• საქართველოში ნამახვანის ჰესების  მშენებლობასთან წარმოქმნილი პრობლემების შესახებ

    საქართველოში ნამახვანის ჰესების მშენებლობასთან წარმოქმნილი პრობლემების შესახებ

    2021.02.27

    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს

     

    გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

     

    საქართველოში ნამახვანის ჰესების  მშენებლობასთან წარმოქმნილი პრობლემების შესახებ

     

    ბოლო პერიოდში მოზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებით (გზშ) აშენებულ არაერთ ჰესზე შექმნილი უმძიმესი პრობლემების გათვალისწინებით, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, ადგილობრივ მოსახლეობასთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად უნდობლობას ვუცხადებთ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში -  მაღამთიან, მეწყერსაშიშ და საქართველოს ერთ-ერთ სეისმურ ზონაში, დიდი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას (ქვემო ნამოხვანი ჰესი, ზემო ნამოხვანი ჰესი, ონის ჰესების კასკადი, სადმელი ჰესი, ღები ჰესი, მდ. საკაურაზე დაგეგმილი კასკადი და სხვა). მით უმეტეს, რომ ნამოხვანის ჰესების კასკადის პროექტის ავტორები სწორედ ის კომპანიები არიან, რომელთა მიერ შეფასებული და აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი გახსნიდან ორ თვეში ჩამოინგრა.

    ჩვენ, საქართვლოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, შორს ვართ იმ აზრისაგან რომ საქართველოში აიკრძალოს ჰიდრორესურსების გამოყენება. თუმცა, იმავ დროს უნდა გვახსოვდეს და ვითვალისწინებდეთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს  ბუნებრივი რესურსების დაზოგვას, რაციონალურად გამოყენებას, სიფრთხილეს,  მიზანშეწონილობას, არსებულ საუკეთესო გამოცდილებას,  პრაქტიკას და ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას.

    ჩვენთვის ასევე გასაგებია:

    ·       მთავრობის მისწრაფება და მცდელობა, ენერგორესურსების გამოყენებით უზრუნველყოს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა;

    ·       საქართველოს შეუქმნას ინვესტიციებისთვის ხელსაყრელი  ქვეყნის იმიჯი.

    თუმცა, ერთის მხრივ არასრულყოფილი და არათანმიმდევრული ეროვნული კანონმდებლობა და მეორეს მხრივ ინვესტორების არაკეთილსინდისიერება (წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის არასრულყოფილება და გაწერილი პირობების არასათანადო შესრულება) გვაძლევს ისეთ ნალურ ეფექტს, რომელიც მძიმე და გამოუსწორებელი შედეგებით მთავრდება.

    კერძოდ:

    დარიალჰესი - 2014 წელი, არასრულყოფილად ჩატარებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების  შედეგად, ჰესის მშენებლობის ადგილი არასწორად იქნა შერჩეული, რის გამოც სამშენებლო ტერიტორია 2-ჯერ დაიმეწყრა, დაიღუპა 5 ადამიანი;

    ლარსიჰესი -   2014 წელი, ღვარცოფმა ფაქტობრივად დამარხა;

    შუახევიჰესი - 2017 წელი, ობიექტის გახსნიდან 3 თვეში სადერევეციო გვირაბის ერთი ნაწილი მთლიანად ჩამოიშალა;

    მესტიაჭალა -  2017-2019 წლებში, ჰესების ტერიტორია რამოდენიმეჯერ დაიტბორა, წყალმა გაიტაცა მშენებელი კოპანიის ტექნიკა და დაანგრია უკვე მოწყობილი ინფრასტრუქტურა, დააზიანა ლეხზირის ხეობა. დიდი ფინანსური ზარალი მიაყენა მშენებელ კოპანიას, ადგილობრივ მოსახლეობას და სახელმწიფოს.

    ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არსებული გზშ-ს დოკუმენტები ვერ ასახავენ რეალობას და ჰესების მშენებლობის დროს არ ხდება საქართველოს მიერ რატიფიცირებული  რამოდენიმე ათეული საერთაშორისო გარემოს დაცვის ხელშეკრულებისა და უკვე არსებული, თუნდაც არასრულყოფილი ეროვნული კანონმდებლობის გათვალისწინება.

    სამწუხაროდ, შესაბამისი უწყებებისადმი ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად -  ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სათანადო სტრუქტურების, პროექტების ინვესტორისა და მშენებლის მხრიდან არ გადადგმულა არცერთი ქმედითი ნაბიჯი საპროექტო დოკუმენტაციისა და გზშ-ს სრულყოფის, აგრეთვე სიტუაციისა და მოსალოდნელი რისკების რეალურად შეფასების თვალსაზრისით. რაც, კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს ხდის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის პოლიტიკას და აძლიერებს ადგილობრივი მოსახლეობის უნდობლობას აღნიშნული პროექტების მიმართ.

    ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობას მოუწოდებ, შეჩერებულ იქნას ნამახვანჰესის მშენებლობა, ვიდრე:

     

    ·       შესაბამისი უწყებების მეშვეობით არ იქნება უზრუნველყოფილი ქვედა ნამახვანი ჰესის საპროექტო არეალში კომპანიის მიერ წარმოებული სამშენებლო სამუშაოების შემოწმება, პროექტის ფარგლებში გაცემულ ნებართვასთან/ნებართვებთან შესაბამისობის დადგენის და შესაბამისი რეაგირების მოხდენის მიზნით;

    ·       რ მოხდება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და მათი სათანადო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღბის პროცესში.

    მიგვაჩნია, რომ აუცილებელია:

    1. სრულყოფილი იქნას საკანონმდებლო-მარეგულირებელი ბაზა ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას პოტენციური რისკების შეფასებისა და პრევენციის, აგრეთვე, მოქმედი ჰიდროენერგეტიკული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილში;
    2. კლიმატის გლობალური ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების გათვალისწინებით, როგორც მოქმედ, ასევე მშენებარე ყველა ჰიდროენერგეტიკული  პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციაში, გადაიხედოს და ჯეროვნად აისახოს პოტენციური რისკების შეფასება;
    3. ენერგოპროექტების განხორციელებისას აიკრძალოს ე.წ ,,დიზაინბილდინგის“ გამოყენება;
    4. საზოგადოების ინფორმირებულობა, მასთან სრულფასოვანი კომუნიკაცია და დაინტერესებული პირების ჩართვა საჯარო განხილვებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
    5. ინვესტორთან დადებულ ხელშეკრულებებზე და სხვა დოკუმენტაციებზე ხელისაწვდომობის უზრუნველყოფა;

     

    ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველო არის ორხუსის კონვენციის მხარე ქვეყანა და მთავრობა ვალდებულია რეგიონში მიმდინარე ნებისმიერ გარემოსდაცვით მოვლენებზე გადაწყვეტილებების მიღების დროს უზრუნველყოს საზოგადოების ჩართულობა - ეროვნულ კანონმდებლობაში შესაბამისი პროცედურების და მექანიზმების სრულყოფის გზით!