დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტში

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, ხობის მუნიციპალიტეტში კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში 22 მარტს, ჩატარდა წყლის რესურსების დაცვის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქციები.

აქციის ფარგლებში ადგილობრივი კოორდინატორისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დასუფთავდა მდინარე ხობისწყლის სანაპირო ზოლი და ხობის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ადგილები. დასუფთავდა დაახლოებით 1 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 10 მ3 მოცულობის ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 100-მდე მოხალისემ.

დასუფთავების აქცია ხობის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

Leave a Reply

Your email address will not be published.

*