გარემოს დაცვის დღე ზესტაფონში

in სიახლეები by

5 ივნისს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ზესტაფონის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც მიეძღვნა გარემოს დაცვის საერთშორისო დღეს.

აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. დასუფთავდა 5 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 500-მდე მოსწავლემ, სულ დასუფთავდა 2 ჰა ფართობი, შეგროვდა დაახლოებით 5 მ3  ნარჩენი.

დასუფთავების აქცია ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

Leave a Reply

Your email address will not be published.

*