მთავარი / სიახლეები / გარემოს დაცვის დღეს ტყიბულში

გარემოს დაცვის დღეს ტყიბულში

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორიო დღე ტყიბულში დასუფთავების აქციით აღინიშნა, რომელსაც ადგილზე ორგანიზება გაუკეთა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივმა კოორდინატორმა.

ტყიბულში აქციები ჩატარდა ქალაქში და სოფლის ცენტრებში, სადაც დასუფთავდა ცენტრალური უბნები. ასევე დასუფთავდა  გელათის მიმდებარე ტერიტორია. აქციის ფარგლებში დასუფთვდა 20 ჰა ფართობი, შეგროვდა 30 მ3 ნარჩენი, მონაწილეობდა 500 ადამიანი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები.

დასუფთავების აქცია ტყიბულში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

იხილეთ ასევე

სემინარი სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების …

ეკო-ბანაკი სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *