-
ვქირაობთ! ტყის საერთაშორისო ექსპერტს
2021.12.05სამუშაო როლი: ტყის საერთაშორისო ექსპერტი სამუშაოს ტიპი: დასაწყისისთვის ნახევარ განაკვეთზე პოზიცია გარე მომსახურების კონტრაქტზე. სავარაუდო დატვირთვა კვირაში 20 საათი. ხანგრძლივობა: 2022 წლის 15 იანვარი, 2022 წლის 30 აპრილი; ადგილმდებარეობა: დისტანციური. საჭიროა სწრაფი და საიმედო ინტერნეტ კავშირის ქონა. სამუშაოს აღწერა და მოთხოვნები: ხართ ტყის ექსპერტი, რომელიც ეძებს სამუშაოს გარემოსდაცვით ორგანიზაციაში, რომელიც მუშაობს კლიმატის ცვლილების, ნარჩენების, ბიომრავალფეროვნების, ტყის, ნაიდაგის და სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე? გაქვთ თუ არა გამოცდილება ასეთ ორგანიზაციებსა და სოციალურ მოძრაობებში მუშაობასთან? მზად ხართ დაეხმაროთ ჩვენს გუნდს, რათა უფრო თვალსაჩინო გახდეს ჩვენი კამპანიები და პოლიტიკური ადვოკატირების სამუშაოები, რომლებიც მოითხოვენ გადაუდებელ აუცილებლობას შეაჩერონ ტყეების განადგურება, მხარი დაუჭირონ დაცული ტერიტორიების შექმნას და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებს? თუ ეს თქვენ ხართ, შემოუერთდით ჩვენს გუნდს! როლი: ტყის საერთაშორისო ექსპერტი პასუხისმგებელია დაბრკოლებებისა და არსებული ვითარების ანალიზზე და რეკომენდაციების შექმნაზე, რათა გაუზიაროს დაინტერესებულ მხარეებს ფშავის რეგიონის ტყის შესაძლებლობები. Დახმარება გაუწიოს ტყის პრობლემებში და კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე გამოწვევებში მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებაში; ადგილობირივ მოსახლეობის აქტიურად ჩართვა ტყის, განსაკუთრებით კი დაცული ტერიტორიის მართვაში; ტყის მესვეურებისათვის გამჭვირვალეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩასართავად რეკომენდაციების შემუშავება, რომლებსაც შემდგომში ჩვენ გავუწევთ ლობირებას; საერთაშორისო კანონმდებლობისა და ნორმების (მ.შ. ქართული კანონმდებლობის) იდენტიფიცირება და ანალიზი, რომელთა მიხედვით ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია უფლებები სხვადასხვა მიმართულებით; ტყის საერთაშორისო ექსპერტი მჭიდროდ იმუშავებს ნახევარ განაკვეთზე საქართველოს მწვანეთა მოძრაობის წევრებთან და ადგილობრივ დაინტერესებულ პირებთან. ტყის საერთაშორისო ექსპერტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი საქმიანობის გაძლიერებაში. ძირითადი სამუშაო მოვალეობები მოიცავს: ● ტყის საერთაშორისო ექსპერტი პასუხისმგებელია დაბრკოლებებისა და არსებული ვითარების ანალიზზე და რეკომენდაციების შექმნაზე; ● ტყის პრობლემებში და კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე გამოწვევებში მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებაში დახმარება; ● ადგილობირივ მოსახლეობის აქტიურად ჩართვა ტყის, განსაკუთრებით კი დაცული ტერიტორიის მართვაში; ● ტყის მესვეურებისათვის გამჭვირვალეობისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩასართავად რეკომენდაციების შემუშავება, რომლებსაც შემდგომში ჩვენ გავუწევთ ლობირებას; ● საერთაშორისო კანონმდებლობისა და ნორმების (მ.შ. ქართული კანონმდებლობის) იდენტიფიცირება და ანალიზი, რომელთა მიხედვით ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია უფლებები სხვადასხვა მიმართულებით; ● სამიზნე ტყეში სიტუაციის შესწავლა და ანალიზი; ● SWOT ანალიზის მომზადება; ● ევროკავშირის დირექტივების შესწავლა საქართველოს ტყეებისა და დაცული ტერიტორიებისთვის; ● კვლევის შედეგების პრეზენტაცია ვებინარის საშუალებით; ● პროექტის პერსონალის მხარდაჭერა განხორციელების პროცესში. უნარები, გამოცდილება და ძირითადი მოთხოვნები: ● მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება, განსაკუთრებით ტყის სტრატეგიის შემუშავებაში, მონიტორინგსა და განხორციელებაში, სასურველია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ან სოციალური მოძრაობისთვის; ● Უმაღლესი განათლება ტყესთან, გარემოსდაცვით ან შესაბამის საკითხებთან დაკავშირებით. ● ადგილობრივ თემებთან მუშაობის გამოცდილება; ● ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ● ძირითადი ცოდნა გარემოსდაცვითი სამართლიანობის, ძირძველი უფლებების, ადამიანის უფლებების, ბიომრავალფეროვნების და განახლებადი ენერგიის საკითხებზე; ● თვითმოტივირებული, შესანიშნავი კოორდინაციისა და ორგანიზაციული უნარებით. შეუძლია დისტანციურად იმუშაოს, როგორც საერთაშორისო გუნდის ნაწილი, მჭიდრო ვადები და შეუძლია მართოს კონკურენტული პრიორიტეტები ● შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური. გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, 2 რეკომენდაცია და სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შესაბამისობა ამ პოზიციასთან მიმართებაში: avtgeladze@gmail.com და info@greens.ge. განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2021 წლის 25 დეკემბერი.
+995555533449
avtgeladze@gmail.com
ავთანდილ გელაძე