• მზის ენერგიით ხილის საშრობების შესყიდვა

    2021.06.05
    საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები ახორციელებს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში (შემდგომში BMU) ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს: „საქართველოში, ფშავის ტყის მაგალითზე, თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში, გიწვევთ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად ვართ კონკურსში გამარჯვებული კომპანიისგან შევისყიდოთ შემდეგი საქონელი და მომსახურება: 1) მზის ენერგიით ხილის საშრობი სრული კომპლექტი საოჯახო მოხმარებისათვის -30 (ოცდაათი) ცალი; 2) მზის ენერგიით ხილის საშრობიების ტრანსპორტირება დუშეთის მუნიციპალიტეტის ფშავის 4 სოფელში (მაღაროსკარი, კანათია, თვალივი, გურდუხი); 3) მზის ენერგიით ხილის საშრობი მონტაჟი 4 სოფელში; გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ: ა) ფასები უნდა შემოგვთავაზოთ ყველა პოზიციის მიხედვით ცალკცალკე ცხრილის სახით და შემოთავაზებული ერთეულის ფასი უნდა მოიცავდეს აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დამატებით ხარჯს და გადასახადს, მ.შ. დღგ-ს.; ბ) მოწოდებულ საქონელსაც და მომსახურებასაც უნდა გააჩნდეს მინიმუმ 5 წლის გარანტია; გ) მომწოდებლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ 10, 20 ან 30 ცალი ხილის საშრობის მოწოდება. საქონლისა და მომსახურების მოწოდების ვადები: 12 კომპლექტი არაუგვიანეს 2021 წლის III კვარტალისა, 16 კომპლექტი არაუგვიანეს 2021 წლის IV 2021 წლის III კვარტალი; 12 კომპლექტი არაუგვიანეს 2022 წლის II კვარტალისა; კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კონტრაქტორი განახორციელებს სამუშაოებს. წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს კონტრაქტის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს ცვლილებას. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2021 წლის 20 ივნისის ჩათვლით. განაცხადების მიღება ხორციელდება ელექტრონული ფორმით მისამართზე : avtgeladze@gmail.com კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტებია: 1. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის მოწმობის ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია; 3. სასურველია კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები; 4. ასევე გთხოვთ, წარმოადგინოთ გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებულ ანალოგიურ სამუშაოებზე; კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 1. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ; 2. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა; 3. ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ;

    +995 555 533 449

    avtgeladze@gmail.com

    ავთანდილ გელაძეს