Greens Movement of Georgia / Friends of the Earth – Georgia

იმერეთის რეგიონის გარემოსდაცვითი საკითხების მიმოხილვა და ანალიზი განვითარების სტრატეგიის (2014-2021 წწ) საფუძველზე

in სტატიები by

ავტორი: ნანა დეისაძე   

27/05/2017

იმერეთის რეგიონის ზოგადი მიმოხილვა

იმერეთის რეგიონი საქართველოს ცენტრალური ნაწილია. იგი დასავლეთ საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს. იმერეთის რეგიონის ტერიტორიის ფართობი 6518,8 კვ.მ–ია და საქართველოს ტერიტორიის 9,4%-ს შეადგენს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კი რეგიონს პირველი ადგილი უჭირავს, მისი მოსახლეობა 2014 წლისთვის 703,3 ათას კაცს შეადგენდა, რაც საქართველოს მოსახლეობის 15,7%-ია. აღსანიშნავია, რომ იმერეთის რეგიონში საჩხერის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი ჯრია, პერევი და ჭურნალი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიების გამყოფ ხაზთან. რელიეფური მრავალფეროვნების გამო, იმერეთი პირობითად იყოფა ზემო და ქვემო იმერეთად, რომელიც აერთიანებს 12 მუნიციპალიტეტს: ქალაქ ქუთაისს, ბაღდათის, ვანის, ზესტაფონის, თერჯოლის, სამტრედიის, საჩხერის, ტყიბულის, ხარაგაულის, ხონის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს. რეგიონში შედის 11 ქალაქი, 3 დაბა და 529 სოფელი. იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი ქუთაისი, რომელიც ამავე დროს სახელმწიფოს საპარლამენტო ქალაქია.

იმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში. აღსანიშნავია, რომ მხარის დაბალმთიან და საშუალომთიან ზონებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, მაგრამ დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივია, ზაფხული კი შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის თვის ტემპერატურა საშუალოდ +20C, +50C-ია, ხოლო ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა +380C, +400C. ნალექების რაოდენობა 1300-1800 მმ-ია. ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 150-ს შეადგენს. რეგიონი ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. რეგიონი მდებარეობს სატრანსპორტო მაგისტრალის გასწვრივ და საზღვაო პორტებთან ახლოს (ბათუმი – 130 კმ., ფოთი – 102კმ.). ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტიდან 15 კმ-ში მდებარეობს დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი.

რეგიონი გამოირჩევა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებით ამჟამად, იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული.

რეგიონში ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებია მძლავრი ენერგეტიკული ბაზის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, იმერეთის რეგიონს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებისათვის.

 

იმერეთის  გარემოსდაცვითი საკითხების ზოგადი მიმოხილვა

ჰაერის ხარისხი

რეგიონში ჰაერის დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციაზე მაღალია. ძირითად დამაბინძურებლებს შორისაა მანგანუმისა მადნისა და ქვანახშირის გამამდიდრებელი საწარმოები და მეტალურგიული ქარხნები, რომლებიც ძირითადად ჭიათურის, ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებშია ლოკალიზებული.

ზესტაფონში მაღალია მანგანუმის ორჟანგის კონცენტრაცია, ქუთაისში – მტვრისა და გოგირდის დიოქსიდის კონცენტრაცია. ტყიბული, ასევე განიცდის ბუნებრივი რესურსების კარიერულ მოპოვებასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული ემისიების უარყოფით ზემოქმედებას.

იმერეთზე გამავალი საქართველოს ძირითადი სატრანსპორტო დერეფნის – ბათუმი- თბილისის საავტომობილო გზის გამო, საავტომობილო ტრანსპორტი, ასევე უარყოფითად მომქმედებს ჰაერის სისუფთავის ხარისხზე. მშენებარე საავტომობილო მაგისტრალი მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას, მაგრამ იმის გამო, რომ იგი კვეთს რეგიონის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, მათი გამოფრქვევებისგან დასაცავად სასურველია სპეციალური დამცავი ზოლის მოწყობა.

წყლის ხარისხი

იმერეთის რეგიონის წყლის რესურსების დაბინძურება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო საქმიანობის შედეგია. მუნიციპალური საკანალიზაციო სისტემებისა და მათი გამწმენდი ნაგებობების გაუმართაობა ზედაპირული წყლის ობიექტების მნივშვნელოვან დაბინძურებას იწვევს.

ზედაპირული წყლის ობიექტების დაბინძურება, ასევე ხდება საწარმოო ობიექტებიდან, რაც გარემოსდაცვით ზედამხედველობას საჭიროებს. ამ მხრივ, აღსანიშნავია ჭიათურის მუნიციპალიტეტი სადაც, საწარმოების მიერ ჩამდინარე წყლებთან ერთად მდ. ყვირილაში დიდი რაოდენობით ჩაედინება მყარი შეწონილი ნაწილაკები და მანგანუმის ნაერთები, რაც ამ მდინარის მნიშვნელოვან დაბინძურებას განაპირობებს. იმერეთის რეგიონში მდინარეები უმეტესწილად გაედინებიან სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სიახლოვეს. ორგანული და არაორგანული სასუქების არასწორი გამოყენების შედეგად არსებობს წყლის ობიექტების ორგანული ნივთიერებებით, აზოტისა და ფოსფორის ნაერთებით დაბინძურების რისკი. რეგიონისათვის დამახასიათებელ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატებით წყლების დაბინძურება ერთ-ერთი პრობლემური საკითხია.

ტყის დაცვა

2012 წლის მონაცემებით იმერეთის რეგიონში ტყით დაფარული ფართობის 97%-ს ეროვნული სატყეო სააგენტო მართავს, ხოლო დანარჩენი დაცული ტერიტორიების ფარგლებშია. ტყეებში მერქნული და არამერქნული რესურსებით სარგებლობის რაციონალურად რეგულირება ერთ-ერთი გარემოსდაცვითი პრობლემაა. მთის ტყეების ფუნქციონალური დანიშნულების გათვალისწინებით ცალკეული კატეგორიის ტყის მასივებში მერქნული რესურსებით სარგებლობის შესაძლებლობები შეზღუდულია, კერძოდ: საკურორტო ტყეებში, მწვანე ზონის ტყეებში, აღკვეთილებში, ეროვნული პარკებში, ასევე განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნებში. აქტუალურია, რომ ტყის მდგრადი მართვა და გამოყენება დაიგეგმოს ადგილობრივი თემებისთვის სარგებლის სამართლიანი და თანასწორი განაწილების უზრუნველყოფის გათვალისწინებით.

2013 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ იმერეთის რეგიონში განხორციელდა დაავადებული წაბლნარი კორომების სანიტარული ჭრების ეფექტიანობის შეფასება და ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურის და ზესტაფონის სატყეო უბნების კვლევა. ამ მხრივ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე დაავადებული წაბლნარი კორომების აღდგენა-გაჯანსაღება. 2014 წელს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ წარმოდგენილ იქნა ხარაგაულის სატყეო უბნის ტყის მეურნეობის ტაქსაციური აღწერები და მართვის გეგმა. საჭიროა, რომ ასეთი სამუშაო და მართვის გეგმა შესრულდეს ყველა უბნისათვის, რომელთა უმრავლესობა ტყის მოვლისა და აღდგენის ფართომასშტაბიან ღონისძიებებს საჭიროებს.

ნიადაგის ხარისხი

იმერეთის რეგიონში გვხვდება ნიადაგის ეროზიისა და დაბინძურების პრობლემაც. მაგალითად საჩხერის მუნიციპალიტეტში ადგილი აქვს ნიადაგის ეროზიას, სადაც სხვადასხვა მიზეზით ეროზირებულია სასოფლო-სამეურნეო მიწების 5%-მდე. როგორც ჩანს, ეს გარკვეულწილად გადაძოვებას უკავშირდება. ასევე აქ ტყის განაკაფებში ადგილ-ადგილ მეწყრული მოვლენებიც განვითარდა. ნიადაგის დაბინძურების მთავარი მიზეზებია: საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ნარჩენების პირდაპირ გარემოში გადაყრა, გამონაბოლქვი გაზები, სასოფლო სამეურნეო წამლები და ქიმიური სასუქები, ჰაერის დამბინძურებელი მავნე გაზების წვიმის შედეგად მიწაში შერევა და ტყეების განადგურების შედეგად გამოწვული ნიადაგის ეროზია. ნიადაგი განსაკუთრებით დაბინძურებულია ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე.

 

 

 

 

 

 

 

იმერეთის გარემოსდაცვითი საკითხების SWOT ანალიზი

 

ძლიერი მხარეები

 

სუსტი მხარეები

 

·       გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეებს შორის კოორდინირების მაღალი დონე

·       დაცული ტერიტორიების მართვის გამართული სისტემა

·       არსებული ნაგავსაყრელების მოწესრიგების მიმდინარე პროცესი; ახალი ნაგავსაყრელების მშენებლობა; ნარჩენების სეპარაციის გამოცდილების არსებობა

 

·       ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, წყალარინების სისტემის არარსებობით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში გამოყენებული ნიტრატებითა და სამრეწველო სექტორის მიერ გარემოს დაბინძურება

·       გარემოს დაბინძურების ხარისხის სუსტი მონიტორინგის სისტემა

·       უკანონო ნაგავსაყრელების არსებობა; ნარჩენების სეპარაციისა და გადამუშავების, მათ შორის სამრეწველო და საშიში ნარჩენების გაუვნებლობის სისტემის არარსებობა

·       სამრეწველო წარმოებაში მოძველებული ტექნოლოგიების გამოყენება და გერემოსადმი მეგობრულად დამოკიდებული ტექნოლოგიების სიმწირე

·       მოსახლეობის განათლების დაბალი დონე გარემოს დაცვის სფეროში

შესაძლებლობები

 

საფრთხეები

 

·       ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებითა და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით გარემოსდაცვით სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული პროექტები

·       გარემოზე დატვირთვის შემცირება განახლებადი ენერგეტიკის განვითარებით

·       ბუნებრივი კატაკლიზმები

·       სამრეწველო ავარიები

 

 

იმერეთის რეგიონის განვითარების სტრატეგია გარემოს დაცვითი კუთხით

 

მიზანი 6. ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და მდგრადი გარემოს განვითარება

ამოცანა 6.1.

ბუნებრივი კატასტროფების რისკების, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საფრთხის და ავარიული სიტუაციების მართვის სამოქმედო გეგმის შემუშავება და განსაკუთრებით მოწყვლადი ტერიტორიების მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბება

ამოცანა 6.2.

კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზეგავლენის საადაპტაციო ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება

ამოცანა 6.3.

წყლის, ჰაერის და ნიადაგის ხარისხის მონიტორინგის პუნქტებისა და ლაბორატორიების

ინსტალაცია; წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურებასთან ბრძოლის ღონისძიებების

განხორციელება და მონიტორინგის რეგულარული ჩატარება

ამოცანა 6.4.

მდინარეების ნაპირსამაგრი ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება

ამოცანა 6.5.

რეგიონის ტყეების მდგომარეობის გაუმჯობესება და ქარსაცავი ზოლების აღდგენა

ამოცანა 6.6.

გარემოს დაცვის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლება

ამოცანა 6.7.

რეგიონის დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარება და მართვის ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება

ამოცანა 6.8.

რეგიონის წყლის რესურსების, მათ შორის მინერალური და სხვა წყლების გამოყენების, დაცვისა და მართვისკენ მიმართული ღონისძიებების ხელშეწყობა

ამოცანა 6.9.

ენერგიის ეკონომიურად ხარჯვისა და გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად რეგიონში ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების ხელშეწყობა (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, 2017)

 

შეფასებები და დასკვნები

 

იმერეთის რეგიონული განვითარების სტრატეგიის მიხედვით გარემოს დაცვითი პრობლემების აღნიშვნისას, აღსანიშნავია პროფესიონალური მიდგომა პრობლემებისადმი. სტრატეგიიდან ნათელია, რომ პრობლემები  ნაკლებ მრავალფეროვანია, თუმცა სიმძაფრე  მაღალია. აღსანიშნავია: ჰაერის დაბინძურება, რომელიც დასაშვებზე მაღალია (ძირითადი მიზეზები მანგანუმის, მადნის და ქვანახშირის გამამდიდრებელი საწარმოები და მეტალურგიული ქარხნებია), ასევე, მტვრის მაღალი კონცენტრაცია, განსაკუთრებით, ქ. ქუთაისში, წყლის დაბინძურება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნარჩენებით, საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოშლა და მოძველება, მდ. ყვირილას დაბინძურება მავნე-მომწამვლელი ქიმიური შენაერთებით, ორგანული და არაორგანული სასუქების სიჭარბე, ტყის მართვის გეგმის საჭიროება ყველა უბნისათვის, გადაძოვება, ნიადაგის ეროზია, საყოფაცხოვრებო და ინდუსტრიული ნარჩენები.

რაც შეეხება სტრატეგიას, იგი მწირია და მოიცავს ერთ ზოგად მიზანს და 9 ამოცანას. მაგ., 6.3 ამოცანა მონიტორინგის საშუალებათა არსებობაზეა ორიენტირებული და არსად არ ჩანს მდგრადი განვითარებისადმი.

საჭიროა, კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან, ეფექტიანი მიწის პოლიტიკა, სივრცით-ტერიტორიული განვითარების გეგმის შემუშავება, მიწის მენეჯმენტი, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და პროფესიონალი კადრების მოზიდვა, ასევე, ამ კუთხით განათლების გაზრდა და საზოგადოების ინფორმირება-ჩართულობის ხელშეწყობა.

ბიომრავალფეროვნება და გარემოსდაცვითი საკითხების სიმძაფრე მაღალია, თუმცა სტრატეგიაში ნაკლები ყურადღება მახვილდება გარემოსდაცვით საკითხებზე. ასევე, აღსანიშნავია, სტრატეგიაში საერთო სტანდარტების არ არსებობა და ნაკლები აქცენტები ევროკავშირის სტანდარტებზე.  რაც ყველაზე მთავარია, სტრატეგია არ არის კონკრეტულად კონცენტრირებული მდგრადი განვითარების საკითხებზე. მდგრადი განვითარების საკითხების მნიშვნელობაზე მრავალი ავტორი საუბრობს, კერძოდ Peter Roberts, 2004; (Gibbs   2002,   95), (Fedrigo 1999, 4)  [1]  (Roberts, 2004) შესაბამისად, მეტი აქცენტებია საჭირო მდგრად განვითარებაზე რეგიონული განვითარების კუთხით.

საქართველოს სამთავრობო ქმედებები 2014 წლის სამოქმედო გეგმაში გარემოსდაცვითი კუთხით ძირითადად კანონმდებლობის ჰარმონიზაციასა და შემუშავებას მოიცავს. 2017 წლისათვის ჯერ კიდევ კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და სამოქმედო პროექტების შექმნა მიმდინარეობს, 2021 წლამდე კი სტრატეგიების მიზნების შესასრულებლად სულ უფრო და უფრო მცირე დრო რჩება. შესაბამისად, რეგიონებს გაცილებით მეტი აქტიურობა მართებთ, ვიდრე ეს სტრატეგიებშია ასახული. (საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, 2014)

გამოყენებული ლიტერატურა:

Annamaria, O. (2005, 02 27). jtor. Retrieved from jstor: http://www.jstor.org/stable/41472028

Haughton, C. D. (2004, 06 06). jstor. Retrieved from jtor: http://www.jstor.org/stable/3451590

Roberts, P. (2004, 06 06). jstor. Retrieved from stor: http://www.jstor.org/stable/3451589

Singh, R. S. (2007, 12 12). jtor. Retrieved from jstor: http://www.jstor.org/stable/41856373

საქართელოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. (2017). სრატეგიოები. საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო. Retrieved from www.jtr.ge

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017 წლის 12 01). მოპოვებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/parizis-shetanxmeba-klimatis-cvlilebis-shesaxeb-დან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017 წლის 11 01). მოპოვებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/tye-da-biomravalferovneba/-დან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017 წლის 11 01). მოპოვებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/klimatis-cvlileba/-დან

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017, 01 11). Retrieved from საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/თემები/mdgradi-ganvitareba/

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017, 01 11). Retrieved from საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/თემები/haeri/

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017, 01 11). Retrieved from საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/თემები/wyali/

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო. (2017, 01 11). Retrieved from საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო: http://www.moe.gov.ge/ka/თემები/mica/

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. (2017 წლის 05 01). მოპოვებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო: http://www.mrdi.gov.ge/ge/news/rdevelopment-დან

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. (2014, 09 09). Retrieved from საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში: http://www.eu-nato.gov.ge/sites/default/files/AA%20Action%20Plan-2014-Final-GEO.pdf

შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ. (2017 წლის 08 01). მოპოვებული შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ: http://www.eu-nato.gov.ge/sites/default/files/AA_BodyText%20%2810%29.pdf-დან

[1] Wealth from waste: local and regional economic development and the environment

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები- საქართველოს განცხადება კონსტიტუციის პროექტის გავრცელებული ვერსიის გამო

in განცხადებები by

საქართელოს კონსტიტუცის პროექტის გავრცელებულ ვერსიაში ბუნებრივი გარემოსადმი სახელმწიფოს დამოკიდებულება შემდეგნაირადაა ფორმულირებული:

მუხლი 29. გარემოს დაცვის უფლება

  1. ყველას აქვს უფლება ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში, ისარგებლოს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლებას უზრუნველყოფს კანონი.
  2. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა და მდგრადი ეკოლოგიური განვითარება უზრუნველყოფილია კანონით.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა გამოთქვამს ღრმა რწმენას, რომ საკონსტიტუციო კომისია არ გაიზიარებს ასეთ ფორმულირებას,  რადგანაც ეს,  სახელმწიფოს მხრიდან, იქნებოდა პასუხისმგებლობის მოხსნის მცდელობა და უკუსვლა მაშინ, როცა მთელი პალნეტა უმწვავესი ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას.

გავრცელებული ვერსიის ავტორები ალბათ თვლიან, რომ გარემოს დამცველთა მრავლათასიანი არმია და მთელი საზოგადოება მადლიერი უნდა იყოს იმისათვის, რომ გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და გარემოს მდგრადობის თემებს განიხილავენ კანონის და არა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის რეგულირების სფეროდ, მაგრამ ეს ჩვენ არც გვახარებს და არც გვაკმაყოფილებს.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ სახელმწიფომ, კონსტიტუციის დონეზე, შეინარჩუნოს და კიდევ უფრო გააძლიეროს პასუხისმგებლობა ზოგადად გარემოს დაცვაზე.

ჩვენ მოვითხოვთ:

მოქმედი კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები შენარჩუნდეს უცვლელად და მათ დაემატოს შემდეგი შინაარსის ფრაზები:

  1. გარემოს დაცვის, ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი ეკოლოგიური განვითარების პრინციპები და კონცეფცია (პოლიტიკა) განისაზღვრება ორგანული კანონით;
  2. სახელმწიფო უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში საზოგადოების მონაწილეობას;
  3. სახელმწიფო უზრუნველყოფს მოსახლეობის ეკოლოგიურ განათლებას.

დასუფთავების აქციები სამეგრელოში

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონალური კოორდინატორების ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით,  კამპანია „დავასუფთათ საქართველო“ ფარგლებში 29 აპრილს, ხობის,  წალენჯიხის და ჩხოროწყუს  მუნიციპალიტეტებში ჩატარდა დასუფთავების აქციები. რომელშიც ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა.

 

აქციის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში დასუფთავდა სკოლების ეზოები, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, სოფლების ცენტრები. დაახლოებით 5 ჰა ფართობი, მონაწილეობდა გამგეობის, საკრებულოს, თანამშრომლები, ადგილობრივი მოსახლეობა, დაახლოებით 900 ადამიანი, შეგროვდა 20 მ3 ნარჩენი.

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში  დასუფთავდა  მდინარე ცხენისწყლის სანაპირო  ზოლი და საჯარო სკოლების მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 2 ჰა ფართობი, მონაწილეობდა 150 ადამიანი, შეგროვდა 17 მ3 ნარჩენი.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დასუფთავდა ცენტრალური უნბები, მონაწილეობდა 50 ადამიანი, დასუფთავდა 10 ჰა ტერიტორია,  შეგროვდა 5 კუბური მეტრი ნარჩენი.

დასუფთავების აქციები ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III)  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

„ერთად დავასუფთაოთ საქართველო“ დასუფთავების აქციები მცხეთა – მთიანეთის რეგიონში

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, ტარდება მასშატბური დასუფთავების აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით. 29 აპრილს, „დედამიწის დღეს“ მიეძღვნა მცხეთა-მთიანეთში ჩატარებული აქცია, რომელიც ორგნიზებული იყო ადგილობრივი კოორდინატორის მიერ.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქი მცხეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტები. მცხეთაში დასუფთავდა ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური უბნები, სოფლების მსხალდიდის, ლისის, მუხათწყაროს და ცხვარიჭამიას ცენტრები. დაახლოებით 10 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგროვდა 4,5 ტ ნარჩენი, აქციაში მონაწილეობა მიიღეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლებმა, სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა, დაახლოებით 100-მდე მოხალისემ.

თიანეთის მუნიციპალიტეტში დასუფთავდა თიანეთის შესასვლელის (თბილისი-თიანეთის) საავტომობილო  გზის 1,5 კმ მონაკვეთის  მიმდებარე ტერიტორია, დაახლოებით 5 ჰა, შეგროვდა 10 მ3 ნარჩენი. აქციაში მონაწილეობა მიიღეს თიანეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ. დაახლოებით 150-მდე მოხალისემ.

დასუფთავების აქციები ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III)  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

დეგრადირებული ტყეების აღდგენის ხელშეწყობის ფართომასშტაბიანი აქცია სამეგრელოს რეგიონში

in ბიომრავალფეროვნება და ტყის დაცვა/სიახლეები by

ა/წ 12-13 მაისს, სამეგრელო-ზემოსვანეთის რეგიონში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,  ჯვარის სატყეო უბნის ტერიტორიაზე ჩატარდა დეგრადირებული ტყეების აღდგენის ხელშეწყობის ფართომასშტაბიანი აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მწვანეთა მოძრაობის რეგიონალურმა კოორდინატორებმა სამეგრელოს რეგიონში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, წალენჯიხის გამგებელმა და სამეგრელო ზემოსვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან და პედაგოგებმა.

   

ტყის აღდგენითი აქციის ფარგლებში განაშენიანდა დაახლეობით 2 ჰა ფართობი, დაირგო ადგილობრივი ტყისთვის დამახასიათებელი სახეობები. მოსწავლეებს ჩაუტარდა კვალიფიციური კონსულტაცია რგვის წესების შესახებ, რაც მათ ზედმიწევნით შეასრულეს და დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საქმეს უფროს თაობასთან ერთად.

ღონისძიება განხორციელდა პროექტის – „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“-ფარგლებში. რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მაღალკონსერვაციული ეკოსისტემებისა და  ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებას. ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის  ფინანსური მხარდაჭერით.

საძოვრების მდგრად მართვაზე ხელშეწყობა

in სიახლეები/სტატიები by

პირველად სამეგრელოში მოწყობილობა ,,ელექრტო მწყემსი” ექსპლუატაციაში შევიდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. საქართველოს მწვანეთა მოძრაობის დედამიწის მეგობრების მიერ შერჩეულ იქნა საძოვარი გარახის უბანში, სადაც დამონტაჟდა ელექტრო მწყემსის მოწყობილობა.

აღნიშნული საქმიანობა განხორციელდა პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“-ფარგლებში, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის – „კავკასიის გენეტიკა“ ექსპერტის- ბატონი გიორგი ხატიაშვილის  ხელმძღვანელობითა და ადგილობრივი მოსახლეობისა და მმართველი ორგანოების თანადგომით. პროექტი ეფუძნება ახალ ინოვაციურ მიდგომას, სადაც უპირატესობა ენიჭება ადგილობრივი  ველური და კულტურული (აგრობიომრავალფეროვნების) ბიომრავალფეროვნების, რომლითაც ძალიან მდიდარია სამეგრელო, დაცვასა და შენარჩუნებას. ადგილობრივი მოსახლეობის სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობას და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას.

პროექტი ინიცირებულია საქართველოს მწვანეთან მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს მიერ, შვეიცარიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის  ფინანსური მხარდაჭერით.

„ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია გურიაში

in სიახლეები by

22 აპრილი – დედამიწის დღე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

გურიის რეგიონში  დასუფთავების აქციები ჩატარდა სამივე მუნიციპალიტეტში (ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი). ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მმართველობითი ორგანოების, განათლების სისტემის და სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებმა.

ლანჩხუთი

განსაკუთრებით აღსანიშნავია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჩართულობა, სადაც ლანჩხუთის გარდა  რწმუნებულების თაოსნობით დასუფთავდა სოფლები და მათი მიმდებარე ტერიტორიები.

21 აპრილი – სოფ. გვიმლაურაში დასუფთავების აქციის გარდა, 300 მ2 ფართობის    ახლად გაკეთებულ სკვერში,  პირველი საშუალო სკოლის ინიციატივით და საკრებულოს და გამგეობის თანამშრომლების დახმარებით, დაირგო 15 ძირი  ნერგი.

24 აპრილი –  გამგეობის და საკრებულოს ინიციატივით დასუფთავდა ქ. ლანჩხუთის რკინიგზის სადგურის  და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები. სულ  1 ჰა ფართობის ტერიტორია. აქციაში მონაწილეობა მიიღეს – გამგეობის, საკრებულოს და ა.ი.პ.-ების თანამშრომლებმა.

ამის გარდა  მთელი კვირის განმავლობაში ლანჩხუთის რაიონის სოფლების რწმუნებულებმა დასუფთავების აქციები ჩაატარეს თითქმის ყველა სოფელში. სულ  შეგროვდა 7 მ3 ნარჩენი.

ჩოხატაური

28 აპრილი  – დასუფთავდა ჩოხატაურის  ცენტრის მთელი ტერიტორია, დაახლოებით 2 ჰა ფართობი.  მონაწილეობდა 250 ადამიანი, შეგროვდა 9 მ3 ნარჩენი.

ოზურგეთი

28 აპრილი  –  დასუფთავების აქცია ჩატარდა გუბერნიის ადმინისტრაციის ინიციატივით. დასუფთავდა 0,5 ჰექტარი  ტერიტორია, შეგროვდა და გატანილი   5 მ3 ნარჩენი. დაახლოებით 150-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

დასუფთავების აქცია გურიის რეგიონში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

„ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში

in სიახლეები by

22 აპრილი – დედამიწის დღე, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

აჭარაში, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასუფთავების აქციებით აღინიშნა.  მასში ორგანიზაორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

24 აპრილი

ქედა   –        დასუფთავდა 20 ჰა ფართობი, მონაწილეობდა 200 ადამიანი, შეგროვდა

                   25 მ3  ნარჩენი.

 

ქობულეთი –      დასუფთვდა  15 ჰექტარი ფართობი, მონაწილეობდა 120 კაცი, შეგროვდა

15 მ3   ნარჩენი.

 

შუახევი  –           დასუფთდავდა 30 ჰა ფართობი, მონაწილეობდა 250 ადამიანი, შეგროვდა

20  მ3        ნარჩენი.

 

ხელვაჩაური –     დასუფთავდა 20 ჰა ფართობი, მონაწილეობდა 90 ადამიანი, შეგროვდა

18 მ3     ნარჩენი.

 

ხულო      –        დასუფთავდა 20 ჰა ფართობი, მონაწილეობდა 90 ადამიანი, შეგროვდა 15 მ3        ნარჩენი.

 

29 აპრილს აქციები მოეწყო ქალაქ ბათუმში

 

ბათუმის დასუფთავების აქციებში, განსაკუთრებული აქტიობით გამოირჩეოდნენ მოსწავლეები და სტუდენტები. 150 ჰა ტერიტორიის დასუფთავებაში მონაწილეობა მიიღო 700–ზე მეტმა ადამიანმა, რომელთა ძალისხმევით შეგროვდა და ნაგავსაყრელზე გატანილი იქნა 35 მ3  ნარჩენი.

სულ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქციებისას გაიწმინდა 255 ჰექტარი ტერიტორია და შეგროვდა 128  მ3 ნარჩენი.

დასუფთავების აქციები ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III)  ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

დასუფთავების აქცია ადიგენში

in სიახლეები by

22 აპრილს, მსოფლიო აღნიშნავს დედამიწის დღეს. კამპანია ,,დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში ჩატარდა ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც რეგიონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და მმართველობითი ორგანოების მონაწილეობით დასუფთავების აქციებით აღინიშნა.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია ჩატარდა ადიგენის მუნიციპალიტეტშიც (28 აპრილი). რომლის დროსაც დასუფთავდა ცენტრალური უბნები და სკვერები. დაახლოებით 10 ჰა მონაწილეობა მიიღო 300   ადამიანმა, შეგროვდა 40 მ3  ნარჩენი.

დასუფთავების აქცია ადიგენის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

დასუფთავების აქცია ქალაქ ბორჯომში

in სიახლეები by

24 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით კამპანია ,,დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში ქ. ბორჯომში ჩატარდა დასუფთავების აქცია რომელიც მიეძღვნა დედამიწის დღეს. აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილოება მიიღო სახანძრო განყოფილებისა და პარკის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა, მოსახლეობამ.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ბორჯომში საქართველოს ბანკისა და ბანკი ,,კრედოს“  მიმდებარე ტერიტორიები, დიდი და პატარა პარკის ტერიტორიები, დაახლოებით 6 ჰა ფართობი, მონაწილეობდა 85 ადამიანი. შეგროვდა 4 ტონა ნარჩენი.

დასუფთავების აქციები ტარდება პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

 

1 2 3 4 5 6 31
Go to Top