მთავარი / სიახლეები / შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს მოსახლეობასთან (19.08.2017)

შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოს მოსახლეობასთან (19.08.2017)

19 აგვისტოს 2017წ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს წყალტუბოს რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, პროექტის „დავასუფთაოთ საქრთველო ფაზა III” ფარგლებში, ჩატარდა შეხვედრა სოფელ სიფელ წყალტუბოს მოსახლეობასთან პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს რეგიონებში და სოფლებში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული  პრობლემების მოგვარებაზე ხელშეწყობას და ადგილობრივი მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ჩატარებას.

შეკრებილ მოსახლეობას ადგილობრივი კორდინატორის მიერ მიეწოდა ინფორმაცია იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გარემოში ნარჩენების უსისტემოდ განთავსებით. საუბარი იყო ევროპის წამყვანი ქვეყნების მაგალითებზე, სადაც აღნიშნული პრობლება უკვე მოგარებულია.

შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაფიქსირდა ის პრობლემები რაც ადგილობრივებს აწუხებს. ითქვა რომ, სოფლად  ნარჩენების პრობლემები ჯერ ჯიდევ არსებობს და ხშირად ნარჩენები იყრება უსისტემოდ გარემოში. გამოითქვა მზაობა აქტიურად ჩაერთონ ყველა  იმ ღონისძიებაში, რაც მიმართული იქნება ნარჩენების პრობლემის მოგვარებაზე. შეხვედრას ესწრებოდა 19  ადგილობრივი მაცხოვრებელი.

პროექტს – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“,  ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

იხილეთ ასევე

ეკო-ბანაკი სამეგრელოს რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და …

დასუფთავების აქცია ბოლნისში

16 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა მორიგი …

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *