მთავარი / სიახლეები / საქართველოში კონკურსი „სუფთა რეგიონი“ გამოცხადდა

საქართველოში კონკურსი „სუფთა რეგიონი“ გამოცხადდა

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს,  გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით, კამპანია „დავასუფთოათ საქართველო“ ფარგლებში იუსტიციის სახლში შედგა შეხვედრა საქართველოში კონკურსის „სუფთა რეგიონი“ გამოცხადებასთან დაკავშირებით.

კონკურსი „სუფთა რეგიონი“ საქართველოში პირველად გამოცხადდა 2015 წელს კამპანია

„დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში და მისი მიზანი იყო ქყეყნის მასშტაბით გამოვლენილიყო ყველაზე სუფთა რეგიონი, მუნიციპალიტეტი და სოფელი. 2015 წლის კონკურსის გამარჯვებულები იყვნენ სამეგრელო –ზემო სვანეთის რეგიონი, ახმეტის მუნიციპალიტეტი და სოფელი ჭითაწყარო – ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მიმდინარე წელს, აღნიშნული კონკურსი მეორედ ტარდება.

2017 წელს,  წინა კონკურსისგან განსხვავებით კონკურსი „ სუფთა რეგიონი“ ჩატარდება 6 ნომინაციაში, ესენია: სუფთა ქალაქი; სუფთა ქუჩა; სუფთა რეგიონი; სუფთა მუნიციპალიტეტი; სუფთა სოფელი; ლამაზი ეზო.

იუსტიციის სახლში მიმდინარე შეხვედრაში პირდაპირი ჩართვების საშუალებით ჩაერთვნენ  რეგიონებში იუსტიციის სამინისტროს სერვისების მომსახურეობის სააგენტოს საზოგადოებრივ ცენტრები – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონები, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქრთველოს რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლები, პროექტში „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ ადგილობრივი კოორდინატორები.

შეხვედრის მსვლელობისას პროექტის „დავასუფთაოთ საქართველო ფაზა III“ მენეჯერის მიერ გაკეთდა პრეზენტაცია პროექტის ფარგლებში რეგიონებში განხორციელებული აქტივობებისა და დაგეგმილი სამიანობების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

რეგიონების წარმომადგენლებს მიესალმნენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თანათავმჯდომარე ქ-ნი ნინო ჩხობაძე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის მინისტრი ბ-ნი გიგლა აგულაშვილი, იუსიტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბ-ნი ალექსანდრე ბარამიძე, შვედეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები, სიდას გენერალური დირექტორის მოადგილე ელზა ჰასტადი, სიდას გარემოს დაცვის ბაზრის განვითარებისა დ აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების უფროსი მირია პეტერსონი, შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში ქ-ნ მოლი ლიენი.

შეხვედრაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების  დაცვის მინისტრმა ბ-ნი გიგლა აგულაშვილმა განაცხადა კონკურსის „სუფთა რეგიონი“ შესახებ.  ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ გავრცელდება სოციალური ქსელების საშუალებით და დაეგზავნება ყველა რეგიონს. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის მიერ მოხდება მიღებული ინფორმაციის შეჯამება. ოქტომბრის ბოლოს დასახელდება ნომინაციებში გამარჯვებულები და მოხდება მათი დაჯილდოება.

კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ მიმდინარეობს პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელდებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

About lela

იხილეთ ასევე

დასუფთავების აქცია ბორჯომში

5 ივნისს, ქ. ბორჯომში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის …

დასუფთავების აქცია გარემოს დაცვის დღეს დმანისში

6 ივნისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს დმანისის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით  ჩატარდა დასუფთავების აქცია. აქციის ფარგლებში …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *