დავასუფთაოთ ხარაგაული

in სიახლეები by

5 ივნისს, ხარაგაულში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა გარეს დაცვის დღის ფარგლებში დასუფთვების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა სოფლების ხევის, ნუნისის, ვახანის და ზვარეს საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიები, მონაწილეობდა 200-მდე მოსწავლე, დასუფთავდა 1 ჰა ფართობი, შეგროვდა 3 მ3 ნარჩენი.

დასუფთავების აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

Leave a Reply

Your email address will not be published.

*