Category archive

სიახლეები - page 29

“გარემო ევროპისთვის” გარემოს დაცვის მინისტრთა მეშვიდე კონფერენცია

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში 21-23 სექტემბერს იმართება
გარემოს დაცვის მინისტრთა მეშვიდე კონფერენცია„გარემო ევროპისთვის“ .
კონფერენციის მუშაობასა და პარალელურ ღონისძიებებში სხვა 200 მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლეთა შორის იმყოფება საქართველოს მწვანეთა მოძრაობის /დედამიწის მეგობრების- საქართველოს დელეგაცია.
კონფერენციის ოფიციალური ვებ გვერდი: http://www.unece.org/env/efe/
არასამთავრობო ორგანიზაციათა ვებ გვერდი: http://www.stuz.cz/ecoforum/

ინფორმაცია

‟საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს‟ ორგანიზებით ხონის, წყალტუბოსა და ვანის რაიონებში ჩატარდა ინტერაქტიული სემინარები რომლებიც მიმართული იყო გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებისა და შესრულების პროცესებში საზოგადოების როლის გაზრდის საკითხებზე.

სემინარები განხორციელდა პროექტის – “საქართველოში ეკო სამართლიანობის ცენტრების განვითარება” ფარგლებში და მასში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი მოსახლეობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სემინარებზე განხილულ იქნა მასალები „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა“, ორჰუსის კონვენციისა და ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით.

სემინარების მსვლელობისას გამოიკვეთა მოსახლეობის დიდი ინტერესი და სურვილი მსგავსი სახის სემინარების განმეორებით წარმართვისა.

სემინარები ჩატარდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია „‟საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან“ თანამშრომლობით.

შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით პროექტის „კლიმატის ფორუმი აღმოსავლეთში II-ის  ფარგლებში ეროვნული პოლიტიკის დიალოგზე მასალების მომზადება, ცნობადობის ამაღლება და საგანმანათლებლო საკითხების განხორციელება“ მიმდინარეობისას, ხაშურის მუნციპალიტეტში შედგა შეხვედა ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებთან და დაინტერესებულ საზოგადოებასთან კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით.

პროექტის მიმდინარეობა ითავლისწინებს ხაშურის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების მიმართულებით საგანმანათლებლო და ცნობადობის ასამაღლებელი კამპანიის წარმოებაზ ხელშესყობას კამპანიაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.

შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგლენლებმა მოისმინეს ინფორმაცია სასტარტო შეხვედრების დროს გამოკვეთილ მათთვის საინტერესო საკითხებზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, მათ შორის: კლიმატის გლობალური ცვლილების  ზოგად ასპქტებზე; კლიმატის ცვლილების შედეგების შერბილებაზე  და შეგუებაზე; განახლებად  ენერგიებზე და ენერგოეფექტურობაზე და ა.შ.

პროექტი შიდა ქართლის რეგიონში ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოების, ევროკავშირის, ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ავსტრიის წითელი ჯვრის ფინანსური მხარდაჭერით.img_0027

შეხვედრა ევროპის სახლში

10 ნოემბერს „ევროპის სახლში“ ლიტვის რესპუბლიკის საელჩოსა  და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა შეხვედრა ლიტვის არასამთავრობო ორგანიზაცია – ,,საჯარო ინსტიტუცია პოზიტიური ცვლილებებისათვის“ (Public Institution Positive Changes) და საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შორის.

 

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, ორი ქვეყნის  არასამთავრობო ორგანიზაციების გამოცდილების ურთიერთგაზიარება დასუფთავების მასობრივი აქციების დაგეგმვისა და ორგანიზების სფეროში – ერთის მხრივ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში ინიცირებული მოხალისეთა მოძრაობის „მოდით ვიმოქმედოთ“ (LET’S DO IT) ფარგლებში ჩამოყალიბებულ საერთაშორისო ქსელში შემავალი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტებისა და აქციების,  მეორეს მხრივ, საქართველოში ამჟამად მიმდინარე პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III)“-ს (Clean Up Georgia” Phase III), ეგიდით ჩატარებული დასუფთავების ღონისძიებებისა და აქციების მაგალითზე, რომელსაც ახორციელებს არასამტავრო ორგანიზაციათო კონსორციუმი.

 

შეხვედრა ასევე ემსახურებოდა, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ბალტიისპირეთისა და საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის.

 

შეხვედრას დაესწრნენ ლიტვის და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში, პროექტის ,,დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III) განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციების ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ წარმომადგენლები.  ასევე ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები – პროექტის კოორდინატორები.

პროექტი ,,დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III) ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

 

ბავშვები ზრუნავენ გარემოზე

28 ოქტომბერს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მოგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი დასუფთავების აქცია ჩატარდა, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მე-2 და მე-3 საჯარო სკოლების მოსწავლეები და პედაგოგები.

დასუფთავების აქციის ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მიერ დასუფთავდა სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო მე-3 საჯარო სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიერ ცენტრალური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარებული დასუფთავების აქციის ფარგლებში, სულ დასუფთავდა 1,0 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 7მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 25 მოსწავლემ და 4 პედაგოგმა.

დასუფთავების აქცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჩატარდა კამპანია „დავასუფთოთ საქართველო“ ფარგლებში, რომელიც ტარდება პროექტის – ,,დავასუფთაოთ საქართველო (ფაზა III) ფარგლებში. პროექტს ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

გადასვლა ზემოთ