• ნინო შუშტაკაშვილი

    ნინო შუშტაკაშვილი

    საკოორდინაციო საბჭოს (დარბაზის) წევრი

    2023.05.30
    გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის სპეციალისტი, გარემოსდაცვითი მმართველი, ჯანდაცვის და უსაფრთხოების სპეციალისტი. 2010-2011 წლებში გაიარა სტაჟირება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მართვის სამინისტროში, 2011 წელს მუშაობდა (GIZ) - ში პროეექტის ასისტენტად. 2013 წლიდან არის საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო-ს წევრი და თანამშრომელი. 2014-2015 წლებში იყო გარემოსდაცვითი ექსპერტი პროექტში „გზშ პროცედურა საქართველოში, 2016 წელს იყო პროექტის კოორდინატორი „გარემოზე ზემოქმედების შეფასების რეგულაციებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის პროცესის მონიტორინგი“ ამავე წელს იყო პროექტის „სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები საქართველოს მაგალითზე“ გარემოსდაცვითი შეფასების სპეციალისტი. 2016 წლიდან მუშაობს საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროში, სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს (MCA-Georgia) და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შორის ზოგადი განათლების ხარისხის გაუმჯობესების პროექტში გარემოს დაცვის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების სპეციალისტად. ამავე პროექტის ფარგლებში არის საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული საკოორდინაციო ჯგუფის წევრი.(გარემოსდაცვითი საკითხების მმართველი) სკოლების მოვლა-პატრონობის პროგრამის ფარგლებში 2018 წელს იყო ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის, საჯარო მმართველობის მიმართულების ტრენერი - თემით: გარემოსდაცვითი საკითხები და ენერგო ეფექტურობა. 2019 წლის მაისიდან არის პროექტის „საბჭოთა პერიოდში აშენებული ჰიდროელექტროსადგურების მოკვლევა და შეფასება შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით“ კოორდინატორი. პუბლიკაციები: ბაღის ფრინველთა საათი საქართველოში (GIZ); გარემოზე ზემოქმედების შეფასების გზამკვლევი ბიზნესის მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის; გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონმდებლობის ანალიზი 1997-2015; გარემოზე ზემოქმედების შეფასება საქართველოში - პოზიცია.