Greens Movement of Georgia / Friends of the Earth – Georgia

დასუფთავების აქცია საგარეჯოში

in სიახლეები by

საგარეჯოს მუნიციპლიტეტში გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივი წარმომადგენლის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა გიორგიწმინდას ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია 1,5 ჰა ფართობი, მონაწილეობდა 25 ადამიანი, შეგროვდა და გატანილი იქნა 5 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დასუფთავების აქცია საგრეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

გარემოს დაცვის დღეს ტყიბულში

in სიახლეები by

5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორიო დღე ტყიბულში დასუფთავების აქციით აღინიშნა, რომელსაც ადგილზე ორგანიზება გაუკეთა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივმა კოორდინატორმა.

ტყიბულში აქციები ჩატარდა ქალაქში და სოფლის ცენტრებში, სადაც დასუფთავდა ცენტრალური უბნები. ასევე დასუფთავდა  გელათის მიმდებარე ტერიტორია. აქციის ფარგლებში დასუფთვდა 20 ჰა ფართობი, შეგროვდა 30 მ3 ნარჩენი, მონაწილეობდა 500 ადამიანი, მათ შორის სკოლის მოსწავლეები.

დასუფთავების აქცია ტყიბულში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

დასუფთავების აქცია გარემოს დაცვის დღეს ქ. ქუთაისში

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ქუთაისის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს ქ. ქუთაისში ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა მუხნარის ტყის მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 5 ჰა ფართობი, შეგროვდა დაახლოებით 10 მ3 ნარჩენი. მონაწილობა მიიღეს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ქალაქის მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 300-მდე მოხალისემ.

დასუფთავების აქცია ქუთაისში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

დასუფთავების აქცია წალკაში

in სიახლეები by

8 ივნისს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც მიეძღვნა გარემოს დაცვის საერთშორისო დღეს.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ძველი ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 10 ჰა ფართობი, მონაწილეობა  მიიღო ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა, 70-მდე მოხალისემ, შეგროვდა დაახლოებით 200 ტომარა ნარჩენი.

დასუფთავების აქცია წალკის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

დასუფთავების აქცია წყალტუბოში

in სიახლეები by

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს წყალტუბოში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს წყალტუბოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა დასუფთავების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთვდა ცივი ტბის და კურორტის პარკის ტერიტორია, დაახლოებით 1.0 ჰა ფართობი, აქციაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობა მიიღეს გუბერნიის, გამგეობის, საკრებულოს თანამშრომლებმა, სულ 250-მდე მოხალისემ. აქციის ფარგლებში შეგროვდა 10 მ3 ნარჩენი.

დასუფთავების აქცია წყალტუბოში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

დავასუფთაოთ ხარაგაული

in სიახლეები by

5 ივნისს, ხარაგაულში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ჩატარდა გარეს დაცვის დღის ფარგლებში დასუფთვების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა სოფლების ხევის, ნუნისის, ვახანის და ზვარეს საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორიები, მონაწილეობდა 200-მდე მოსწავლე, დასუფთავდა 1 ჰა ფართობი, შეგროვდა 3 მ3 ნარჩენი.

დასუფთავების აქცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

დასუფთავების აქცია ხონის მუნიციპალიტეტში

in სიახლეები by

5 ივნის, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების-საქართველოს ხონის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით ჩატრდა დასუფთვების აქცია.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა  ხონში მუნიციპალიტეტში ცენტრში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების, მე-2 საჯარო სკოლის, ცენტრალური ავტოსადგურისა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიები. დასუფთავების აქციაში მონაწილეობდა 120 ადამიანი, დასუფთავდა დაახლოებით 2,5 ჰა ფართობი, შეგროვდა 2 მანქანა ნაგვის მანქანა ნარჩენი.

დასუფთავების აქცია ხონის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

შეხვედრა პროექტის ფარგლებში

in სიახლეები by

2016-2017 წლებში არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო და ასოციაცია „ძელქვა“, გლობალური სატყეო კოალიციის დაფინანსების ფარგლებში ახორციელებს პროექტს  „საქართველოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვაში ადგილობრივი თემების მონაწილეობის შეფასება და ამ საქმეში მათი უფლებებისა და როლის ამაღლების ხელშეწყობა“.

Global Forest Coalition (GFC) შეიქმნა 2000 წელს 19 არასამთავრობო, მკვიდრი მოსახლეობისა და ადგილობრივი თემების ორგანიზაციების მიერ. კოალიციის საქმიანობაში, მრავალ მიმართულებას შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ტყის სამუშაო ჯგუფს.

პრაქტიკამ აჩვენა, რომ დედამიწის ლოკალური ტერიტორიების, ლანშაფტებისა და განსაკუთრებული უბნების დაცვის მრავალფეროვან ორგანიზაციულ და ფუნქციურ სისტემებს შორის  მეტად ეფექტური აღმოჩნდა  ადგილობრივი მოსახლეობისა და თემების მიერ თვითორგანიზებული დაცვის სისტემა ICCAs (Indigenous and community conserved areas).

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოვლინდა ტყის უბნები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა იცავს და არსებული მასშტაბებიდან გამომდინარე შესაძლებელი გახდა ICCAs მსოფლიო კონსორციუმის შემნა, რომელიც წარმატებით და მეტად ეფექტურად ფუნქციონირებს.

ეს სისტემა განსაკუთრებით წარმატებით ფუნქციონრებს დაბალი და ნაკლებად განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ასეთ შემთხვევებში, დაინტერესებული ადგილობრივი მოსახლეობის ქმედებები ეყრდნობა ტრადიციებს, წინა თაობების გამოცდილებასა და მიდგომებს.

