განცხადება
მთავარი / სიახლეები / წყლის რესურსების დაცვის დღე წყალტუბოში!

წყლის რესურსების დაცვის დღე წყალტუბოში!

22 მარტს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეს, ქ. წყალტუბოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მონაწილობით, კამპანიების „დავასუფთაოთ საქართველო“ და „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ჩატარდა  დასუფთავების აქცია ცივი ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა დაახლოებით 1,2 ჰექტრამდე ტერიტორია, შეგროვდა 0,7 მ3 მოცულობის ნარჩენი. მონაწილობა მიიღო 20 მოხალისემ.

ცივი ტბის დასუფთავების აქცია ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

იხილეთ ასევე

შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბარაში

17 აგვისტოს 2017წ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს წყალტუბოს რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქრთველო …

შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს მოსახლეობასთან (19.08.2017)

19 აგვისტოს 2017წ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს წყალტუბოს რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქრთველო …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *