მთავარი / სიახლეები / დასუფთავების აქცია დაბა ურეკში

დასუფთავების აქცია დაბა ურეკში

დაბა ურეკში,  საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს გურიის რეგიონის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, კამპანიების “დავასუფთაოთ საქართველო” და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, 23 მარტს ჩატარდა  შავის ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქცია,  რომელიც მიეძღვნა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა დაახლოებით 1 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 25 მ3 მოცულობის ნარჩენი. შავის ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ურეკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მაგნეტიტის მოსახლეობამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, 55-მა ადგილობრივმა.

დასუფთავების აქცია დაბა ურეკში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

About lela

იხილეთ ასევე

დასუფთავების აქცია ბორჯომში

5 ივნისს, ქ. ბორჯომში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის …

დასუფთავების აქცია გარემოს დაცვის დღეს დმანისში

6 ივნისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს დმანისის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით  ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციის ფარგლებში …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *