• 27 სექტემბერს საქართველოში კლიმატის კვირეული იწყება

    27 სექტემბერს საქართველოში კლიმატის კვირეული იწყება

    2019.09.05

    27 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში, მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით კლიმატის კვირეული გაიმართება.
    საქართველოში კლიმატის კვირეულის ღონისძიებებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობასთან თანამშრომლობით ანხორციელებენ შემდეგი არასამთვრობო ორგანიზაციები: ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი, ასოციაცია „დეა“, რადიო „ძველი ქალაქი“, იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, „მწვანე რეგიონები“, „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“, ასოციაცია „სემა“, ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“, “ბოლნისის ენის სახლი“, „საერთაშორისო განვითარების სააგენტო“, „მსოფლიო გამოცდილება საქართველო“.

    კლიმატის კვირეულის განრიგი
    27 სექტემებრი, პარასკევი

    1. ვებინარი მწვანეთა მოძრაობის რაიონულ ორგანიზაციებისთვის. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა /დედამიწის მეგობრები-საქართველო
    2. სამუშაო შეხვდრა თემაზე ქ. ახალციხეში: „კლიმატის ცვლილების შერბილება, პროცესი და შენობების ენერგოეფექტურობა“; ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი
    3. პერფომანსი ღია ცის ქვეშ სენაკში: “ ჩააქრე ძრავი“; - ასოციაცია „დეა“

    28 სექტემბერი, შაბათი
    4. საუბრები კლიმატის ცვლილებებსა და NDC პროცესთან დაკავშირებით
    სამუშაო შეხვედრა ქ. ქუთაისში მოქმედ რადიო და ტელე კომპანიების, საინფორმაციო სააგენტოების, გაზეთების წარმომადგენლებთან; -რადიო „ძველი ქალაქი“,

    30 სექტემებრი, ორშაბათი
    5. სამუშაო შეხვდრა ქ. ქუთაისში: “NDC პროცესი და ქ. ქუთაისის გამოწვევები“; იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“
    6. სემინარი ხონის მუნციპალიტეტის საჯარო სკოლების ბუნებისა და ხელოვნების პედაგოგებისათვის: „კლიმატის ცვლილების შერბილებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება“; ორგანიზაცია „ მწვანე რეგიონები“,
    7. სემინარი და საველე აქტივობა თეთრიწყაროსა და მანგლისის საჯარო სკოლების მოსწავლებისათვის; - ა.(ა).ი.პ. „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“

    2 ოქტომბერი, ოთხშაბათი
    8. დასუფთავდება ალგეთის ეროვნული პარკის ერთ-ერთი სარეინჯერო ტერიტორია; ა.(ა).ი.პ. „თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი“
    9. ფილმის ჩვენება სენაკში: „კაცი,რომელიც ხეებს რგავდა“; - ასოციაცია „დეა“

    3 ოქტომბერი, ხუთშაბათი
    10. სემინარი ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში: კლიმატის ცვლილელბა - ნიადაგები და სოფლის მეურნეობა;- ასოციაცია „სემა“

    11. სამუშაო შეხვედრა მცხეთაში მერების ხელმომწერი ქალაქების წარმომადგენლებთან თემაზე: მერების ხელმომწერი ქალაქების ვალდებულებები და NDC პროცესი; -ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო“
    12. საინფორმაციო კამპანია ბოლნისში: „კლიმატის ცვლილება და ბავშვები“; -ბოლნისის ენის სახლი;
    4 ოქტომბერი, პარასკევი
    1. ნახატების კონკურსი ხონში: „ჩვენ და კლიმატის გლობალური ცვლილება“ ხონის მუნციპალიტეტის 10 საჯარო სკოლის მე-2 და მე-6 კლასელთათვის
    ხატვა ასფალტზე თემაზე „კლიმატის გლობალური ცვლილება და ჩვენ “ ქ. ხონის 4 საჯარო სკოლის დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით; „ მწვანე რეგიონები“
    2. სამუშაო შეხვედრა თბილისში: „კლიმატის ცვლილება- გამოწვევეი ჯანმრთელობის სექტორში და საქართველო“; „საერთაშორისო განვითარების სააგენტო“
    3. სემინარი აკადემიური სექტორის წარომადგენლებთან და სტუდენტებთან თემაზე: „პარიზის ხელშეკრულება, NDC პროცესი და საქართველო“; „მსოფლიო გამოცდილება საქართველო“