• გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ

    გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების შესახებ

    2021.04.16

    ჩვენ, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები, კატეგორიულად ვგმობთ რა - სახელმწიფოს მხრიდან, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე ადგილობრივი მოსახლეობის და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ გატარებულ ქმედებებს, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა მოქალაქეს რომელიც იბრძვის მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების დასაცავად (კონსტიტუციის მე 9,14,21მუხლები).

     პრობლემის გადაჭრა ძალისმიერი მეთოდებით დაუშვებელი და არაგონივრულია, ასევე მიუღებელია ადგილობრივი მოსახლეობის და ზოგადად ქვეყნის მოქალაქეების ინფორმირების და გადაწყვეტილების პროცესში მათი ჩართულობის გარეშე ასეთი ტიპის პროექტების განხორციელება, რაც პირდაპირ ზღუდავს ადამიანის დეკლარირებულ უფლებებს.

     

    ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:

    -შეწყდეს, ძალისმიერი მეთოდების გამოყენება „რიონის ხეობის მცველების“, ადგილობრივი მოსახლეობისა და სამოქალაქო აქტივისტების წინააღმდეგ;

    -სახელმწიფომ დაიცვას ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის უფლებები;

    პრობლემის გადაწყვეტა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვით და კონსესუსის თანახმად;