მთავარი / სიახლეები / დასუფთავების აქცია წყალტუბოში

დასუფთავების აქცია წყალტუბოში

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს წყალტუბოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს წყალტუბოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთვდა ცივი ტბის და კურორტის პარკის ტერიტორია, დაახლოებით 1.0 ჰა ფართობი, აქციაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს გუბერნიის, გამგეობის, საკრებულოს თანამშრომლებმა, სულ 250-მდე მოხალისემ. აქციის ფარგლებში შეგროვდა 10 მ3 ნარჩენი.

დასუფთავების აქცია წყალტუბოში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

იხილეთ ასევე

სემინარი სამეგრელოს რეგიონალური მედიის წარმომადგენლებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების …

ეკო-ბანაკი სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *