• ტრენინგი - "მზე შენს სამსახურში"

    2020.02.03
    - გინდა მზე შენს სასარგებლოდ „ამუშავო“? - მიიღო ფინანსური სარგებელი და ამავდროულად დაიცვა საქართველოს ბუნება? - გამოიყენო სუფთა, განახლებადი ენერგია და სხვა ადამიანებსაც დაეხმარო ამაში? - ხელი შეუწყო ქართულ წარმოებას? თუ ეს ყველაფერი "საშენოა", ჩაერთე ჩვენს პროექტში, მოდი 8 თებერვალს ტრენინგზე, რომელში მონაწილეობაც უფასოა და გახდი ჩვენი გუნდის წევრი! ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, ვისაც სურთ მიიღონ მეტი ინფორმაცია განახლებად ენერგიებზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ და პრაქტიკულად ჩაერთონ მზის ენერგიის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ტექნოლოგიის - მზის წყალგამაცხელებლების პოპულარიზაციაში. მზის წყალგამაცხელებლები მზის ენერგიის გამოყენებით იძლევა ცხელ წყალს სამზრეულოსა და შხაპისთვის დამატებით ენერგიის ხარჯის გარეშე თითქმის მთელი წლის განმავლობაში. მონაწილეებს შესაძლებლობა გექნებათ გამოიმუშავოთ საკომისიო (გაყიდვების ფასის დაახლოებით 5% ანუ 100 ლარი თითო გაყიდვაზე). დამატებით შეთავაზებებს დეტალურად გაგაცნობენ ჩვენი ექსპერტები ტრენინგის ფარგლებში. ტრენინგი ჩატარდება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში, სადაც ასევე გექნებათ შესაძლებლობა პრაქტიკულად იხილოთ განახლებად ენერგიებზე მომუშავე ტექნოლოგიები. ტრანსპორტირებასა და გემრიელ წახემსებაზე ჩვენ ვიზრუნებთ. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდით: ჩამოტვირთეთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნეთ მისამართზე: info@greens.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 555 12 07 21, 558 299 288 გააკეთე საკუთარი და საქვეყნო საქმე, ჩაერთე გარემოს დაცვაში! ტრენინგი ტარდება პროექტის ფარგლებში „ენერგოეფექტურობის გაზრდა მზის ენერგოტექნოლოგიებისა და თბოიზოლაციის საშუალებით“. პროექტს ახორციელებს საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველო WECF-თან (Women Engage for a Common Future) პარტნიორობითა და Deutshe Bundesstiftung Umwelt-ის (გერმანიის ფედერალური გარემოსდაცვითი ფონდის) ფინანსური მხარდაჭერით.

    555 12 07 21, 558 299 288

    info@greens.ge

    ჩამოტვირთეთ სარეგისტრაციო ფორმა და გამოგვიგზავნეთ