დასუფთავების აქცია გარემოს დაცვის დღეს ქ. ქუთაისში

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ქუთაისის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ქ. ქუთაისში ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 5 ჰა ფართობი, შეგროვდა დაახლოებით 10 მ3 ნარჩენი. მონაწილობა მიიღეს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 300-მდე მოხალისემ.

დასუფთავების აქცია ქუთაისში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

Leave a Reply

Your email address will not be published.

*