30-31 მარტს „კლიმატის დიალოგები 2021“ ოფიციალურად გაიხსნა. 17 ქვეყნის 100-ზე მეტი ორგანიზაციის წარმომადგელი მომდევნო თვეების განმავლობაში 6 სამუშაო ჯგუფში იმუშავებენ შემდეგ თემებზე: განახლებადი ენერგია განათლება და კომუნიკაცია კლიმატის პოლიტიკა ადაპტაცია და ბიომრავალფეროვნება ქალაქები და მობილურობა სამართლიანი ტრანსფორმაცია
ბოლო წლებში აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში (ე.წ. EECCA რეგიონი) კლიმატის ბევრი ექსპერტი და აქტივისტი მიიჩნევს, რომ დადგა დროა, გავერთიანდეთ და შევქმნათ პლატფორმა, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება ადგილობრივ, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე კლიმატის დასაცავად მიმართული საქმიანობის, აგრეთვე თითოეული ქვეყნის კლიმატის ამბიციური პოლიტიკის შესახებ. ჩვენი დრო ძალიან შეზღუდულია კლიმატის გლობალური კრიზისის მოსაგვარებლად.