დასუფთავების აქცია სამტრედიაში

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, სამტრედიაში 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის დროს დასუფთავდა მდინარე ჭურუფალას სანაპირო ზოლი და ქალაქის ცენტრალური უბნები. აქციაში მონაწილეობა მიიღო 30-მა მოხალისემ. მათ მიერ შეგროვდა დაახლოებით 2 მ3 მოცულობის ნარჩენი დასუფთავდა 0,5 ფარობის ტერიტორია.

დასუფთავების აქცია სამტრედიის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

Leave a Reply

Your email address will not be published.

*