ცნობილია, რომ ტყის უბნების დაცვის სტრანდარტული მიდგომები, სტრუქტურული და ორგანიზაციული ასპექტები, გარკვეულ კონფლიქტურ სიტაციებს წარმოქმნის მენეჯმენტსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. თვით თემების მიერ ტერიტორიების დაცვის შემთხვევაში კი ეს სიტუაცია არ არსებობს და შედეგად ადგილობრივი თემების მიერ ტერტორიების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად აღემატება სახელმწიფოს მიერ სატყო უბნების დაცვის ხარისხს.

აღნიშნული პროექტი  სწორედ ასეთი სიტუაციების შეფასებას ეხებოდა და შედეგებიც მეტად საინტერსო და იმედისმომცემი მივიღეთ.

მოკლე პერიოდში გამოვავლინეთ ადგილობრივი მოსახლეობისა და თემების მიერ მიმდებარე ტყეების დაცვისა და შენარჩუნების მრავალი ფაქტი (შეგნებულად არ ვასახელებთ, რათა ბრაკონიერებსა და არაკეთილსინდისიერ ბუნების დამცველებს არ ვუბიძგოთ დაცული ტყეების გაჩეხვისაკენ).

ამ ეტაპისთვის, ინტენსიურად ვმუშაობთ და პროექტის დასრულების შემდეგაც ვაპირებთ აქტიური კონტაქტების შევინარჩუნოთ შიდა ქართლისა და იმერეთის 3 თემთან, ვეხმარებით მათ გაძლიერებას და დასახული მიზნების შესრულებაში, მოვიპოვებთ მათთვის ინფორმაციას და ვლობირებთ მუნიციპალიტეტის თუ ცენტრალური ხელისუფლების წინაშე. ადგილობრივი თემებისათვის ნაყოფიერი გამოდგა პროფესიონალების დახმარება, რომლებსაც დავაკავშირეთ მათივე თხოვნის  საფუძველზე.

ადგილობრივ თემებთან დაკავშირებით ჩვენი მიდგომა მკაცრად ორიენტირებულია ადგილობრივი ინიციატივების მხარდაჭერაზე და კატეგორიულად გამოვრიცხავთ ჩვენი აზრების მათთვის კარნახს თუ თავსმოხვევას.

პროექტის ფარგლებში, ივნისის თვეში ჩატარდა ეროვნული კონფერენცია, სადაც თემების წარმომადგენლებმა იმსჯელეს მიმდებარე ტყეების მდგომარეობაზე, მათ შენარჩუნებაზე, ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები და პოზიციები, დასახეს სამომავლო ამოცანები. გადაწვიტეს, რომ ისინი გააერთიანებენ ძალისხმევას.

ტყეზე ზეწოლის შემცირების მიზნით, ადგილობრივი თემები ფიქრობენ საკუთარი ეკონომიკური პოტენციალის გაზრდაზე, რათა მათთვის ხელმისაწვდომი გახდეს ბუნებრივი გაზისა და სხვა ენერგეტიკული რესურსებით შეშის ჩანაცვლება.

ამ ამოცანის გადაჭრელად მათ მიზნად დაისახეს თავიან სოფლებში ბიომეურნეობების ხელშეწყობა და გაძლიერება. ამ იდეის რეალიზაციაში დახმარების მიზნით, ჩვენს მიერ ორგანიზებული იქნა თემების წარმომადგენელთა სტუმრობა და გამოცდილების გაზიარება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედაში ბიომეურნე ბატონ ოთარ ფოცხვერაშვილთან. ერთობლივად ვიმსჯელეთ სხვა საკითხებზეც.

„ჯანსაღი გარემო-ჯანმრთელი მომავალი“

in სიახლეები by

5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთშორისო დღეს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით პროექტის – „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ – ფარგლებში ქ. ზუდგიდში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია, სახელწოდებით – „ჯანსაღი გარემო-ჯანმრთელი მომავალი“, რომელიც მიეძღვნა დიდი ქართველი მეცნიერისა და ბოტანიკოსის ალექსანდრე მაყაშვილის ხსოვნას.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სამეგრელოს რეგიონის 7 მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი ნაშრომები სხვადასხვა გარემოსდაცვით საკითხებზე.

კონფერენციაში მონაწილე ყველა მოსწავლე დაჯილდოვდა სერთიფიკატით და ეკობანაკის საგზურით.

კონფერენცია ჩატარდა პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით

ნარჩენების მართვის ხუთწლიანი მუნიციპალური გეგმა

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდა შემაჯამებელი კონფერენცია.

პროექტი მიზნად ისახავდა გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტებისათვის ნარჩენების მართვის 5 წლიანი მუნიციპალური გეგმის შემუშავებას; გარემოსდაცვითი მმართველობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; რეგიონში სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვის კუთხით; ადგილობრივი საზოგადოების გააქტიურებასა და ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.

ხუთწლიანი გეგმის მომზადების მიზნით, თითოეულ  მუნიციპალიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფები და დაინიშნა პროექტის ადგილობრივი მენეჯერები, რომლებსაც გეგმის მომზადებაში ტექნიკური დახმარება გაეწია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მხრიდან.

კონფერენციაში მონაწილეობდა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორის მოადგილე დავით ჭავჭანიძე, ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი ალვერდ ჩანქსელიანი, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

პროექტი „მუნიციპალიტეტების დონეზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მათი ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ გურიის რეგიონში განხორციელდა საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO), ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) ფინანსური მხარდაჭრით.

 

1 2 3 4 5 31
Go to Top