Greens Movement of Georgia / Friends of the Earth – Georgia

შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში

in სიახლეები by

მიმდინარე წლის 23 ივლისს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხრეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე – NAMA, სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარება“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სადაც, საუბარი იყო პროექტის ფარგლებში ჩატარებული და სამომავლოდ დასახული ქმედებების შესახებ.
პროექტის მიზანია ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარება საქართველოს რეზიდენციალურ სექტორში ემისიების გაფრქვევის შემცირების მიზნით და ამ ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფა. ასევე, ხელშეწყობა ადგილობრივ თემებში ალტერნატიული და დაბალემისიური ტექნოლოგიების დანერგვის, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ტრადიციული ენერგო-მატარებლების ჩანაცვლების გზით.
შეხვედრაზე საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლებმა ისაუბრა, პარტნიორ ორგნიზაციებთან ერთად მომზადებული საპროექტო წინადადების “სამართლიანი, კლიმატის გაუმჯობესების და მდგრადი განვითარებისათვის – გენდერულად მგრძნობიარე, ეროვნულად მისაღები შერბილების ქმედებები (NAMA) ენერგოსექტორისათვის საქართველოში“ შესახებ. რომელიც ითვალისწინებს საქართველოს სასოფლო რეგიონებში მზის წყალგამაცხელებლების დამონტაჟებას და ენერგოეფექტური ღუმელების გავრცელებას.
შეხვედრის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით შეირჩა ბენეფიციარი, სადაც პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხრეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე – NAMA, სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარება“ ფარგლებში, დაყენდება სადემონსტრაციო, მზის ენერგიით წყალგამაცხელებელი.
შეხვედრამ საინტერესოდ ჩაირა, რაზეც მეტყველებდა კითხვა-პასუხის სიმრავლე. დასასრულს შეკრებილი საზოგადოების უმრავლესობამ გამოთვქა სურვილი დააყენონ მზის წყალგამაცხელებლები.

პროექტს ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია “სემა”, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო და საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრი, „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) თანამშრომლობით და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრა პროექტის ფარგლებში

in სიახლეები by

პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხრეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე – NAMA, სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარება“ ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან. სადაც განიხილეს პროექტის ფარგლებში დაგეგმილი, შესრულებული და მიმდინარე საქმიანობები.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს მწვანეთა მოძრაობის, ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) და პარტნიორების მიერ მიეწოდა ინფორმაცია, მომზადებული საპროექტო წინადადების “სამართლიანი, კლიმატის გაუმჯობესების და მდგრადი განვითარებისათვის – გენდერულად მგრძნობიარე, ეროვნულად მისაღები შერბილების ქმედებები (NAMA) ენერგოსექტორისათვის საქართველოში“ შესახებ.
დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სასოფლო რეგიონებში მზის წყალგამაცხელებლების დამონტაჟებას და ენერგოეფექტური ღუმელების გავრცელებას.
შეხვერაზე გაიმართა მსჯელობა წარსადგენი პროექტის“ სამართლიანი კლიმატის-გაუმჯობესების და მდგრადი განვითარებისათვის – გენდერულად მგრძნობიარე შერბილების ქმედებების“ ინტეგრაციაზე, კლიმატის ცვლილების ეროვნულ დონეზე განსაზღვრული სავარაუდო წვლილის – (INDC), საქართველოს ეროვნულ ენერგო პოლიტიკის, დაბალემისიებიანი განვითარების (LEDS) და საქართველოს სატყეო სექტორის ეროვნულ სტრატეგიებზე.
კლიმატის ცვლილების პროცესების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით სწორი პოლიტიკის გატარებისათვის აუცილებელია შესაბამისი ეროვნული მოქმედებათა გეგმების შემუშავება, რომელიც შეესაბამება ქვეყნის შესაძლებლობებსა და ითვალისწინებს ადგილობრივ თავისებურებებს. ამასთან დაკავშირებით კლიმატის ცვლილების ინიციატივის ფარგლებში შემუშავებული იქნა სპეციალური მექანიზმი ე.წ. NAMA (Nationally Appropriate Mitigation Actions) ქვეყნებისათვის მიზანშეწონილი კლიმატის შემარბილებელი ქმედებები-ემშქ, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნების დახმარებას განავითარონ კლიმატის ცვლილების შემარბილებელი სხვადასხვა მასშტაბური და მაღალეფექტური პროექტები, რომელთა შედეგებიც იქნება გაზომვადი, ანგარიშგებადი და დამოწმებული.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ბიზნებს-სექტორის წარმომადგენლებმა.
პროექტს „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხრეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე – NAMA, სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარება“, ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის“ – WECF – თან, საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაციასთან – “სემა”, სოფლად თემთა განვითარების სააგენტოსთან, საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრთან თანამშრომლობითა და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით.

