მარინე ფიროსმანაშვილი
საკოორდინაციო საბჭოს (დარბაზის) წევრი
2023.10.03
ბიოლოგი (სპეციალობა - გენეტიკა), სუ-ჯოკ თერაპევტი.
სამუშაო გამოცდილება:
1984-1985 - ბიოლოგიის მასწავლებელი; 1985-1986 -თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კადრების ინსპექტორი; 1986-2005 - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ეკოლოგიის კათედრის ლაბორანტი, მეცნიერ-თანამშრომელი; 2003-2007 - შპს „ევროპა1“-ის დირექტორი; 2007-2010 - გარდაბნის მუნიციპალიტეტის გარემოს დაცვის სპეციალისტი; 2010-2019 - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ დარბაზის წევრი; 2017-2018 - „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ დარბაზის სპიკერი; პროექტის „სამეგრელოს ენდემური და იშვიათი მცენარეების აღწერა“ ექსპერტი; პროექტების „ქალთა აქტივობის გაძლიერება მდგრადი ენერგიების განვითარებისათვის გალისა და ზუგდიდის რაიონებში“ და „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების ბიზნესში“ ასისტენტი (ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“); პროექტის „ეკოლოგია და ბუნებრივი რესურსების მართვა-სპეციალისტების თრენინგისათვის“ ასისტენტი (ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“); პროექტი „დავასუფთავოთ საქართველო“-ს კოორდინატორი ქ. რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში; პროექტი „ECOTOUR-NET / ეკოტურიზმის ქსელის განვითარება შავი ზღვის რეგიონში“ (ფონდი „კავკასიის ეკოლოგია“) და სხვა რამდენიმე გარემოსდაცვითი პროექტის მონაწილე.
1998 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „ფონდი კავკასიის ეკოლოგია“- დამფუძნებელი და წევრი.
„საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ წევრი 1999 წლიდან.