ანა კეკელიძე
საკოორდინაციო საბჭოს (დარბაზის) წევრი
2023.03.28
ბიო- მედიკოსი, გენეტიკოსი, ციტო - ჰემატოლოგი, ბიოუსაფრთხოების ოფიცერი, გარემოს დაცვის მმართველი და უსაფრთხოების სპეციალისტი.
2008წლის ნოემბერიდან – 2010წ დეკემბრამდე ანა კეკელიძე მუშაობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტში სპეციალისტად.
2012 – 2015 წლებში მნტც-ს პროექტში: ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედება ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე - მთავარ მეცნიერ თანამშრომელად.
2013 წელს დაარსა საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის (GYSA) (საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიაში). 2013 წელს გაიარა ხარისხის კონტროლის სტაჟირება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (NCDC). 2014 წლიდან საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერი.
2014 წლიდან „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები – საქართველო“ს: პროექტის დირექტორი - პროექტში “მომხმარებელთა დახმარების ცენტრი”; პროექტის კოორდინატორი - პროექტში “ გზშ პროცედურა საქართველოში”; გარემოსდაცვის სპეციალისტი პროექტში: “გარემოზე ზემოქმედების შეფასების რეგულაციებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივის პროცესის მონიტორინგი”; პროექტის კოორდინატორი - პროექტში “სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები საქართველოს მაგალითზე”.
2016 წლის ივლისიდან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ბიოუსაფრთხოების ოფიცერი.
2019 წლიდან „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები – საქართველო“ს დარბაზის წევრი.