-
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პოზიცია
2020.12.28საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა პოზიცია
საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიისა (CSAP) და კლიმატის ცვლილების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის (CAP) საჯაროდ გამოქვეყნებულ ვერსიასთან დაკავშირებით
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებითა და კლიმატის ცვლილების საზოგადოებრივი ქსელის წევრების მონაწილეობით 2020 წლის 23 დეკემბერს გამართულმა კონფერენციამ განიხილა საქართველოს „კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია (CSAP) და კლიმატის ცვლილების 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა (CAP) და მიიჩნია, რომ:
კლიმატის ცვლილების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით საქართველომ მიაღწია თვისობრივად ახალ სიმაღლეებს;
კლიმატის ცვლილების გამოწვევების მიმართ მიდგომებმა მიიღო სისტემური ხასიათი, ქმედებები გახდა მიზანდასახული და თანმიმდევრული;