დასუფთავების აქცია ხონში

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, 6 აპრილს, ხონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც დასუფთავდა ხონში არსებული სარწყავი არხი და მისი ნაპირები. აქციაში მონაწილეობა მიიღო გამწვანების, მადლიერების სახლისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 20-მა მოხალისემ. დასუფთავდა 2 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 2 ტ. ნარჩენი

დასუფთავების აქცია ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

Leave a Reply

Your email address will not be published.

*