• მოთხოვნა ინტერესის გამოსახატად

    2018.07.20
    პროექტის სახელწოდება: „არასამთავრობო/სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებით მათი ჩართულობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივ და ეროვნულ დონეებზე“ პროექტის ნომერი: ENI/2017/393903 საგანი: საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი (ერთი ან ორი) ინფორმაცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს საზოგადოების ინკლუზიურ და მდგრად განვითარებაში. პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს 4 მხარეში (მცხეთა–მთიანეთი; იმერეთი; რაჭა–ლეჩხუმი და სამცხე–ჯავახეთი), გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება გარემოზე ზემოქმედების შეფასების და სტრატეგიულ საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტმა მხარი უნდა დაუჭიროს პროექტის ქმედებებს და წარმართოს საზოგადობასთან და საინიციატივო ჯგუფებთან ურთიერთობები ისეთი ფორმით, რომელიც დაიცავს პროექტის ღირებულებებსა და მისიას. ის პასუხისმგებელი იქნება შემდეგ საკითხებზე: გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურებთან დაკავშირებით და გააუმჯობესოს მათი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტს ახორციელებენ საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები – საქართველო; სითი ინსტიტუტი საქართველო; სამეცნიერო–ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ და საზოგადოებრივი დამცველი. სამუშაოს მასშტაბი, პასუხისმგებლობები და შემოთავაზებული ანალიტიკური სამუშაოს აღწერა შეიმუშაოს საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმები და სტრატეგიები; გააძლიეროს პროექტის ცნობადობადობას ; მართოს მედია ურთიერთობები და მოთხოვნები; დაგეგმოს და უხელმძღვანელოს შეხვედრებს და კონფერენციებს და ა.შ. განახორციელოს საზოგადეიბრივი ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების ქსელის მართვა პროექტისთვის..მუდმივი კონსულტაციები გაუწიოს არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგიონებში; წარმოადგინოს პრობლემის მოგვარების გზები საზოგადოებასთან ურთიერთობების ; შეაფასოს და მოამზადოს ანალიზი საზოგადოების ჩართულობის გზშ/სგშ -ს განხილვების დროს .უზრუნველყოს პროექტის ფარგლებში შექმნილი საზოგადოებრივი ჯგუფების ქსელის გამართული მუშაობა უზრუნველყოს სოციალურ ქსელების მეშვეობით თემატური ფორუმების წარმართვა უხელმძღვანელოს კვლევების ინიციატივებს და ანალიზი გაუკეთოს საზოგადოებრივ აზრს. საჭირო კვალიფიკაცია 7 წლიანი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობების სპეციალისტის კუთხით; გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობების კამპანიების წარმოებაში; სამოშაო გამოცდილება კომპიუტერულ პროგრამებთან – MS Office; ფოტო და ვიდეო ედიტორ პროგრამები; სოციალური მედიის ცოდნა; სრულყოფილი წერითი და მეტყველებითი უნარები; პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარები; ქართული ენების გამართული ცოდნა, სასურველი არის ინგლისურის ცოდნა; მაგისტრის ხარისხი ანგარიშგება – ყოველთვიური ანგარიშგება შესრულებული ამოცანებისა და შედეგების შესახებ; – სამუშაო დღეების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება ყოველთვიურად; – ექსპერტი ანგარიშვალდებულია პროექტის მენეჯერის წინაშე. დაინტერესების შემთხვევაში განაცხადის წარდგენა 2018 წლის 20 აგვისტომდე საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო

    +(995 99) 260 695;

    email : nukri_ina@yahoo.com

    Nikoloz Inashvili Office Manager