Category archive

სიახლეები - page 26

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა და ექსპერტთა პოზიციის დეკლარაცია საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვისა და რეგულირების საკითხებზე

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქიმიური ნივთიერებების წარმოების მოცულობისა და ამ სფეროში ვაჭრობის სწრაფმა ზრდამ და საშიში ქიმიური ნივთიერებების, მ.შ. პესტიციდების გამოყენებასთან დაკავშირებულმა შესაძლო რისკმა, მსოფლიო საზოგადოებისა და ოფიციალური წრეების შეშფოთება გამოიწვია.
ამ მხრივ, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა იმ ქვეყნებში, სადაც არ არის შექმნილი ამ ნივთიერებების იმპორტსა და გამოყენებაზე მონიტორინგის განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურა.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო წარმოადგენს ამ საკითხების მარეგულირებელი არაერთი კონვენციისა და საერთაშორისო შეთანხმების ხელმომწერ მხარეს, ამ დეკლარაციაზე ხელმომწერნი ვთვლით, რომ ამ მიმართებით საქართველოში არსებული მდგომარეობა საგანგაშოა, რის გამოც:
შეშფოთებულნი ვართ საშიში, საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ქიმიური ნივთიერებების საქართველოში ოფიციალური გზებით იმპორტირების არაერთი ფაქტის გამო;
შეშფოთებულნი ვართ საეჭვო წარმომავლობის, შემადგენლობისა და გამოუცდელი საშიში ქიმიური ნივთიერებებით (პესტიციდებით) საქართველოს ბაზრის გაჯერების ფაქტის გამო;
მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში მოიშალა და ახალით არ ჩანაცვლებულა სასოფლო–სამეურნეო, საყოფაცხოვრებო, კოსმეტიკური, სამრეწველო და სხვა დანიშნულების, აგრეთვე სამშენებლო მასალებში გამოყენებული საშიში ქიმიური ნივთიერებების რეგულირებისა და მონიტორინგის საკანონმდებლო ნორმები, ინსტიტუციონალური და კადრების მომზადების სისტემები,
შევახსენებეთ საქართველოს მთავრობას, რომ საერთაშორისო კოვნენციებისა და შეთანხმებების მხარე saxelmwifoebi pasuxismgebelni arian saerTaSoriso movaleobebis Sesrulebaze da pasuxs ageben saerTaSoriso samarTlis Sesabamisad adamianis janmrTelobis dacvaსთან, garemos dacvasa da konservaciaსთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო;
darwmunebulni ვართ, rom საქართველოს saxelmwifom unda uzrunvelyoს საშიში ქიმიური და სხვა შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერებების რეგულირების სფეროში საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე აღებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება;
ვიშველიებთ ra, საერთაშიროსო კონვენციებით აღიარებულ პრინციპს, რომ yvela saxelmwifos aqvs suverenuli ufleba akrZalos saxifaTo da sxva narCenebis Setana an ganTavseba Tavis teritoriaze, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, კატეგორიულად აკრძალონ სხვადასხვა კონვენციის მიხედვით აკრძალულად მიჩნეული ქიმიური ნივთიერებებისა და ნარჩენების იმპორტი, რეექსპორტი და დააწესონ მკაცრი რეგლამენტი პოტენციურად ამ საფრთხის შემცველი სხვა ნივთიერებების იმპორტირებასა და მოხმარებაზე.
მივმართავთ მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ზეგავლენა მოახდინონ საქართველოს მთავრობაზე საშიში ქიმიური ნივთიერებების რეგულირების სფეროში არსებული გულგრილობის დაძლევის მისაღწევად და ამავე დროს, აღმოუჩინონ მას ფინანსური, მატერიალური და ინტელექტუალური მხარდაჭერა არსებული მდგომარეობის უმოკლეს პერიოდში რადიკალურად გამოსწორების მიზნით; მიზანშეწონილად მიგვაჩნია გარემოსდაცვითი მცირენარჩენიანი ტექნოლოგიების, რეციკლირების საშუალებების, ბიომეურნეობებისა და მართვის სისტემების განვითარებისა და მათი დანერგვის საკანონმდებლო და ეკონომიკური ხელშეწყობა;
ვacnobierebთ ra, საშიში ქიმიური ნივთიერებებისა da სახიფათო ნარჩენების საზღვარგადამკვეთი გადაზიდვის, აგრეთვე მათი უკონტროლო და საფრთხის გაცნობიერების გარეშე მოხმარების შედეგად ადამიანის ჯანმთელობისა და გარემოსათვის მზარდ საფრთხეს, საქართველოს მთავრობას მივმართავთ შემდეგი რეკომენდაციებით:

• შექმნას საშიში ქიმიური ნივთიერბების რეგულირების ახალი, ევროპის კანონმდებლობასთან ჰარმონიზებული საკანონმდებლო ბაზა და ამ საკანონმდებლო ნორმების რელურად ამოქმედების მექანიზმები;
• ინტერესთა კონფლიქტის სრული გამორიცხვის გათვალისწინებით, მკვეთრად გამიჯნოს უფლებები და ვალდებულებები იმ სახელმწიფო სტრუქტურებს შორის, რომლებსაც მინიჭებული ექნებათ საშიში ქიმიური ნივთიერებების რეგულირების ფუნქციები;
• დახვეწოს და ზედმიწევნით აქტიური გახადოს ქვეყანაში იმპორტირებას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ტესტირების, გამოცდის, რეგისტრირებისა და მონიტორინგის მოქნილი სისტემის როგორც საკანონმდებლო, ასევე ინსტიტუციონალური ბაზა, ამოქმედდეს პრინციპი –„დამბინძურებელი იხდის“;
• მიღწეულ იქნას უფლაბამოსილი სახელმწიფო მარეგულირებელი სტრუქტურების კოორდინირებული საქმიანობა და გამოირიცხოს ყოველგვარი უწყებრივი ინტერესი;
• გადაუდებლად შეიქმნას საშიში ქიმიური ნივთიერებების ტესტირების, გამოცდისა და მათზე მონიტორინგისათვის აუცილებელი მატერიალური და ტექნიკური ბაზა;
• რადიკალურად შეიცვალოს მიდგომები საშიში ქიმიური ნივთიერებების, ან მათი შემცველი ნივთიერებებისა და მასალების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების სისტემისადმი და ორიენტირად იქნეს აღებული მიზანი, რომლის დროსაც მიიღწევა ამ ნივთიერებეთან შეხებაში მყოფი თითოეული ადამინის, განსაკუთრებით კი ბავშვის სრული და გათავისებული ინფორმირებულობა;
• შექმნას ერთიანი საინფორმაციო ბაზა, სადაც ინფორმაცია განთავსდება მოსახლეობის ფართო მასებისათვის გასაგები ფორმით;
• დადგინდეს საშიში ქიმიური ნივთიერებების, ან მათი შემცველი ნივთიერებებისა და მასალების, მარკირებისა და ეტიკეტირების უმკაცრესი ნორმები, სადაც გადმოცემული იქნება შესაძლოდ მაქსიმალური ინფორმაცია ამ ნივთიერებების მავნე თვისებებზე;
• გადაიხედოს საშიში ქიმიური ნივთიერებების, ან მათი შემცველი ნივთიერებებისა და მასალების, შენახვის, დაფასოების და რეალიზაციის არსებული წესები და დადგინდეს როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლებრივი მოთხოვნები ამ ნორმების დარღვევისათვის, ასეთი მოთხოვნები უნდა არსებობდეს თვით მომხმარებელთა მიმართაც;
• გამკაცრდეს მოთხოვნები საშიში ქიმიური ნივთიერებების მოხმარების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით;
• დაინტერესდეს 2010–2012 წლებში საქართველოში იმპორტირებული საშიში ქიმიური ნითიერებების კანონიერების საკითხით;
• საშიში ქიმიური ნივთიერებების ბრუნვის სრული გამჭვირვალეობის მისაღწევად დაიხვეწოს კოდიფიცირების სისტემა და მექანიზმები;
• გადაუდებლად იქნას შემოღებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ქვეყნის შიგნით ბრუნვაზე მონიტორინგის განხორციელებისათვის აუცილებელი მექანიზმები;
• დაინერგოს საქართველოს სავარგულების კვლევის სისტემა, საშიში ნივთიერებების მოხმარების შედეგად ნიადაგების, წყლისა და ატმოსფეროს დაბინძურების დონის განსაზღვრისა და ამ პარამეტრების მუდმივი მონიტორინგის მიზნით;
• ყოველგვარი პირობების გარეშე, გადაუდებლად და ცალსახად აიკრძალოს ასბესტის შემცველი სამშენებლო და სხვა მასალების იმპორტი საქართველოში, პარალელურად მოხდეს ბაზარზე ჯერ კიდევ არსებული მარაგის უტილიზაცია წესების სრული დაცვით;
• გადაიხედოს საქართველოში ნებადართული საიმპორტო პესტიციდების ნუსხა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით მინიმუმამდე იქნას დაყვანილი მათი რაოდენობა;
• კიდევ ერთხელ აღიროცხოს საქართველოში არსებული გამოუყენებელი პესტიციდების მარაგი და მოხდეს მათი ტრანსპორტირება მწარმოებელ ქვეყანაში;
• შემუშავდეს და დაინერგოს ფერმერთა ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები, რათა მათ შეძლონ არეფექტურის ნაცვლად ეფექტური და აპრობირებული პეცტიციდების გამოყენება, ხოლო უახლოეს მომავაში ქიმიკატები ჩაანაცვლონ მცენარეთა დაცვისა და სტიმულირების ბიოსაშუალებებით;
• დაინერგოს სავალდებულო მკაცრი საკანონმდებლო მოთხოვნები პესტიციდების ტარის აღიცხვის, შეგროვებისა და უტილიზაციის თვალსაზრისით;
• გადაიდგას რადიკალური ნაბიჯები ბიომეურნეობების განვითარების საკანონმდებლო და ეკონომიკური მხარდაჭერის თვალსაზრისით;
• ხელი შეეწყოს ქიმიურ საშუალებებთან ურთიერთობის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების წარმოებასა და იმპორტს მათი დაბალ ფასებში რეალიზაციის მიღწევის მიზნით;
• საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის განმავლობაში ჩაატაროს სპეციალური კვლევა საქართველოში რეალიზებადი სამშენებლო და სარემონტო–სამონტაჟო, აგრეთვე საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთების, მასალებისა და ნივთიერებების ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით და მიიღოს შესაბამისი ზომები, უზრუნველყოს ამ კვლევის შედეგების საჯაროობა;

ხელმომწერი ორგანიზაციები:

• საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო
• სოფლად თემთა განვითარების სააგენტო
• საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია „სემა“
• მწვანე გზა
• გარემოს დაცვის ლიგა
• ფონდი “კავკასიის ეკოლოგია“
• ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი
• საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
• ინტელექტი- ქვეყნის სამსახურში
• სიმართლისა და სამართლის ჩაგრულთა და პატიმართა უფლებების დაცვისა და
სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციისსახელით,
ორგანიზაციის პრეზიდენტი გივი მუმლაძე

ხელმოწერები გრძელდება ……………………………………………….

„ტრენერთა სწავლება მზის კოლექტორების მშენებლობის საკითხებზე“.

28 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით საგარეჯოში პროექტის „საოჯახო პირობებში მზის ენერგიით გათბობის, ცხელი წყლისა და თბოსაიზოლაციო სისტემების დანერგვა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება სოფლად აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში“ ფარგლებში წინასწარ შერჩეული დაინტერესებული პირებისათვის ჩატარდა ტრეინინგი თემაზე: „ტრენერთა სწავლება მზის კოლექტორების მშენებლობის საკითხებზე“.

მომავალი ტრენერებისათვის ტრეინინგი ჩაატარეს პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წარმომადგენლებმა, მოწვეულმა ექსპერტებმა ჰოლანდიიდან და გერმანიიდან. ტრეინინგში მონაწილეობდნენ წარმომადგენლები ოთხი რეგიონიდან (სამეგრელო, სამცხე–ჯავახეთი, კახეთი, მცხეთა–მთიანეთი, იმერეთი), რომლებმაც მიიღეს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა ასწავლონ დაინტერესებულ პირებს საყოფაცოვრებო პირობებში მზის კოლექტორების აწყობა, დამონტაჟება და შემდგომი ექსპლოატაცია. 

ტრეინინზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებები, რომლებმაც შესაძლებლობა მისცა მონაწილეებს უკეთ გაცნობოდნენ მზის კოლექტორის მშენებლობისათვის საჭირო და აუცილებელ დეტალებს. მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მიღებული ცოდნა ტრეინინგის დამთავრების შემდეგ, როგორ წამოიწყონ და წარმართონ საკუთარი მცირე ბიზნესი, როგორ შეიძლება აწარმოონ ეფექტური კომუნიკაცია საზოგადოებასთან. მიიღეს რეკომენდაციები მედიასთან თანამშრომლობისათვის და საჭიროების შემთხვევაში პრესკონფერენციების გამართვის შესახებ. 

პროექტი „საოჯახო პირობებში მზის ენერგიით გათბობის, ცხელი წყლისა და თბოსაიზოლაციო სისტემების დანერგვა და ადგილობრივი შესაძლებლობების გაძლიერება სოფლად აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში“ ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ. პროექტი მიმდინარეობს ევროკავშირისა და ნიდერლანდების სამეფოს MATRA-ს ფინანსური მხარდაჭერით – ევროპის ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) თანამშრომლობით.

გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების კონფერენციის დღის წესრიგი 2012 წლის 20–22 ივნისს, რიო–დე–ჟანეირო, ბრაზილია

20 ივნისი 2012
პირველი პლენარული სხდომის ოფიციალური გახსნა
10:00–13:00
დღის წესრიგი:
•კონფერენციის გახსნა
•კონფერენციის პრეზიდენტის არჩევა
•პროცედურული წესების მიღება
•დღის წესრიგის მიღება
•სამუშაოს ორგანიზაცია
•ოფიცრების არჩევა
•დიპლომატიური კომიტეტის წევრების არჩევა
•ეკონომიკური და სოციალური საბჭო
•ცხრა ძირითადი ჯგუფის ჩამოყალიბება
•მხარეთა განცხადებები
13:00–14:45
პარალელური ღონისძიებები
15:00–16:30
მეორე პლენარული სხდომის ოფიციალური გახსნა
•კონფერენციის პრეზიდენტის განცხადება
•გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის განცხადება
•გაეროს გენერელური მდივნის ოფიციალური განცხადება
•კონფერენციის გენერალური მდივნის განცხადება
16:30–18:00
•მეორე პლენარული სხდომის გაგრძელება
•მხარეთა განცხადებები

„ჩვენ გვჭირდება პარტნიორობა სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორთან რომელთანაც სტრატეგიული ალიანსი გამოაცოცხლებს საზოგადოებრივ მხარდაჭერას და მოიტანს ცვლილებებს. ველი თავდადებასა და იცნიციატივებს კრიტიკული დაბრკოლების გადალახვის საკითხში. ყურადღების მიქცევას სამუშაო ადგილების შექმნის, საზოგადოების დაცვის, ენერგიის მართვის, ტრანსპორტისა და საკვების უსაფრთხოებსი სფეროებში.
ეს ვალდებულებები და საერთაშორისო მობილიზაცია რომელიც წარმოქმნის ზემოთ აღნიშნულ პრობლემებს იქნება რიო +20–ის ძირითადი შემადგენელი ნაწილი. საბოლო ჯამში რიო +20–ის შედეგები გაიზომება იმ ტრანსფორმაციის მიხედვით რომელსაც იგი მოუტანს საზოგადოებას მათი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლისათვის.“–პან კი მუნი
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი
21 ივნისი 2012
10:00 – 13:00
მესამე პლენარული სხდომა
მრგვალ მაგიდასან უმაღლესი რანგის პირთა შეხვედრები გრძელდება
“მოლოდინი კონფერენციის საბოლოო შედეგის მიღებასთან დაკავშირებით”
მთავარი და დიპლომატიური(საჭიროებისამებრ) კომიტეტების შეხვედრა
1:00 – 2:45
პარალელური ღონისძიებები
3:00 – 6:00
მეოთხე პლენარული სხდომა
მხარეთა მოხსენებების გაგრძელება მაღალი რანგის ქვეყნებისა მრგვალ მაგიდასთან
“მოლოდინი კონფერენციის საბოლოო შედეგის მიღებასთან დაკავშირებით”
მთავარი და დიპლომატიური
( საჭიროებისამებრ) კომიტეტების შეხვედრა

ზალპური გაფრქვევა

,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები-საქართველო” – მ დააფიქსირა, რომ 4 ივნისს 12 საათსა და 15 წუთზე, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ჰაერში ზალპური გაფრქვევა.

მივმართავთ საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს,
რომ მოახდინონ კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა

2 ივნისს მტკვრის დაცვის დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო’’ და მდგრადი განვითარების კავშირი “ეკოხედვა”-ს ინიციატივით, საერთაშორისო ორგანიზაცია „წყლის გლობალურ პარტნიორობა – საქართველოსთან’’ ერთად, პროექტის “დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” – ფარგლებში ჩატარდა მტკვრის სანაპიროს ზოლის დასუფთვების აქცია, რომელშიც ორგანიზატორებთნ ერთად მონაწილეობდნენ სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, მოხალისეები.
აქციის ფარგლებში სტუდენტებმა თბილისის მასშტაბით აღრიცხეს და რუკაზე დაიტანეს მდინარე მტკვრის სანაპირო ზოლის დაბინძურებული ადგილები. დაფიქსირდა მდინარე მტკვარის საკანალიზაციო მილებიდან და ხევებიდან ჩამავალი წყლებით დაბინძურების შემთხვევები ( დიღმისწყალი, ვერე, წავკისის წყალი, გლდანისხევი, ლოჭინი).
2 ივნისს, მტკვრის დაცვის დღე საქართველოს გარდა, აღინიშნება სომხეთსა და აზერბაიჯანში.
მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია საქართველოში პირველად 1907 წელს ჩატარდა.

პროექტის „საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს/გრძელდება

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები – საქართველო აქტიურად განაგრძობს თემატური ჯგუფების სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. პროექტის, „საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაზე ხელშეწყობა“, რომელიც ხორციელდება ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით. შექმნილი 5 თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:
1. საქართველოში მზის, ბიომასის, გეოთერმული და ქარის ენერგიის პოტენციალის შეფასებასა და პერსპექტივაში რეალურ გამოყენებასთან დაკავშირებით დასკვნისა და პრეზენტაციის მომზადება;
2. საქართველოში ენერგოეფექტურობის აუცილებლობის, მისი ათვისების პოტენციალსა და მოსალოდნელი შედეგების თაობაზე დასკვნის და პრეზენტაციის მომზადება;
3. საქართველოში მზის, ქარის და გეოთერმული წყლების ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოეფეტურობასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
4. აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის საკითხების დანერგვის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ (გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, უკრაინა) მასალების მოძიება და პრეზენტაციის მომზადება.
5. საქართველოს ინოვაციური ინტელექტუალური პროდუქტის პრაქტიკული გამოყენების მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ მიმოხილვისა და პრეზენტაციის მომზადება.

თითოეულ ჯგუფში გაერთიანებულია 5–8 ექსპერტი და პრაქტიკოს-სპეციალისტი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ შესაბამისი თემატური ჯგუფის დოკუმენტების მომზადებაზე.

ამ ეტაპისათვის, თითოეულმა ჯგუფმა გამართა 3–5 სამუშაო შეხვედრა. შემუშავებულია მოსამზადებელი დოკუმენტების ძირითადი კონცეფცია, რომლის საბოლოოდ დასრულების შემდეგ მოხდება, აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა სხვადასხვა დაინტერესებული თუ პასუხისმგებელი ორგანოებისა და ორგანიზაციებისადმი.

პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მოწვეული იქნება პრემიერ–მინისტრის აპარატის, სათანადო სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები. საერთაშორისო კონფერენციაზე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული იქნება ერთიანი დეკლარაცია.

„საქართველოში საშიში ქიმიური ნივთიერებების მოხმარების შემცირება და უსაფრთხო ქიმიკატების პოტენციალი, არაქიმიური ალტერნატივების ჩათვლით“.

24 მაისს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „საქართველოში საშიში ქიმიური ნივთიერებების მოხმარების შემცირება და უსაფრთხო ქიმიკატების პოტენციალი, არაქიმიური ალტერნატივების ჩათვლით“.
პირველად საქართველოში, გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრა და დისკუსია სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა შორის საშიშ ქიმიურ ნივთიერებებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, სამეცნიერო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ფერმერები. გამოიკვეთა მთელი რიგი პრობლემები საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვისა და რეგულირების სფეროში, განხილულ იქნა ამ სფეროსთან დაკავშირებული მდგომარეობა საქართველოში. კონფერენციის მონაწილეები შეჯერდნენ ერთიან პოზიციაზე, რომ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უზრუნველყოფს საშიშ ქიმიური ნივთიერებების მართვას, რეგულირებასა და მონიტორინგს. არ სრულდება საერთაშორისო კონვენციებითა და შეთანხმებებით დაკისრებული ვალდებულებები, შედეგად შეინიშნება ქვეყანაში აკრძალული ქიმიური ნივთიერებების იმპორტირების ყოველწლიურად ზრდის ტენდენცია.
კონფერენციაზე განხილულ იქნა საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა დეკლარაცია საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვის რეგულირების საკითხებზე, სადაც ასახულია ყველა ის ძირითადი ასპექტები რაც გადაწყვეტილების მიმღებ კომპეტენტურ ორგანოთა მიერ მოითხოვს ეფექტურ და დროულ ჩარევას. დეკლარაცია დაეგზავნება ყველა კომპეტენტურ და პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებას.
კონფერენცია ჩატარდა პროექტის “საშიში ქიმიური ნივთიერებების მოხმარების შემცირება და უსაფრთხო ქიმიკატების პოტენციალი, არაქიმიური ალტერნატივების ჩათვლით – მეთოდები საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციების: საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა და ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან – სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია SEMA–თან თანამშრომლობით და „ქიმიურ ნივთიერებათა საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის” (SAICM) QSP TF-ის ფინანსური მხარდაჭერით.
P.S. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №133/ნ (26.03 2001) ბრძანებით და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ნივთიერებებიდან 2009–2011 წლებში საქართველოში (ფინანსთა სამინისტროს ვებ-გევრდი) აკრძალული პესტიციდების იმპორტმა შეადგინა 22 581,88 კგ.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივა “რიო+20 – საქართველო” საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრის შექმნის შესახებ

2012 წლის ივნისში, რიოში (ბრაზილია) იმართება მდგრადი განვითარებისადმი მიძღვნილი გაეროს გლობალური კონფერენცია (სამიტი) ,,რიო+20“, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას იღებენ სახელმწიფოთა წარმომადგენლები, ბიზნეს- ლიდერები და აქტივისტები. კონფერენციის მონაწილეთა მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაციის გაუმჯობესება შემდგომში მდგრადი ,,მწვანე” ეკონომიკის შექმნის მიზნით, რომელიც დაფუძნებული იქნება შემოსავლების ზრდაზე, ადამიანების ღირსეული სამუშაოთი უზრუნველყოფასა და სიღარიბის აღმოფრქვაზე.
ამ უმნიშვნელოვანესი მსოფლიო სამიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობს საქართველოს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი. კერძოდ, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა შეზღუდული რაოდენობა და ამ საკითხებით დაინტერესებულ პირთა გარკვეული ჯგუფი. ფართო საზოგადოებისათვის (განსაკუთრებით რეგიონებში) ეს ინფორმაცია უცნობია.
საქართველო მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით, ორგანიზაციის ბაზაზე, შეიქმნა საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი ,,რიო+20 – საქართველო”, რომელიც ყოველდღიურად მიაწოდებს საზოგადოებას (ბრიფინგების, პრეს-რელიზებისა და სოციალური ქსელების საშუალებით) ინფორმაციებს კონფერენციის მიმდინარეობის შესახებ. ასევე ინფორმაციის გავრცელებაში ჩართული იქნებიან რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები. 
საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი „რიო+20 – საქართველო” აქტიურ მუშაობას დაიწყებს ივნისის პირველი რიცხვებიდან.

საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა

8 მაისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ცენტრალურ ოფისში, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენება და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა.
მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით არსებულ პრობლემებსა და შესაძლებლობებზე. შეიქმნა 5 თემატური სამუშაო ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ შემდეგი მიმართულებებით:
1. საქართველოში მზის, ბიომასის, გეოთერმული და ქარის ენერგიის პოტენციალის შეფასებასა და პერსპექტივაში რეალურ გამოყენებასთან დაკავშირებით დასკვნისა და პრეზენტაციის მომზადება;
2. საქართველოში ენერგოეფექტურობის აუცილებლობის, მისი ათვისების პოტენციალსა და მოსალოდნელი შედეგების თაობაზე დასკვნის და პრეზენტაციის მომზადება;
3. საქართველოში მზის, ქარის და გეოთერმული წყლების ენერგიების ეფექტურად გამოყენებასა და ენერგოეფეტურობასთან დაკავშირებით არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და რეკომენდაციების მომზადება;
4. აღდგენადი ენერგიების ეფექტურად გამოყენებისა და ენერგოეფექტურობის საკითხების დანერგვის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ (გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, უკრაინა) მასალების მოძიება და პრეზენტაციის მომზადება.
5. საქართველოს ინოვაციური ინტელექტუალური პროდუქტის პრაქტიკული გამოყენების მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ მიმოხილვისა და პრეზენტაციის მომზადება.

სენაკში მოსწავლეებისათვის და მასწვალებლებისთვის მშრალი ტიპის ეკო ტუალეტები აშენდა

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის საჯარო სკოლაში – “ადგილობრივი პოტენციალის შექმნა სოფლად მდგრადი განვითარებისათვის” – პროექტის ფარგლებში აშენდა მშრალი ტიპის ეკოტუალეტი მოსწავლეებისა (4 გოგონებისათვის, 2 ბიჭებისათვის + 3 პისუარი) და პედაგოგებისათვის (ქალების და მამაკაცების), ასევე ამავე სკოლის სპორტდარბაზს დაუმონტაჟდა საშხაპეები, რომელიც მზის ენერგიით გამთბარი ცხელი წყლით მარაგდება მზის კოლექტორიდან.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ არც მოსწავლეებსა და არც პედაგოგებს ზამთრისა და ცუდი ამინდის პირობებში აღარ მოუწევთ გასვლა შენობის გარეთ.
ტუალეტები აღჭურვილია ხელსაბანებითა და ჰიგიენის ნორმების დაცვის სხვა საშუალებებით

გადასვლა ზემოთ