• ეროვნულად განსაზღვრული წვლილი და მერების შეთანხმება

    ეროვნულად განსაზღვრული წვლილი და მერების შეთანხმება

    2019.08.07

    „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო“ მიერ პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა თემაზე „ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) და მერების შეთანხმება“.

    შეხვედრაზე საუბარი იყო მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქების მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმების და ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის (NDC) განხორციელების პროცესების ურთიერთკავშირზე და ამ პროცესებში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფაზე. ასევე, საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის (NDC) მიზნებზე, ამოცანებსა და  სამოქმედო გეგმაზე, საქართველოში კლიმატის ცვლილების სფეროში არსებული პოლიტიკის ანალიზზე. კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლზე.

    შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მერების შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

    პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ მიმდინარეობა ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდას, რათა ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილის  (NDC) მომზადებისა და განხორციელების პროცესში გათვალისწინებულ იქნას მათი მოთხოვნები და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭირვალობა. ასევე,  სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ჩამოყალიბება, სადაც კლიმატის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ჯანმთელობის დაცისა  და ურბანისტიკის  სფეროში მომუშავე ორგანიზაციები გაერთიანებიან და შეიმუშავებენ სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივ პოზიციას საქართველოში NDC-ის დანერგვასა და რეალისტური სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით.

    პროექტს ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძარობა დედამიწის მეგობრები საქართველო. პროექტი ხორციელდება გერმანიის დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობის ფარგლებში (BUND) და მხარდაჭერილია გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს მიერ.