ნინო ჩხობაძე
საქართველოს მწვანეთა მოძრაობის/დედამიწის მეგობრები -საქართველოს თავმჯდომარე
2023.10.03
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები,
ფინანსები და ორგანიზაციის ფინანსრი მართვა,ადმინისტრაცია (კანცელარია და საკადრო საქმეები),
საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფორმაციო პოლიტიკის მართვა,საერთაშორისო ურთიერთობები
1987 წლიდან მუშაობს სხვადასხვა თანამდებობებზე, სადაც მიიღო მნიშვნელოვანი ცოდნა გარემოსდაცვითი მმართველობისა და საჯარო ადმინისტრირების სფეროში. მისი დროის უმეტესობა მიძღვნილია საქართველოში გარემოსდაცვითი მართვის სისტემის რეფორმირების და მშენებლობასთან, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის გაცნობას და გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერებას. ინიცირებული აქვს საერთაშორისო მნიშვნელობის მრავალი პროექტი და ღონისძიება, მიღებული აქვს მონაწილეობა ბევრ სამთავრობო და არასამთავრობო მისიაში და გამოქვეყნებულიაქვს სტატიები გარემოსდაცვით სხვადასხვა საკითხებზე. ძირითადი ნამუშევრები მოიცავენ პოსტ საბჭოთა რეგიონში და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გარემოსდაცვიც და მდგრადი განვითარების საკითხებს.