Greens Movement of Georgia / Friends of the Earth – Georgia

დასუფთავების აქცია ახალციხეში

in სიახლეები by

22 აპრილს, მსოფლიო აღნიშნავს დედამიწის დღეს. კამპანია ,,დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში ჩატარდა ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც რეგიონებში, ადგილობრივი მოსახლეობისა და მმართველობითი ორგანოების მონაწილეობით დასუფთავების აქციებით აღინიშნა.

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია ჩატარდა ახალციხის მუნიციპალიტეტშიც (28 აპრილი). რომლის დროსაც დასუფთავდა მერიის მიმდებარე 7 ჰა ფართობის ტერიტორია და ცენტრალური უბნები,  მონაწილეობა მიიღო 120   ადამიანმა, შეგროვდა 11 მ3  ნარჩენი.

დასუფთავების აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

„ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია სიღნაღში

in სიახლეები by

კამპანია ,,დავასუფთაოთ საქართველოს“ ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა დედამიწის დღის აღსანიშნავად დასუფთავების აქციები.

სიღნაღში, ადგილობრივი მოსახლეობის, ა.ი.პ. თანამშრომლების და თვითმმართველობის ხელმძღვანელების მონაწილეობით 25 აპრილს დასუფთავდა: სიღნაღის ტურისტული მარშრუტები; სოფელ ბოდბისხევის დაცული ტყის მიმდებარე ტერიტორია; წნორი-ლაგოდეხის ცენტრალური გზის ნაპირები დაახლოებით 10 ჰა ფართობით. მონაწილეობდა 180- მდე ადამიანი, შეგროვდა  17 მ3 ნარჩენი.

დასუფთავების აქციები სიღნაღის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

„ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია საგარეჯოში

in სიახლეები by

ა/წ 29 აპრილს, კამპანია „დავასუფთათ საქართველო“ ფარგლებში,  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში, ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი დასუფთავების აქცია სახელწოდებით „ერთად დავასუფთაოთ საქართველო“. აქცია ორგანიზებული იყო საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის მიერ.

აქციაში მონაწილეობდნენ საგარეჯოს გამგეობის, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და სოფლის მოსახლეობის წარმომადგენლები დაახლოებით 60 ადამიანი. დასუფთავდა 3 ჰა-მდე ტერიტორია, შეგროვდა და გატანილი იქნა 20 მ3 ნარჩენი.

დასუფთავების აქციები ტარდება პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

დასუფთავების აქცია ასპინძაში

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით კამპანია ,,დავასუფთაოთ საქართველო“-ს ფარგლებში ასპინძაში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომლის ფარგლებში 28 აპრილს ჩატარდა დასუფთავებია აქცია.

 

აქციის დროს დასუფთავდა ასპინძიდან ვარძიისაკენ მიმავალი გზის ნაპირების ტერიტორია, ვარძიის მიმდებარე და ასპინძიდან რუსთავისკენ მიმავალი გზის და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიები, დაახლოებით 12 ჰექტარი  ფართობი, მონაწილეობდა 130 ადამიანი, შეგროვდა და ნაგავსაყრელზე გატანილი იქნა 17 მ3 ნარჩენი.

 

მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი მოსახლეობისა და მმართველობითი ორგანოების საკრებულოს, გამგეობის, ა.ი.პ.-ების და კეთილმოწყობის სამმართველოს წარმომადგენლებმა.

 

დასუფთავების აქციები ტარდება პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო“ (ფაზა III) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

„დედამიწის დღის” კვირეული სამეგრელოში

in სიახლეები by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს ინიციატივით  დედამიწის დღის კვირეულის ფარგლებში, სამეგრელოს რეგიონის 7  მუნიციპალიტეტის სკოლებში დაიგეგმა და ჩატარდა სასკოლო კონფერენციები, რომლის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლე–ახალგაზრდობის გააქტიურება, მათი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და დაინტერესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ.

კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამუშავეს  გარემოსდაცვითი თემატიკისადმი მიძღვნილი თემები, შეისწავლეს ადგილობრივი ბიომრავალფეროვნება  და არსებული პრობლემები. კონფერენციის შედეგად გამოვლინდნენ  გამარჯვებულები, რომელთაც გადაეცათ საჩუქრები.

კვირეულის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა საგანმანათლებლო რესურს–ცენტრებმა.

ღონისძიებები ხორციელდება პროექტის: „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ ფარგლებში, შვეიცარული ორგანიზაცია Pro-Natura, დედამიწის მეგობრები შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით.

„ერთად დავასუფთაოთ საქართველო“- დასუფთავების აქცია ზუგდიდში

in სიახლეები by

29 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ზუგდიდის ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებითა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ზუდგდიდის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთათ საქართველო“ ფარგლებში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული აღინიშნა. კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით მოეწყო ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქცია სახელწოდებით „ერთად დავასუფთაოთ საქართველო“.

 

აქციის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავდა 105 ჰა ფართობი. მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში 25 ჰა ფართობი, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 80 ჰა ფართობი. აქციაში მონაწილეობა მიიღო სულ 2440-მა. მათ შორის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიიდან 950-მა მოქალაქემ, ხოლო ზუგდიდის მუნიციპლიტეტის გამგეობიდან  1490- ადმიანმა.

 

აქციაში ორგაიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ქ. ზუგდიდის მერიისა და საკრებულოს,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა სამსაახურების წარმომადგენლებმა. საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა,  უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ.

აქციის ფარგლებში შეგროვდა 400 მ3 მოცულობის ნარჩენი, მათ შორის 150 ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ტერიტორიაზე, 250 მ3 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

დასუფთავების აქცია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

„დედამიწის დღის“ კვირეული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში

in სიახლეები by

28 აპრილს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც მიეძღვნა „დედამიწის დღის“ კვირეულს.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქის ციხის ტერიტორია, სოფელი ხოსპიოდან ქალაქში შემოვალი გზის მიმდებარე ტერიტორია, „ამირანის გორის“ ტერიტორია. ასევე,  მუნიციპალიტეტში არსებული რეკრეაციული ზონები, სკვერებისა და პარკების მიმდებარე ტერიტორიები, ქალაქ ნინოწმინდისა და სოფლების შემოგარენი. დაახლოებით 10 ჰა ფართობი, შეგროვდა 150 ტომარა ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 150-მდე ადამიანმა.

ქ. ნინოწმინდის აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის გამგეობის თანამშრომლებმა, ტერირორიულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა, საკრებულოს დეპუტატებმა, ასევე დასუფთავების სამსახურისა და სხვადასხვა ა(ა)იპ-ების თანამშრომლებმა.

დასუფთავების აქცია ნინოწმინდა მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

დასუფთავების აქცია აბაშის მუნიციპალიტეტში

in სიახლეები by

29 აპრილს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით აბაშის მუნიციპალიტეტში კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში „დედამიწის დღისადმი“ მიძღნილი კვირეული დასუფთავების აქციით აღინიშნა.

აქციაში ორგანიზატორებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქისა და სოფლების ცენტრები, სკოლების, წარმოება დაწესებულებათა ეზობი და მიმდებარე ტერიტორიები, ტრასისპირა ზოლები, პარკები და სკვერები. სულ დასუფთავდა 25 ჰა-ფართობის, შეგროვდა 35 მ3-მდე ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 2800-მდე მოხალისემ.

დასუფთავების აქცია აბაშის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

სამტრედიაში მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები ჩატარდა

in Uncategorized by

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები-საქართველოს სამტრედიის რეგიონალური კოორდინატორის ორგანიზებით, კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის წარმომადგენლებმა.

დასუფთავების აქცია ორგანიზებული იყო „დედამიწის დღის“ ფარგლებში და მასში მონაწილეობა მიიღო 150-მდე ადამიანმა. აქციის ფარგლებში დასუფთავდა მუნიციპალიტეტის ცენტრალური უბნები, სოფელ დიდი ჯიხაიშის ცენტრი. დაახლოებით 2 ჰა ფართობის ტერიტორია, შეგრიოვდა 3 მ3 მოცულობის ნარჩენი.

დასუფთავების აქცია სამტრედიის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

დასუფთავების აქცია ახალქალაქში

in სიახლეები by

28 აპრილს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ადგილობრივი კოორდინატორის ორგანიზებით კამპანია „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომელიც მიეძღვნა „დედამიწის დღის“ კვირეულს.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა ქალაქის თითქმის ყველა საჯარო სკოლებისა და საბავშო ბაღების ტერიტორიები, ცენტრალური უბნები.  აქციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალქალაქის მუნციპალიტყეტის გამგებელმა, საკრებულოს, ადგილობრივი დასუფთავების სამსახურისა და სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსმა და პოლიციის თანამშრომლემა. საჯარო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივმა მოახლეობამ.

აქციის ფარგლებში დასუფთავდა დაახლოებით 20 ჰა ფართობი, შეგროვდა 200 ტომარა ნარჩენი, მონაწილეობა მიიღო 250-მდე ადამიანმა.

 

დასუფთავების აქცია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ჩატარდა პროექტის – „დავასუფთაოთ საქართველო-ფაზა III“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“. პროექტი ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური უზრუნველყოფით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის  სამინისტროს მხარდაჭერით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

1 3 4 5 6 7 31
Go to Top