დასუფთავების აქცია წალკაში

in სიახლეები by

8 ივნისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც მიეძღვნა გარემოს დაცვის საერთშორისო დღეს.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ძველი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 10 ჰა ფართობი, მონაწილეობა  მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა, 70-მდე მოხალისემ, შეგროვდა დაახლოებით 200 ტომარა ნარჩენი.

დასუფთავების აქცია წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

Leave a Reply

Your email address will not be published.

*