Category archive

სიახლეები - page 28

,,დედამიწის დღე’’ საქართველოში 22-ედ – მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კი 42-ედ აღინიშნა

დედამიწის დღის ისტორია სათავეს ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან იღებს და მას ყოველი წლის 22 აპრილის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადსახვა გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნავენ. ,,დედამიწის დღე’’ პირველად 1970 წლის 22 აპრილს აღინიშნა. მისი დაარსების ინიციატორი იყო ამერიკელი სენატროტი გეილორდ ნელსონი და ის უკავშირდება 1969 სანტა-ბარბარაში დაღვრილ ნავთობს, რომელმაც ოკენის დაბინძურება და წყლის ბინადრების დაღუპვა გამოიწვია. იმავე წელს დედამიწის დღის აღნიშნვაში მონაწილეობა მიიღო დაახლეობით 20 მილიონმა ადამიანმა, 
საქართველოში ,,დედამიწის დღე’’ პირველად 1990 წელს აღინიშნა და მისი ორგანიზატორი იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა. 
2012 წლის დედამიწის დღის მთავარი დევიზი იყო: ,, დ ე დ ა მ ი წ ი ს მ ო ბ ი ლ ი ზ ე ბ ა ‘’. 
22 აპრილი – ,,დედამიწის დღე,, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ წელსაც ტრადიციულად აღინიშნა. რომლის ფარგლებშიც მოეწყო მსვლელობითი მანიფესტაცია დიდი საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიიდან ვარდების რევოლუციის მოედნამდე. სადაც ორგანიზაციის ახალგაზრდული ჯგუფის მიერ სასტუმრო „რედისონის“ წინ მოეწყო „Flashmob”-ის ჩვენება, რომელშიც მონაწილეობდნენ ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
დედამიწის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 150-მა მოხალისემ.

გამწვანების აქცია

2012 წლის 11 აპრილს პროექტის „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში ქ. რუსთავში ჩატარდა გამწვანების აქცია. გამწვანების აქცია განხორციელდა 6 საჯარო სკოლის (№26, 8, 21, 24, 13, 17), 25 საცხოვრებელი კორპუსისა და რუსთავის ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიებზე (სულ 32 საიტზე). აქციაში მონაწილეობდნენ ქ. რუსთავის მერიის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების მასწავლებელები და მოსწავლეები, ქალაქის მაცხოვრებლები და რუსთავის ნაგავსაყრელის თანამშრომლები (დაახლოებით 200 მონაწილე). სულ განაშენიანდა 4 ჰა, აქციის შედეგად დასუფთავებული, ფართობი და დაირგო 650 ძირზე მეტი ფიჭვის, ტუიას, კედრის, იფნის, ნეკერჩხლისა და მუხის ნერგი.

პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და მდგრადი განვითარების კავშირი `ეკოხედვა~–ს მიერ, შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოში

30 მარტს, გაიმართა სამუშაო შეხვედრა „საქართველოში საშიში ქიმიური ნივთიერებების მოხმარების შემცირება და უსაფრთხო ქიმიკატების პოტენციალი, არაქიმიური ალტერნატივების ჩათვლით“, რომლიც მიზანი იყო საქართველოში საშიში ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შემცირებისა და უსაფრთხო ალტერნატივებით მათი ჩანაცვლების პრობლემებისა და მოგვარების გზების დასახვა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, არასამთვრობო და სამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს-სექტორისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

სამუშაო შეხვედრაზე გამოიკვეთა ის პრობლემები, რომელიც საქართველოში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხოების რეგულირების სფეროში არსებობს. აღინიშნა, რომ არაფექტურია არსებული საკანონმდებლო ბაზა, ხშირ შემთხვევაში კი პასუხისმგებელი დაწებულებების წარმომადგენელთა არაეფექტური მუშაობა ხელს უწყობს ქვეყანაში ათასობით ტონა სახიფათო და აკრძალული ქიმიური ნივთიერებების შემოტანას. ეს კი სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობას და გარემოს. ეს ეხება ასბესტის და პესტიციდების გამოყენებასაც, დაბალია მოსახლეობის ცნობიერების დონე ქიმიური პრეპარატების მოხმარებასთან და შენახვასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრობლემის დროული და ეფექტური გადაწყვეტისათვის აუცილებელია, სახელმწიფოს მხრიდან დროული და ეფექტური მექნიზმის ამუშავება, რომ საფრთხის ქვეშ არ იდგეს საზოგადოების ჯანმრთლეობა და გარემოს მდგომარეობა. ასევე აუცილებელია საზოგადოების ინფორმირობულობის გაზრდა საშიში ქიმიკატების გამოყენების შემცირების თაობაზე და მათი არაქიმიური და უსაფრთხო საშუალებებით ჩანაცვლების საკითხებზე. შეხვედრები აღნიშნულ საკითხებზე პროექტის ფარგლებში კვლავ გაგრძელდება. 

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია არასმთავრობო ორგანიზაციების – საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრებისა და ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) მიერ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან – სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაციასთან (სემა) – თანამშრომლობით.
პროექტი ხორციელდება „ქიმიურ ნივთიერებათა საერთაშორისო მართვისადმი სტრატეგიული მიდგომის” (SAICM) სწრაფი დაწყების პროგრამის სატრასტო ფონდის (QSPTF ) ფინანსური მხარდაჭერით.

ზალპური გაფრქვევა

,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები-საქართველო,, – მ დააფიქსირა, რომ 24 მარტს 17 საათსა და 15 წუთზე, ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ჰაერში ზალპური გაფრქვევა.

მივმართავთ საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს, 
რომ მოახდინონ კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

რეგიონული სემინარი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის შესახებ

2012 წლის 16 მარტს მცხეთა–მთიანეთის რეგიონში ჩატარდა რეგიონული შეხვედრა/სემინარი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, რომელსაც ესწრებოდნენ ქ–ნი დიანა იანსე – შვედეთის ელჩი საქართველოში, ალფ ელიასონი – შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ქ–ნი ხათუნა ზალდასტანიშვილი – პროგრამების ხელმძღვანელი (შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო), ასევე Sida–ს სტოკჰოლმის ოფისის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები.
შეხვედრა გახსნა ქ–მა დიანა იანსემ, რომელმაც ისაუბრა ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საქართველოში, მისი სწორი მენეჯმენტის მნიშვნელობაზე და წარმატება უსურვა სემინარის მონაწილეებს აღნიშნული პრობლემის დაძლევაში. სემინარზე მოხდა პროექტის ფარგლებში შემუშავებული მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე პოპულარული სახელმძღვანელოსა და რუკების წარდგენა, სემინარის პარალელურად ქ. მცხეთაში ბებრის ციხესთან და სოფ. წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარედ გაიმართა დასუფთავების აქციები, რომელშიც მონაწილეობდენენ ქ. მცხეთის N1, N2, სოფ. საგურამოს საჯარო სკოლების მოსწავლეები, მასწავლებელები და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები. სულ აქციებში მონაწილეობდა 110 ადამიანი, პოლიეთილენის ბოთლებისა და პარკებისგან დასუფთავდა 2,0 ჰა ფართობი და შეგროვდა 4 კუბ.მეტრი ნარჩენი, რომელიც დასუფთავების სამსახურის მიერ გატანილ იქნა არსებულ ნაგავსაყრელზე.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო X საერთო კრება

3 მარტს, გაიმართა ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო’’-ს მე-X საერთო კრება, რომელშიც მონაწილობა მიიღეს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზაციის წევრებმა, რომლებიც წარმოადგენდნენ რეგიონალურ და ადილობრივ საინიციატივო ჯგუფებს.
X საერთო კრებაზე მოსმენილი იქნა ორგანიზაციის ანგარიში 2009-2011 წლებში განხორციელებული საქმიანობების შესახებ.
კრებამ მოისმინა და დაამტკიცა ორგანიზაციის მოქმედებათა გეგმა 2012-2015 წლებისათვის.
საერთო კრებაზე განხილული და დამტკიცებული იქნა, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო-ს წესდებაში შესატანი ცვლილები და დამატებები.
X საერთო კრებამ აირჩია ორგანიზაციის თანათავმჯდომარეები, აღმასრულებელი საბჭო (გამგეობა) და საკოორდინაციო საბჭო (დარბაზი), რომლებიც არჩეული იქნენ 3 წლის ვადით.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო-ს თანათავმჯდომარეებად არჩეულნი იქნენ:
ნინო ჩხობაძე, რუსუდან სიმონიძე.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისია

2012 წლის 27 იანვარს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო–ს ცენტრალურ ოფისში შედგა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელი კომისიის“ პრეზენტაცია, რომლის ერთერთი დამფუძნებელი საქართველოს მწვანეთა მოძრაობაა.
კომისიის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიაზე:
– გარემოზე ზემოქმედების შეფასების, 
– გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასების, 
– ტრანსსასაზღვრო და სოციალური შეფასებების პროცედურების ხელშეწყობას, 
– გარემოსდაცვითი საზოგადოებრივი მონიტორინგის წარმოებას,
– საზოგადოებრივი დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასა და 
– დამოუკიდებელი საზოგადოებრივი დასკვნის მომზადებას. 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების დამოუკიდებელ კომისიას გააჩნია ექსპერტთა რეესტრი, რომლიც წარმოადგენს საინფორმაციო ბაზას დამოუკიდებელ ექსპერტთა პროფესიონალური და პერსონალური მონაცემების შესახებ. რეესტრს აწარმოებს კომისიის აღმასრულებელი დირექტორი. რეესტრში არსებული ინფორმაცია წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას, გარდა ექსპერტთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემებისა.

გლობალური აქციის დღე: მოწოდება ევროკავშირის ლიდერებს კლიმატის ცვლილებების შესაჩერებლად

დურბანში გაეროს მიერ იმართება კონფერენცია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით , რომელშიც მომლაპარაკებვლები სხვადასხვა ქვეყნიდან მართავენ დისკუსიებს. ამავდროულად ახალგაზრდა მწვანეებმა და დედამიწის მეგობრებმა ჩაატარეს სემინარი ქალაქ ბრიუსელში, რომელიც გაგრძელდა 5 დღის განმავლობაში, რომელიც მიბმული იყო დურბანის კონფერენციას ყოველდღიური სიახლეებითა და ჩართვებით. ამას შეუერთდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოც და აქტიური მონაწილეობა მიიღო კლიმატის ცვლილების სამართლიანობის მისაღწევად მსოფლიოში. ასევე მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდებმა. მათ შეიმუშავეს გეგმა და იმსჯელეს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, რაც უშუალოდ უკავშირდება კლიმატს.
სემინარის ფარგლებში გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია, გადაიკეტა ქუჩები და დაახლოებით 3000-ამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 

‘’ადგილობრივი შესაძლებლობების შექმნა სოფლად, საოჯახო პირობებში გათბობის, ცხელი წყლისა და თბოიზოლაციის სისტემების დანერგვაზე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში’’

მიმდინარე წლის ოქტომბერში პროექტის ‘’ადგილობრივი შესაძლებლობების შექმნა სოფლად, საოჯახო პირობებში გათბობის, ცხელი წყლისა და თბოიზოლაციის სისტემების დანერგვაზე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში’’ ფარგლებში,ხონის რ-ი ივანდიდსა და საგარეჯოს რ-ი სოფ. მანავი ჩატარდა სემინარები ადგილობრივი მოსახლეობის, მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, 
შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოება გაცნობოდა პროექტის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობებს და მის განხორციელებასთან დაკავშირებულ აქტიობებს. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ენერგო-რესურსების ტიპებისა და ფუნქციებზე, მზის ენერგიის გამოყენების უმარტივეს მეთოდებზე ყოფა-ცხოვრებაში (წყლის გამაცხელებლები, ხილისა და ბოსტნეულის საშრობები), თბოიზოლაციის ანუ „დათბუნების“ ტექნოლოგიებზე, ენერგო-დამზოგი ნათურების ენერგეტიკულ და ეკონომიურ ეფექტზე სოფლად-საოჯახო პირობებში და სხვა. შეხვედრამ მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და  ჰოლანდიური არასამთავრობო ორგანიზაცია’ „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის საქართველოში“ პარტნიორობით.

კლიმატის კვირეულის გამოწვევა – „ერთი ამოცანა – ერთი ქვეყანა – ერთი დღე“

ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა

23 – 30 ოქტომბერი

კლიმატის ცვლილების კვირეული საქართველოში

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში მესამედ ტარდება კლიმატის ცვლილებისადმი მიძღნილი კვირეული. კვირეულის ჩატარების მიზანია, საზოგადოების მობილიზება და მისი აქტიური ჩართვა კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემების შერბილების პროცესებში.
2011 წლის კლიმატის კვირეულის მოწოდებაა:

კლიმატის კვირეულის გამოწვევა – „ერთი ამოცანა – ერთი ქვეყანა – ერთი დღე“

საქართველოში კლიმატის ცვლილების კვირეული ისევე, როგორც წინა წლებში ტარდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს ორგანიზებით, საქართველოში ევრო-კომისიის დელეგაციის წარმომადგენლობის ფინანსური მხარდაჭერით და გარემოს დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიასთან თანამშრომლობით. 
კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მრავალი ღონისძიებების ჩატარება და მასში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.

შ ე მ ო გ ვ ი ე რ თ დ ი თ !!!
ერთად ვიაქტიუროთ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგების შესარბილებლად. გვახსოვდეს:

კლიმატის ცვლილება … ეს არ არის მითი – ეს რეალობაა!

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ნინო ჩხობაძე
nino.chkhobadze@gmail.com
(+995) 99514071
ლელა ყაჭეიშვილი
(+995) 99710030
lelakacheishvili@gmail.com
ციალა აბესაძე
cikunia_cikunia@yahoo.com
(+995) 93140007

გადასვლა ზემოთ