• შეშის ენერგოეფექტური ღუმელების შესყიდვა

    2021.06.05
    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები ახორციელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში (შემდგომში BMU) ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს: „საქართველოში, ფშავის ტყის მაგალითზე, თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გიწვევთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად ვართ კონკურსში გამარჯვებული კომპანიისგან შევისყიდოთ შემდეგი საქონელი და მომსახურება: 1) ენერგოეფექტური შეშის ღუმელის სრული კომპლექტი საოჯახო მოხმარებისათვის (ღუმელს უნდა გააჩნდეს საცხობი საკანი) -40 (ორმოცი) ცალი; 2) ენერგოეფექტური ღუმელის ფუნქციონირებისათვის საჭირო მილები, მუხლი (ღუმელების შესაბამისი ოდენობით) 3) CO დეტექტორი შეშის ღუმელის ფუნქციონირების პერიოდში სათანადო აირის აღმოსაჩენად და კონცენტრაციის გასაზომად -40 ცალი; 4) ღუმელებისა და CO დეტექტორების ტრანსპორტირება დუშეთის მუნიციპალიტეტის ფშავის 4 სოფელში (მაღაროსკარი, კანათია, თვალივი, გურდუხი); 5) ღუმელებისა და CO დეტექტორის მონტაჟი 4 სოფელში; გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ: ა) ფასები უნდა შემოგვთავაზოთ ოთხივე პოზიციის მიხედვით ცალკცალკე ცხრილის სახით და შემოთავაზებული ერთეულის ფასი უნდა მოიცავდეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დამატებით ხარჯს და გადასახადს, მ.შ. დღგ-ს. ბ) მოწოდებულ საქონელსაც და მომსახურებასაც უნდა გააჩნდეს მინიმუმ 5 წლის გარანტია. გ) საქონლის მოწოდება და მომსახურება სრულად უნდა განხორციელდეს 2021 წლის 15 ნოემბრამდე. კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კონტრაქტორი განახორციელებს სამუშაოებს. წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს კონტრაქტის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს ცვლილებას. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2021 წლის 20 ივნისის ჩათვლით. განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონული ფორმით მისამართზე: E-mail: avtgeladze@gmail.com კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტებია: 1. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 2. დოკუმენტი შეშის ღუმელის ენერგოეფექტურობის დამადასტურებელი ტესტირების შედეგების შესახებ; 3. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია; 4. სასურველია კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები; 5. ასევე გთხოვთ, წარმოადგინოთ ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების განხორციელების შესახებ; კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 1. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ; 2. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა; 3. ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

    (+995 55) 533 449

    avtgeladze@gmail.com

    ავთანდილ გელაძეს