-
კონფერენცია „ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) - საქართველოს შესაძლებლობები“-ის რეზოლუცია
2020.03.02კონფერენცია „ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) - საქართველოს შესაძლებლობები“-ის რეზოლუცია
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს მიერ გერმანიის დედამიწის მეგობრებთან თანამშრომლობით ორგანიზებულმა საერთაშორისო კონფერენციამ, „ქვეყნის ეროვნულად განსაზღვრული წვლილი (NDC) - საქართველოს შესაძლებლობები“, რომელიც ჩატარდა 27.11.2019 წელს თბილისში და ესწრებოდნენ სამთავრობო, დიპლომატიური კორპუსისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების 50-მდე წარმომადგენლები განიხილა შემდგომი საკითხები:
· საქართველოს ამბიციური ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC);
· სამოქალაქო საზოგადოების ხედვა ამბიციურ ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ წვლილზე (NDC);
· პარიზის ხელშეკრულება და საქართველოს ვალდებულებები;
· სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკაში, ეროვნულად განსაზღვრული წვლილისა (NDC) და კლიმატის სამოქმედო გეგმის (CAP) შემუშავებაში;
· კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევის შემცირების სავარაუდო ღონისძიებები, სექტორების მიხედვით;
· სათბურის აირების გაფრქვევის შემცირების არსებული ფინანსური მექანიზმები.
კონსენსუსის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ სასურველია, საქართველოს მთავრობამ:
Ø უმოკლეს ვადებში შეიმუშაოს და დაამტკიცოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ერთიანი და ეფექტური სახელმწიფო პოლიტიკა, კლიმატის სამოქმედო გეგმის, ეროვნულად განსაზღვრული წვლილის, ენერგოეფექტურობის კანონისა და სხვა სტრატეგიული დოკუმენტების მიმართ, რომელშიც ჯეროვნად აისახება ჯანდაცვისა და ბიომრავალფეროვნების ასპექტებიც;
Ø საქართველოს კანონმდებლობასა და სტრატეგიულ დოკუმენტებში სათანადოდ ასახოს საერთაშორისო ვალდებულებები, კლიმატის სამოქმედო გეგმის, ეროვნულად განსაზღვრული წვლილის, ენერგოეფექტურობის კანონის ჩათვლით;
Ø გააძლიეროს კლიმატის ცვლილებაზე პასუხისმგებელი სამთავრობო ინსტიტუციები;
Ø გაზარდოს სახელმწიფო დაფინანსება კლიმატის ცვლილების გამოწვევებზე რეაგირების მიზნით;
Ø ეფექტურად გამოიყენოს დონორების მხარდაჭერით ჩატარებული დამოუკიდებელი და/ან საერთაშორისო კვლევების შედეგები და გაითვალისწინოს მათ ბაზაზე შემუშავებული რეკომენდაციები;
Ø მნიშვნელოვნად გაზარდოს რესურსები კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისა და მათზე რეაგირების საქმეში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურად ჩართვის მიზნით.
კონფერენციის მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ:
Ø საჭიროა, მნიშვნელოვნად გააქტიუროს მუშაობა კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან დაკავშირებით;
Ø უმთავრესი ყურადღება დაუთმოს კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ საქმეში საზოგადოების ფართო ფენების ჩართვას;
Ø გააერთიანოს ძალისხმევა, რათა უზრუნველონ მასობრივი და ეფექტური საზოგადოებრივი მონიტორინგი კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან დაკავშირებულ სამთავრობო (მ.შ. მუნიციპალიტეტების) აქტივობებზე;
Ø მკვეთრად გაააქტიუროს მუშაობა კლიმატის ცვლილების გამოწვევებთან დაკავშირებულ თემებზე საზოგადოებრივი ინტერესების ლობირებისა და ადვოკატირების თვალსაზრისით კლიმატის სამოქმედო გეგმას, ეროვნულად განსაზღვრულ წვლილსა და სხვა სტრატეგიულ დოკუმენტებზე.