-
განაცხადი პროექტის ფარგლებში - საძოვრების ექსპერტი
2022.01.10საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო, პროექტის „საქართველოში თემზე დაფუძნებული ტყის მდგრადი მართვა ფშავის მაგალითზე“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI), გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გარემოს დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ატომური ენერგეტიკის ფედერალური სამინისტროს (BMU) მიერ, აცხადებს კონკურსს საძვრების ექსპერტის პოზიციაზე (ტყის ნიადაგების, საძოვრებისა და სათიბების მდგრადი მართვის საქმეში რეკომენდაციების შესამუშავებლად). პროექტი ხორციელდება დუშეთის მუნიციპალიტეტის ფშავის 4 სოფლისათვის (მაღაროსკარი, კანათია, თვალივი, გურდუხი) და ამ სოფლების მიმდებარე ტყეების და სათიბ-საძოვრების მდგრადი მართვის ხელშეწყობის მიზნით; ექსპერტის ამოცანაა შემოგვთავაზოს პრაქტიკული რეკომენდაციები პროექტში დაგეგმილი აქტივობების ეფექტურად განხორციელებისა და ამ საქმეში ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის მისაღწევად. მათ შორის: • ადგილობრივი საძოვრების ექსპერტული შეფასება; • საძოვრების გაუმჯობესების ღონისძიებების დასახვა; • სასწავლო მოდულის „საძოვრების დეგრადაცია, მისი გამომწვევი მიზეზები და რეკულტივაციის ღონისძიებები“ შემუშავება; • ტრენინგების ჩატარება სამიზნე ჯგუფებში საძოვრების დეგრადაციისა და მისი რეკულტივაციის მიმართულებით. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს ექსპერტის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა დამატებით ხარჯს და გადასახადს (მ.შ. საშემოსავლოს და დღგ-ს.; მომსახურების მოწოდების პერიოდია 2022 წლის 1 თებერვალი 30 მაისი. მოთხოვნები: o უმაღლესი განათლება ნიადაგების ეკოლოგიის მიმართულებით; o ნიადაგების დაცვის ან მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; o საზოგადოების თანამონაწილეობით ნიადაგებისა და საძოვრების მდგრადი მართვის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება; o კომუნიკაბელურობა; o სასურველია სამეცნიერო ხარისხი; კონკურსში გამარჯვებულ პირთან გაფორმდება ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კონტრაქტორი განახორციელებს სამუშაოებს. წარმოდგენილი ფასები უნდა მოქმედებდეს კონტრაქტის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს ცვლილებას. კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: • შემოთავაზებული ანაზღაურება; • CV • სამოტივაციო წერილი, რომელშიც მითითებული იქნება თქვენი შესაბამისობა ამ პოზიციასთან მიმართებაში • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საკონტაქტო ინფორმაცია; • ინფორმაცია ამ განაცხადის მიხედვით ექსპერტის მომსახურების მიზნების შესაბამისი სამუშაო გამოცდილებისა და მიღწეული შედეგების შესახებ; კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2022 წლის 30 იანვრის ჩათვლით. განაცხადები მიიღება მიღება ელექტრონული ფორმით. დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ავთანდილ გელაძე საქართველოს მწვანეთა მოძრაობა / დედამიწის მეგობრები - საქართველო მისამართი: თბილისი, სლავა მეტრეველის ქ#4, ბ -6. საკონტაქტო ტელეფონი: (+995 55) 533 449; E-mail: avtgeladze@gmail.com; info@greens.ge
(+995 55) 533 449
avtgeladze@gmail.com; info@greens.ge
ავთანდილ გელაძე