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ ფარგლებში, შვეიცარული ორგანიზაცია Pro-Natura, დედამიწის მეგობრები შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით.

დასუფთავების აქცია ბოლნისში

in სიახლეები by

16 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა მორიგი დასუფთავების აქცია. ამჯერად აქციის ფარგლებში დასუფთავდა სოფლების ნახიდური და მუხრანის ცენტრალური უბნები. აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა და გამგეობის თანამშრომლებმა.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა 3 ჰა ფართობი, შეგროვდა 8 მ3 მოცულობის ნარჩენი მონაწილეობა მიიღო 30-მდე მოხალისემ.

დასუფთავების აქცია ბოლნისში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

გადასვლა ზემოთ