დასუფთავების აქცია ილიას ტბაზე

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორების ორგანიზებით, აღინიშნა წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე. 28 მარტს, ეს დღე აღინიშნა ყვარელის მუნიციპალიტეტშიც   დასუფთავების აქციებით. აქციის ფარგლებში დასუფთავდა ილიას ტბა და მისი მიმდებარე ტერტორია, ასევე მდ. დურუჯის სანაპირო ზოლის მონაკვეთები.

აქციაში ოარგანიზატორებთან ერთად მონაწილობა მიიღეს ყვარელის მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მახცოვრებლებმა. სულ 150-მდე ადგილობრივმა. აქციის ფარგლებში შეგროვდა 15 მ3 მოცულობის ნარჩენი და დასუფთავდა დაახლოებით 7 ჰა ფართობის ტერიტორია.

დასუფთავების აქცია ყვარელის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

Leave a Reply

Your email address will not be published.

*