გარემოზე ზემოქმედების პროცედურა საქართველოში

in სიახლეები by

საქართველოს პარლამენტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობარი-საქართველოს ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თანამშრომლობითა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, გაიმართა შეხვედრა გარემოზე ზემოქმედებისა და სტრატეგიული შეფასების პროცედურის საკითხებთან დაკავშირებით. სადაც საუბარი იყო გარემოზე ზემოქმედების და სტრატეგიული შეფასების პროცედურებზე – საქართველოში, გარემოზე ზემოქმედების პროცედურის არსებული საერთაშორისო გამოცდილების განხილვაზე და სტრატეგიული შეფასების პროცედურის დანერგვის პერსპექტივებზე, შესაძლო დაბრკოლებების გამოვლენაზე, რომლებიც შეიძლება შეიქმნას გარემოზე ზემოქმედების პროცედურის და სტრატეგიული შეფასების პროცედურის საერთაშორისო გამოცდილების დანერგვისას და ა.შ.

შეხვედრაში მონაწილობდნენ, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინფრასტრუქტურის და რეგიონალური მართვის სამინისტროს, საკონსულტაციო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.

შეხვედრა გახსნა საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ გია ჟორჟოლიანმა, რომელმაც ისაუბრა გზშ პროცედურების მნიშვნელობაზე – აღნიშნა, რომ ის კიდევ უფრო აქტუალური გახდა თბილისში მომხდარმა სტიქიის შემდეგ. მისივე თქმით, გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა მოხდეს არა მხოლოდ ეკოლოგიის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი უნდა გახდეს ეკონომიკური და სოციალ-ეკონომიკური შეფასება. აღნიშნა, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) შესახებ“ კანონპროექტზე ასევე, სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს. დღევანდელი შეხვედრა ამ საკითხებზე, სამუშაო ფორმატში მსჯელობას ისახავს მიზნად და ღიაა ყველა მოსაზრებისთვის.

გამომსვლელებს მიესალმა ასევე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ქ-ნი ია თიკანაძე.

გარემოს ზემოქმედების ნებართვების (გზნ) კანონმდებლობის სრულყოფის თვალსაზრისით მიმდინარე სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, მაია ბითაძემ. მისი ინფორმაციით, გარემოზე ზემოქმედებისა და სტრატეგიის შეფასების თვალსაზრისით, სამინისტრო ცდილობს მოაწესრიგოს ის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები, რომელიც დღესდღეობით არ არის სრულყოფილი.
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ თავის გამოსვალში აღნიშნა, რომ საჭიროა საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია თუ რა არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურა, რით განსხვავდება ის გარემოს ზემოქმედების ნებართვებისგან (გზნ), რომელსაც დღეს სახელმწიფო გასცემს, რატომ უნდა იყოს პროცედურა ისეთი, როგორიც ევროპულ დირექტივაშია მოთხოვნილი და რასაც ჩვენ ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ღია დისკუსია ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც გამომსვლელებს საუბარი ჰქონდათ თავიანთ პრეზენტაციებში,
შეხვედრის დასასრულს განხილული იყო საერთაშორისო პრაქტიკის ჭრილში სტრატეგიული ზემოქმედების შეფასების პროცედურის და სტრატეგიული ზემოქმედების შეფასების ეკონომიკური ასპექტები. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, რომ „სამომავლოდაც გაგრძელდება მსგავში სამუშაო შეხვედრები, რათა ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებული იქნას ისეთი ნორმატიული წესრიგი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების სფეროში ქვეყნისათვის აუცილებელი რეგულირების დამკვიდრებას უზრუნველყოფს“.

შეხვედრა ორგანიზებული იყო პროექტის „გარემოზე ზემოქმედების პროცედურა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობარი – საქართველო ,, ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით.

საერთაშორისო კონფერენცია – „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო“

in სიახლეები by

მიმდინარე წლის 1ივნისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში გაიმართა საერთაშორისო კონფერენციაზე თემაზე – „შეიარაღებული კონფლიქტები და გარემო“. კონფერენციის მიზანი იყო შეიარაღებულ კონფლიქტებსა და პოსტკონფლიქტურ პირობებში ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხების პრობლემების მოგვარების პროცესში ექსპერტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლის განხილვა.
კონფერენციაზე ორგანიზატორების გარდა, სიტყვით გამოვიდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი. სტუმრებმა ისაუბრეს, თუ რა გავლენას ახდენს შეიარაღებული კონფლიქტები ბუნებრივ გარემოზე, ადგილობრივ ეკოსისტემებსა და კონფლიქტის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.
კონფერენციის პირველი პანელური დისკუსიის დროს განხილული იყო გარემოს მდგომარეობა შეიარაღებული კონფლიქტების დროს, რომელშიც მონაწილობა მიიღეს გარემოსდაცვითი სფეროს ექსპერტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, მოქალაქეებმა კონფლიქტის ზონიდან, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებმა, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეჩნეთიდან. დედამიწის მეგობრების ჯგუფების წევრებმა ჩრდილოეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან, ჩრდილოეთ ირლანდიიდან და უკრაინიდან.
მეორე პანელურ დისკუსიაში მონაწილეები შეეხენ კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ზონებში ბუნებრივი რესურსების მართვის და სოციალური პოლიტიკის, ნიადაგისა და ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვების საკითხებს და ა. შ.
დასკვნით პანელურ დისკუსიაზე საუბარი იყო საერთაშორისო საზოგადოების როლზე კონფლიქტების პრევენციაზე და მის გადაწყვეტაზე, რომელშიც მონაწილობა მიიღეს საერთაშრისო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა; გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტებმა; საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, დედამიწის მეგობრების ჯგუფებმა, კონფლიქტოლოგებმა, პოლიტოლოგებმა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ასევე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ელენე რუსეცკაიამ, რომელმაც ისაუბრა გენდერულ საკითხებზე კონფლიქტის რეგიონში, საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელმა მექა ხანგოშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, როგორც საქართველოდან, ასევე, კავკასიიდან, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის 24 ქვეყნიდან. მათ შორის, ინგლისიდან, ჩრდილოეთ ირლანდიიდან და ბალკანეთიდან და ა.შ.
კონფერენცია ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველოს და არასამთავრობო ორგანიზაციათა საერთაშორისო ქსელის დედამიწის მეგობრები-ევროპის (FoEE) მიერ, ევროპელი ქალები უკეთესი მომავლისათვის (WECF) მხარდაჭერით.

მონიტორინგი პროექტის ფარგლებში

in სიახლეები by

„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ და „ევროპელი ქალები საერთო მომავლისთვის (WECF)“ – წარმომადგენლებმა, პროექტის „ადგილობრივი შესაძლებლობების შექმნა სოფლად, საოჯახო პირობებში გათბობის, ცხელ წყლისა და თბოიზოლაციის სისტემების დანერგვაზე აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში“ ფარგლებში, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში განახორცილეს მონიტორინგი.
პროექტი, გასული წლის სექტემბერში დაიწყო და დეკემბერში დასრულდა. მისი მიზანი ოყო ხონის რეგიონში დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის ენერგომომარაგებისა და მათი პირობების გაუმჯობესება, 25 ადგილობრივად წარმოებული მზის წყლის გამაცხელებელი კოლექტორის მშენებლობის გზით. მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ მოსახლეობა კმაყოფილია მზის კოლექტორების მოხმარების, რადგანაც გაუუმჯობესდათ პირობები, შეუმცირდათ საყოფაცხოვრებო ხარჯები, მუდმივად გააჩნით მზის ენერგიით მიღებული ცხელი წყალი, ქალბატონებს შეუმსუბუქდათ შრომა. უფრო მეტიც, უმრავლესობამ გადაწყვიტა გაცილებით კომფორტული აბაზანების მოწყობა, მზის ენერგიით ცხელი წყლის გამაცხელებლის მიღებული ეფექტიდან გამომდინარე.
პროექტი ხორციელდება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველოს“ და „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF)“ მიერ, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მხარდაჭერით.

“დედამიწის დღე” საქართველოს მწვანეთა მოძრაობის მიერ წელს 25-დ აღინიშნა

in სიახლეები by

22 აპრილი „დედამიწის დღეა“, ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი კამპანიაა და საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დაცვის მიზნით აერთიანებს მსოფლიო საზოგადოებას სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიების ჩასატარებლად. „დედამიწის დღე“ პირველად 1970 წელს აღინიშნა მსოფლიო მასშტაბით და მილიონობით ადამიანი გამოვიდა ჩვენი პლანეტის – დედამიწის დასაცავად.
„დედამიწის დღის“ დაარსების ინიციატორი იყო ამერიკელი გარემოსდამცველი სენატორი გეილორდ ნელსონი, მიზეზი სანტა ბარბარას საბადოებიდან ნავთობის დაღვრა იყო, რომელმაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია.
„დედამიწის დღეს“ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა ყოველწლიურად სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობებით აღნიშნავს, წელს ამ დღის ფარგლებში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში ჩატარდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია.

შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ხელშეწყობით და ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხრეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე – NAMA, სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარება“ ფარგლებში, შედგა სამუშაო შეხვედრა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. შეხვედრას ესწრებოდნენ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია მიმდინარე პროექტის შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარებას საქართველოს რეზიდენციალურ სექტორში ემისიების გაფრქვევის შემცირების მიზნით და ამ ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფას, ხელს შუწყობს ადგილობრივ თემებში ალტერნატიული და დაბალემისიური ტექნოლოგიების დანერგვას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ტრადიციული ენერგო-მატარებლების ჩანაცვლების გზით, და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას.
პროექტს ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია “სემა”, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო და საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრი, „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) თანამშრომლობით და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით.

სამუშაო შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში

in სიახლეები by

პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხრეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე – NAMA, სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარება“ ფარგლებში, შედგა სამუშაო შეხვედრა ვანის მუნიციპალიტეტში. რომელსაც ესწრებოდნენ, ვანის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტში შემავალი თემების რწმუნებულები, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია მიმდინარე პროექტის შესახებ. პროექტი მიზნად ისახავს ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარებას საქართველოს რეზიდენციალურ სექტორში ემისიების გაფრქვევის შემცირების მიზნით და ამ ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფას, ხელს შუწყობს ადგილობრივ თემებში ალტერნატიული და დაბალემისიური ტექნოლოგიების დანერგვას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ტრადიციული ენერგო-მატარებლების ჩანაცვლების გზით.
პროექტს ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია “სემა”, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო და საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრი, „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) თანამშრომლობით და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით.

შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ხელშეწყობით და ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხრეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე – NAMA, სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარება“ ფარგლებში, შედგა სამუშაო შეხვედრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. რომელსაც ესწრებოდნენ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალიტეტში შემავალი თემების რწმუნებულები, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის წარმომადგენლებს მიეღოთ ინფორმაცია მიმდინარე პროექტის შესახებ. პროექტი მიზნად ისახავს ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარებას საქართველოს რეზიდენციალურ სექტორში ემისიების გაფრქვევის შემცირების მიზნით და ამ ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფას, ხელს შუწყობს ადგილობრივ თემებში ალტერნატიული და დაბალემისიური ტექნოლოგიების დანერგვას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ტრადიციული ენერგო-მატარებლების ჩანაცვლების გზით, და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას.
შეხვედრამ მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ადგილობრივებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ მწვანეთა მოძრაობასთან და ხელი შეუწყონ ადგილობრივ თემებში ალტერნატიული და დაბალემისიური ტექნოლოგიების დანერგვას.
პროექტს ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია “სემა”, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო და საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრი, „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) თანამშრომლობით და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით

პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხრეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე – NAMA, სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარება“

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ეკოლოგიურ მიწათმოქმედთა ასოციაცია “სემა”, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო და საზოგადოების განვითარების ახალციხის ცენტრი, „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) თანამშრომლობისა და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს – „სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლობა მთავრობასთან და სხვა დაინტერესებულ მხრეებთან ეროვნულად მისაღები კლიმატის ცვლილების შერბილების ქმედებებზე – NAMA, სოფლად მდგრადი ენერგიის განვითარება“.
პროექტი მიზნად ისახავს ფართომასშტაბიანი ღონისძიებების გატარებას საქართველოს რეზიდენციალურ სექტორში ემისიების გაფრქვევის შემცირების მიზნით და ამ ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფას, ხელს შუწყობს ადგილობრივ თემებში ალტერნატიული და დაბალემისიური ტექნოლოგიების დანერგვას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ტრადიციული ენერგო-მატარებლების ჩანაცვლების გზით, და რაც მთავარია, ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებას.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებოთ, შედგა სამუშაო შეხვედრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. რომელსაც ესწრებოდნენ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და მასში შემავალი თემების რწმუნებულები, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები. მონაწილეებს მიეწოდა სრული ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობისა და მის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. აღინიშნა, რომ პროექტის დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებებილია ერთობლივი თანამშრომლობით.
შეხვედრამ მონაწილეებში დიდი ინტერესი გამოიწვია, ადგილობრივებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ითანამშრომლონ მწვანეთა მოძრაობასთან და ხელი შეუწყონ ადგილობრივ თემებში ალტერნატიული და დაბალემისიური ტექნოლოგიების დანერგვას.
პროექტი ხორცილდება „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) თანამშრომლობით და საქართველოში ევროკომისიის დელეგაციის ფინანსური მხარდაჭერით.

1 15 16 17 18 19 31
Go to Top