მთავარი / სიახლეები / დასუფთავების აქცია თერჯოლაში

დასუფთავების აქცია თერჯოლაში

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თერჯოლის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით თერჯოლაში ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთვდა სოფელ გოგნის ეკლესიის შესასვლელი, დაახლოებით 2 ჰა ფართობის, ასევე სხვადასხვა სოფლების ცენტრები, სულ 100 ჰა ფართობი. აქციაში მონაწილეობდა 700-მდე ადგილობრივი, მათ შორის, საჯარო სკოლების მოსწავლეები, შეგროვდა 50 მ3 ნარჩენი.

დასუფთავების აქცია თერჯოლაში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

იხილეთ ასევე

სემინარი სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების …

ეკო-ბანაკი სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *