მთავარი / სიახლეები / დასუფთავების აქცია ქობულეთში

დასუფთავების აქცია ქობულეთში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს აჭარის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში 8 აპრილს, ქობულეთში დასუფთავდა მდ. ჩაქვის წყლის სანაპირო ზოლი.

აქციის მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის 40-მდე წარმომადგენლებმა, რომლებმაც დაასუფთავეს 3 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 7 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

იხილეთ ასევე

სემინარი სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების …

ეკო-ბანაკი სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *