მთავარი / სიახლეები / დასუფთავების აქცია ქ. ქუთაისში

დასუფთავების აქცია ქ. ქუთაისში

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ქ. ქუთაისის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისფლების მხარდაჭერით, ავტოქარხნის დასახლებაში 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღის ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის დროს დასუფთავდა მდინარე ოლასყურას სანაპირო ზოლის დაახლოებით 0,5 ჰა ფართობის მონაკვეთი, შეგროვდა 2 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 40-მდე მოხალისემ.

დასუფთავების აქცია ქ. ქუთაისში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

იხილეთ ასევე

სემინარი სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების …

ეკო-ბანაკი სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *