მთავარი / სიახლეები / დასუფთავების აქცია საჩხერის მუნიციპალიტეტში

დასუფთავების აქცია საჩხერის მუნიციპალიტეტში

საქართველოს მწვანეთა  მოძრაობა/ დედამიწის მეგობრები საქართველოს საჩხერის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მხარდაჭერით, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში 22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის დღეს ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა მცირე მდინარეეების სანაპირო ზოლები. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საჩხერის მუნიცპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა, საჯარო სჯოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა 5 ჰა ფართობის ტერიტორია. შეგროვდა 54 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 1000-მდე მოხალისემ.

აქცია საჩხერის მუნიციპალიტეტში ორგანიზებული იყო პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

იხილეთ ასევე

სემინარი სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების …

ეკო-ბანაკი სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *