მთავარი / სიახლეები / მდინარე ტეხურას დასუფთავების აქცია

მდინარე ტეხურას დასუფთავების აქცია

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადული“ ფარგლებში, სენაკში 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთშორისო დღეს დასუფთავდა მდინარე ტეხურას ნანაპირო ზოლი.

დასუფთავების აქცია ორგანიზებული იყო მწვანეთა მოძრაობის სენაკის ადგილობრივი კოორდინატორის მიერ და მასში მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ხელისფლებისა და მოსახლეობის წარმომადგნლებმა დაახლოებით 50-მდე ადგილობრივმა. აქციის დროს დასუფთავდა 1 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 5 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დასუფთავების აქცია სენაკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

იხილეთ ასევე

სემინარი სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების …

ეკო-ბანაკი სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *